Find program results

სასკოლო აქტივობების ხელშეწყობა (32 02 12)

Allocated 61.6 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნა და სკოლების გაძლიერება; ...

მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნა და სკოლების გაძლიერება; თავისუფალი გაკვეთილების ჩატარების ხელშეწყობა სპორტის, წიგნიერების, კულტურა/ხელოვნება და ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებით, რომელიც გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და არ აქვს საგაკვეთილო სახე;

საჯარო სკოლებში დანერგილია დამატებითი კლასგარეშე აქტივობები; გააქტიურებულია სასკოლო ცხოვრება;
ექსტრაკურიკულარულ/კლასგარეშე აქტივობებში ჩართული იყო 16 500-ზე მეტი მოსწავლე, 800-ზე მეტი მასწავლებელი და 900-ზე მეტი დირექცია/ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - პროგრამის ფარგლებში ჩართული 43,000 მოსწავლე იღებს დამატებით საგანმანათლებლო სერვისს და რესურსს; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროგრამის ფარგლებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა გაიზრდება საშუალოდ 20 000-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - საჯარო სკოლებში კადრების შესაბამისი კომპეტენციის ნაკლებობა; სამინისტროში შემოსული არაეფექტური და/ან არამიზნობრივი პროექტები
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი პროგრამის ფარგლებში ჩართული 43 000 მოსწავლე იღებს დამატებით საგანმანათლებლო სერვისს და რესურსს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ·         პროგრამის ფარგლებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა გაიზრდება საშუალოდ 20 000-ით; ·         ყოველწლიურად მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო გარემოს შექმნისა და საჯარო სკოლების გაძლიერების მიზნით, ჩატარდება „თავისუფალი გაკვეთილები", რომელშიც ჩაერთვება არანაკლებ 20 000 მოსწავლე (სოფლის სკოლებიდან) (სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი). მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი პროგრამის ფარგლებში ექსტრაკურიკულარულ/კლასგარეშე აქტივობებში ჩართულია 16 500-ზე მეტი მოსწავლე. სპორტის, კულტურა-ხელოვნებისა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებების წრეებსა და პროექტებში ჩაერთო 14,000 მოსწავლე, რისთვისაც მიიმართა 370.0 ათასი ლარი (სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი). ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე პროგრამის ძირითად ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ სოფელსა და დაბაში მდებარე მცირეკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ პროექტების განხორციელებაში, ამიტომ ვერ დაფინანსდა დაგეგმილი რაოდენობის პროექტები და აუთვისებელი რესურსის გადანაწილება მოხდა სხვა პრიორიტეტულ პროგრამაზე/პროგრამებზე

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022