მოძებნე პროგრამის შედეგები

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება (26 01)

გამოყოფილია 378.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში ...

ეფექტიანი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობა, სახელმწიფოსა და სახელმწიფო უწყებების მიერ გასაფორმებელი საერთაშორისო და კერძო ხასიათის (მრავალმილიონიანი ან/და საარბიტრაჟო ინსტიტუტის შემცველი) ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია; სამართლის ცალკეული დარგის განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს განვითარების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმძღვანელოს შემუშავება; ეროვნული კანონმდებლობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა; სახელმწიფო წარმომადგენლობა არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში კომერციულ და საინვესტიციო დავებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებში სახელმწიფოთაშორის ან/და ინდივიდუალურ დავებზე; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინირება. ასევე, ეროვნულ სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სამინისტროს ინტერესების დაცვა, ხოლო, ხელისუფლების დაწესებულებების წინააღმდეგ მიმართულ დავებში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით; სახელმწიფოსა და სახელმწიფო უწყებების მიერ გასაფორმებელი საერთაშორისო და კერძო ხასიათის (მრავალმილიონიანი ან/და საარბიტრაჟო ინსტიტუტის შემცველი) ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი შეფასება/ექსპერტიზა მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და შესაბამისი დასკვნის პროექტის მომზადება. ასევე, ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივი შეფასება მასში არსებული სამართლებრივი რისკების კონტექსტში და შესაბამისი დასკვნის პროექტის მომზადება; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ყოველწლიური განახლება, წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება, სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების შემუშავება; ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ყოველწლიური განახლება, პროგრესის ანგარიშის და შესრულების შეფასების ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება, ანტიკორუფციული კუთხით მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე (მათ შორის კანონპროექტებზე) მუშაობა; ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის პარტნიორობის საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმის − ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის საქმიანობის ხელშეწყობა; ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის (თავმჯდომარეობა) უზრუნველყოფა; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა; ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება; საქართველოს და საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავების წარმატებით დასრულება; ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია.
·   საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას; ·   საქართველოს და საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავების უმრავლესობა დასრულდა წარმატებით; ·   განხორციელდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ანტიკორუფციული საბჭოს, „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიის, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის სამართლის 55 აქტთან დაახლოება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის სამართლის 215 აქტთან დაახლოება (2018 წელი- 59 აქტთან დაახლოება; 2019 წელი- 79 აქტთან დაახლოება; 2020 წელი- 41 აქტთან დაახლოება; 2021 წელი- 36 აქტთან დაახლოება;); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - შესაბამისი უწყებების არასაკმარისი ჩართულობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმოებული საქმეების 80% დასრულებულია იუსტიციის სამინისტროს /სახელმწიფოს სასარგებლო შედეგით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად წარმოებული საქმეების 80% დასრულებულია იუსტიციის სამინისტროს /სახელმწიფოს სასარგებლო შედეგით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 25%-30% 3 საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სასამართლოებში დასრულებული საქმეების არანაკლებ 80% არის საქართველოსთვის წარმატებული; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად საერთაშორისო სასამართლოებში დასრულებული საქმეების არანაკლებ 80% არის საქართველოსთვის წარმატებული; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - სასამართლოს მიერ დიდი რაოდენობის ერთგვაროვან საქმეებზე დარღვევის დადგენა 4 საბაზისო მაჩვენებელი - შესაბამისი მიმართულებების უწყებათაშორისი კოორდინაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - შესაბამისი მიმართულებების სამოქმედო გეგმები და მათი შესრულების ანგარიშები; შესაძლო რისკები - შესაბამისი უწყებების მხრიდან ნაკლები ჩართულობა
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის სამართლის 55 აქტთან დაახლოება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის სამართლის 215 აქტთან დაახლოება (2018 წელი- 59 აქტთან დაახლოება; 2019 წელი- 79 აქტთან დაახლოება; 2020 წელი- 41 აქტთან დაახლოება; 2021 წელი- 36 აქტთან დაახლოება;); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროკავშირის 110 აქტს. 2.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმოებული საქმეების 80% დასრულებულია იუსტიციის სამინისტროს /სახელმწიფოს სასარგებლო შედეგით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად წარმოებული საქმეების 80% დასრულებულია იუსტიციის სამინისტროს /სახელმწიფოს სასარგებლო შედეგით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 29 სასამართლო დავიდან 22 დასრულდა სამინისტროს/სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც წარმოებული სასამართლო დავების 76%-ს შეადგენს. 3.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სასამართლოებში დასრულებული საქმეების არანაკლებ 80% არის საქართველოსთვის წარმატებული; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად საერთაშორისო სასამართლოებში დასრულებული საქმეების არანაკლებ 80% არის საქართველოსთვის წარმატებული; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დასრულებული საქმეების 76 % დასრულდა საქართველოს სასარგებლოდ; 2018 წელს მორიგებით და წარმატებით დასრულდა ერთი საარბიტრაჟო დავა − სს „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს წინააღმდეგ. 4.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - შესაბამისი მიმართულებების უწყებათაშორისი კოორდინაცია; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - შესაბამისი მიმართულებების სამოქმედო გეგმები და მათი შესრულების ანგარიშები; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლის განმავლობაში განახლდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები; მომზადდა და დამტკიცდა სისხლის სამართლის სისტემის 2017 წლის პროგრესის ანგარიში; მომზადდა 2017-2018 წწ. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2017 წლის აქტივობების შესრულების მონიტორინგის ანგარიში; შემუშავდა „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2018-2019 წწ. სამოქმედო გეგმა; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა; შემუშავდა 2017-2018 წლების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მომზადდა 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიში, შემუშავდა 2019-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი; შემუშავდა 2019-2020 წლების ნარკომანიასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის და ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019