Find program results

ტექნიკური და სამშენებლო სფეროს რეგულირება (24 02)

Allocated 102 c

Program implementer

სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

Program description

ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის უზრუნველყოფა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის ტექნიკურ კანონმდებლობასთან (დერექტივები და რეგულაციები) დაახლოებისა და ევროპულ ბაზარზე არსებული ზედამხედველობის ...

ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის უზრუნველყოფა ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის ტექნიკურ კანონმდებლობასთან (დერექტივები და რეგულაციები) დაახლოებისა და ევროპულ ბაზარზე არსებული ზედამხედველობის სისტემის დანერგვის გზით; მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე უსაფრთხოების ზრდის ხელშეწყობა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების დახვეწის გზით; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების კონტროლის საშუალებით.

ბაზარზე ზედამხედველობის გაუმჯობესებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაახლოებულია ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან; მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ზედამხედველობის გაუმჯობესებული ნორმატიული ბაზა.
·         ამოქმედდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის მეთოდები, პრინციპები, შემზღუდველი ღონისძიებები და სანქციები; ·         საქართველო მთავრობის დადაგენილებებით დამტკიცდა: ტექნიკური რეგლამენტი „სამშენებლო პროდუქტების შესახებ“; „ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესი“ და „ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესი და ფორმები“; ·         ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვით სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასება შეიძლება განახორციელონ აკრედიტებულმა ინსპექტირების ორგანოებმა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია 7 ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების მიხედვით, შემდეგ სფეროებში: ლიფტები; საბაგირო მოწყობილობები, წყლის ახალი გამაცხელებლები (საქვაბე დანადგარები); მარტივი წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლები; წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები; სამშენებლო პროდუქტები; პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები და დამცავი სისტემები. ცვლილებები შეტანილია დამატებით 3 ახალ მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებს შემდეგ სფეროებს: ლიფტები; წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები; წყლის ახალი გამაცხელებლები (საქვაბე დანადგარები); მიზნობრივი მაჩვენებელი - ცვლილებების შეტანა დამატებით 2 ახალ მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებს შემდეგ სფეროებს: საბაგირო მოწყობილობები (2018 წლის ბოლომდე); მარტივი წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლები (2018 წლის ბოლომდე); დამატებით 5 ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების მიხედვით, შემდეგ სფეროებში: სათამაშოები (2019 წლის ბოლომდე); მოწყობილობა/მექანიზმები (2019 წლის ბოლომდე); პერსონალური დაცვის აღჭურვილობები (2019 წლის ბოლომდე); აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები (2019 წლის ბოლომდე); სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალები (2019 წლის ბოლომდე) 2 საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია და დამტკიცებულია 1 ახალი ტექნიკური რეგლამენტი ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების სფეროში. ცვლილებები არის შეტანილი 3 ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებენ შემდეგ სფეროებს: ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ; საამფეთქებლო სამუშაოები; ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ცვლილებების შეტანა 18 ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებენ შემდეგ სფეროებს: საბაგირო გზები უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2018 წლის ბოლომდე); კარიერების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2018 წლის ბოლომდე); გაზის სისტემები (2018 წლის ბოლომდე); ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ (2018 წლის ბოლომდე); ნახშირის შახტები (2019 წლის ბოლომდე); ნავთობის ბაზები (2019 წლის ბოლომდე); მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2019 წლამდე), ავტოგასამართი სადგურები და ავტოგასამართი კომპლექსები (2019 წლის ბოლომდე); ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2020 წლის ბოლომდე); წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2020 წლის ბოლომდე); ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი (2020 წლის ბოლომდე); გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გაზსავსები სადგურების, პუნქტების, ბალონების საშუალედო საწყობების, ავტომობილების გასამართი სადგურების, სარეზერვუარო, გაზბალონიანი დანადგარები (2020 წლის ბოლომდე); მადნეული და არამადნეული საბადოები (2020 წლის ბოლომდე); მაგისტრალური ნავთობსადენი (2021 წლის ბოლომდე); ატრაქციონის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2021 წლის ბოლომდე); იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან (2021 წლის ბოლომდე); საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2021 წლის ბოლომდე); ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2021 წლის ბოლომდე)
1. საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია 7 ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების მიხედვით, შემდეგ სფეროებში: ლიფტები; საბაგირო მოწყობილობები, წყლის ახალი გამაცხელებლები (საქვაბე დანადგარები); მარტივი წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლები; წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები; სამშენებლო პროდუქტები; პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები და დამცავი სისტემები. ცვლილებები შეტანილია დამატებით 3 ახალ მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებს შემდეგ სფეროებს: ლიფტები; წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები; წყლის ახალი გამაცხელებლები (საქვაბე დანადგარები); მიზნობრივი მაჩვენებელი - ცვლილებების შეტანა დამატებით 2 ახალ მიდგომის ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებს შემდეგ სფეროებს: საბაგირო მოწყობილობები (2018 წლის ბოლომდე); მარტივი წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლები (2018 წლის ბოლომდე); დამატებით 5 ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივების მიხედვით, შემდეგ სფეროებში: სათამაშოები (2019 წლის ბოლომდე); მოწყობილობა/მექანიზმები (2019 წლის ბოლომდე); პერსონალური დაცვის აღჭურვილობები (2019 წლის ბოლომდე); აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები (2019 წლის ბოლომდე); სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალები (2019 წლის ბოლომდე); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შევიდა და ამოქმედდა ცვლილებები. ბაზარზე ზედამხდველობის გასახორციელებლად შემუშავდა და ამოქმედდა 3 ნორმატიული აქტი; ცდომილების მაჩვენებელი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე საბაგირო მოწყობილობებისა და მარტივი წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლების ტექნიკურ რეგლამენტებში ცვლილებების შეტანის პროცედურებმა გადაიწია 2019 წლისათვის. 2. საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია და დამტკიცებულია 1 ახალი ტექნიკური რეგლამენტი ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების სფეროში. ცვლილებები არის შეტანილი 3 ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებენ შემდეგ სფეროებს: ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ; საამფეთქებლო სამუშაოები; ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ცვლილებების შეტანა 18 ტექნიკურ რეგლამენტში, რომლებიც არეგულირებენ შემდეგ სფეროებს: საბაგირო გზები უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2018 წლის ბოლომდე); კარიერების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2018 წლის ბოლომდე); გაზის სისტემები (2018 წლის ბოლომდე); ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ (2018 წლის ბოლომდე); ნახშირის შახტები (2019 წლის ბოლომდე); ნავთობის ბაზები (2019 წლის ბოლომდე); მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2019 წლამდე), ავტოგასამართი სადგურები და ავტოგასამართი კომპლექსები (2019 წლის ბოლომდე); ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2020 წლის ბოლომდე); წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2020 წლის ბოლომდე); ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი (2020 წლის ბოლომდე); გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გაზსავსები სადგურების, პუნქტების, ბალონების საშუალედო საწყობების, ავტომობილების გასამართი სადგურების, სარეზერვუარო, გაზბალონიანი დანადგარები (2020 წლის ბოლომდე); მადნეული და არამადნეული საბადოები (2020 წლის ბოლომდე); მაგისტრალური ნავთობსადენი (2021 წლის ბოლომდე); ატრაქციონის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2021 წლის ბოლომდე); იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან (2021 წლის ბოლომდე); საქვაბე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2021 წლის ბოლომდე); ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (2021 წლის ბოლომდე); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - შემუშავდა მთავრობის დადაგენილების პროექტები: „კარიერების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ და „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ“; დარეგისტრირდა საქართველოს სტანდარტი „ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების შესახებ“; ცდომილების მაჩვენებელი - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე „საბაგირო გზები უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების შეტანის პროცედურებმა გადაიწია 2019 წლისათვის.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022