Find program results

ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება (26 11)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

Program description

ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა. ნორმატიული აქტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების მიზნით მათი სრული ტექსტის ...

ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა. ნორმატიული აქტებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების მიზნით მათი სრული ტექსტის პირველადი გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე (https://matsne.gov.ge); ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირება, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და შემდგომ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ქართულ ენაზე თარგმნა, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის/კანონპროექტების ინგლისურ ენაზე თარგმნა. ახალი ტერმინების „SDL Trados Studio“-ს სერვერზე (ე.წ. მთარგმნელობით მეხსიერება (TM) და ერთიან ტერმინოლოგიურ ბაზა (TB)), მუდმივად დამუშავება და განახლება; დაინტერესებული პირებისა თუ მიზნობრივი ჯგუფების პროფესიული საქმიანობისა და საინფორმაციო მიზნებისათვის სხვადასხვა ნორმატიული აქტის, წიგნისა და იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური ვერსიების გამოცემა; სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ შენობაში მდებარე კინოდარბაზის შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა.

სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდა
·   გაიზარდა სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების ხელმისაწვდომობა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს ვებგვერდზე რეგისტრირებული იქნება 62 400 მომხმარებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021 წლებში, ყოველწლიურად, მომხმარებელთა 1 500 ერთეულით ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 300 მომხმარებელი; შესაძლო რისკები - ახალი პროგრამული ფუნქციონალების დამატების შეფერხება
1.     დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს ვებგვერდზე რეგისტრირებული იქნება 62 400 მომხმარებელი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021 წლებში, ყოველწლიურად, მომხმარებელთა 1 500 ერთეულით ზრდა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მაცნეს ვებგვერდზე დარეგისტრირებულია 83 255 მომხმარებელი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022