Find program results

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებები (31 01 07)

Allocated 40 c

Program implementer

საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო

Program description

ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცანას მიმდებარედ არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენი მასალების გაუვნებელყოფის ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, ...

ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცანას მიმდებარედ არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენი მასალების გაუვნებელყოფის ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ, სარკოფაგების აშენება, არსებული ობიექტების რეაბილიტაცია და მათში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცანაში უსაფრთხოდ განთავსებული დარიშხანშემცველი ნარჩენი მასალები, ნარჩენების შემცირებული ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
·         სოფელ ცანას ყოფილ დარიშხანის სამთამადნო წარმოების და გადამუშავების ობიექტებზე (ცანა1, ცანა 2 და ცანა 3), დარიშხანის შემცველი მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფის მიზნით უსაფრთხო სარკოფაგების მოწყობისათვის შედგენილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცანას მიმდებარედ, დიდი რაოდენობით (დაახლოებით 50 000 მ3) არასათანადო კონტროლის ქვეშ არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენი მასალები სერიოზული რისკის ქვეში აყენებს მიმდებარე გარემოსა და დასახლებულ პუნქტებს. საბჭოთა პერიოდში 1930 წლიდან, ამ ტერიტორიაზე არსებული მადნის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებდა და აწარმოებდა დარიშხანის ანჰიდრიდსა და მეტალურ დარიშხანს. საწარმომ ფუნქციონირება შეწყვიტა 1990-იანი წლების დასაწყისში. ცანას სამივე ობიექტზე: ცანა 1, ცანა 2 და ცანა 3; მიზნობრივი მაჩვენებელი - დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისათვის ცანა 1 და ცანა 2 ობიექტზე წინასწარი სამუშაობი ჩატარებულია მათი უსაფრთხოდ შეგროვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით; ცანა1 ობიექტზე დამცავი კედლის დამატებითი სამუშაოები განხორციელებულია; სარკოფაგი აშენებულია - ცანა 1 უბანზე. განსათავსებელი სარკოფაგის მოცულობა შეადგენს 12154 მ3 (დამცავი საიზოლაციო ფენების გარდა), რაც საკმარისია ცანა 2-დან დამატებით მოხსნილი დაბინძურებული ნიადაგის მოსათავსებლად; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - შესაძლოა ვერ მოიძიოს დონორი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაში შეფერხებები
საბაზისო მაჩვენებელი ·         ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას მიმდებარედ, დიდი რაოდენობით (დაახლოებით 50 000 მ3) არასათანადო კონტროლის ქვეშ არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენი მასალები სერიოზული რისკის ქვეში აყენებს მიმდებარე გარემოსა და დასახლებულ პუნქტებს. საბჭოთა პერიოდში 1930 წლიდან, ამ ტერიტორიაზე არსებული მადნის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებდა და აწარმოებდა დარიშხანის ანჰიდრიდსა და მეტალურ დარიშხანს. საწარმომ ფუნქციონირება შეწყვიტა 1990-იანი წლების დასაწყისში. ცანას სამივე ობიექტზე: ცანა 1, ცანა 2 და ცანა 3; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისათვის ცანა 1 და ცანა 2 ობიექტზე წინასწარი სამუშაობი ჩატარებულია მათი უსაფრთხოდ შეგროვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით; ცანა 1 ობიექტზე დამცავი კედლის დამატებითი სამუშაოები განხორციელებულია; სარკოფაგი აშენებულია - ცანა 1 უბანზე. განსათავსებელი სარკოფაგის მოცულობა შეადგენს 12 154 მ3 (დამცავი საიზოლაციო ფენების გარდა), რაც საკმარისია ცანა 2-დან დამატებით მოხსნილი დაბინძურებული ნიადაგის მოსათავსებლად. მიღწეული მაჩვენებელი ·         სოფელ ცანას ყოფილ დარიშხანის სამთამადნო წარმოების და გადამუშავების ობიექტებზე (ცანა1, ცანა 2 და ცანა 3), დარიშხანის შემცველი მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფის მიზნით უსაფრთხო სარკოფაგების მოწყობისათვის მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დამატებითი კვლევების ჩატარება განსახორციელებელი სამუშაოების მოცულობების შეფასების მიზნით (საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები, საპროექტო ტერიტორიების ტოპოგრაფიული კვლევა, სანებართვო დოკუმენტაციის (გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და სხვა), შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას დასჭირდა გარკვეული დრო. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს მაღალმთიან რეგიონში და სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ წელიწადის მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში (4-5 თვე), შესაბამისად დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებლის განხორციელება გადაიდო 2019 წლამდე. შენიშნვნა: ზოგიერთი პროგრამის საბაზისო მაჩვენებელი დაზუსტებულია 2017 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022