ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა. ნორმატიული აქტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების მიზნით მათი სრული ტექსტის ...
ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა. ნორმატიული აქტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების მიზნით მათი სრული ტექსტის პირველადი გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge); ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და შემდგომ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ქართულ ენაზე თარგმნა, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის/კანონპროექტების ინგლისურ ენაზე თარგმნა. ახალი ტერმინების „SDL Trados Studio“-ს სერვერზე (ე.წ. მთარგმნელობით მეხსიერება (TM) და ერთიან ტერმინოლოგიურ ბაზა (TB)), მუდმივად დამუშავება და განახლება; დაინტერესებული პირებისა თუ მიზნობრივი ჯგუფების პროფესიული საქმიანობისა და საინფორმაციო მიზნებისათვის სხვადასხვა ნორმატიული აქტის, წიგნისა და იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური ვერსიების გამოცემა; სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ შენობაში მდებარე კინოდარბაზის შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019