Find program results

თავდაცვის მართვა (29 01)

Allocated 98.5 c

Program implementer

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

Program description

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ განსაზღვრული ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის მხარდასაჭერად თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეფექტიანი ადმინისტრირების განსახორციელებლად ...

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ განსაზღვრული ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკის მხარდასაჭერად თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეფექტიანი ადმინისტრირების განსახორციელებლად თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მართვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განსაზღვრა; პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება (ნატო, ევროკავშირი, ეუთო, გაერო); თავდაცვის სამინისტროს დიპლომატიური (სამოქალაქო და სამხედრო) წარმომადგენლების მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზების, შეიარაღების კონტროლის და ვერიფიკაციის ღონისძიებების განხორციელება; საერთაშორისო დახმარებების მოზიდვა და მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება; თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების და ცნობიერების ამაღლება.

თავდაცვის სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება: თავდაცვის ეფექტიანი სტრატეგიული მართვა, თავდაცვის სამინისტროს ძირითად მიმართულებებზე სტრატეგიული პოლიტიკის განსაზღვრა; თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური და სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიზნით. პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაზრდა; საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება.
თავდაცვის სამინისტროს ეფექტიანი მართვის მიზნით შემუშავდა და განახლდა სტრატეგიული და პროცედურული ტიპის დოკუმენტები; შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ასამაღლებლად განხორციელდა დაგეგმილი მრავალეროვნული, უწყებათაშორისი სამხედრო სწავლებები; შესრულდა საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები სავერიფიკაციო ინსპექციების მიმართულებით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 1. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს თავდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებს და განაგრძობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს. 2. 24 პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება. ნატოს-თან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა. დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ჩატარება. 3. თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება საზოგადოების ინფორმირება/ცნობიერების ამაღლება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნორმატიული აქტებითა და ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებების შესრულება, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრა. 2. პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 3. თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის, რეფორმების, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის, საერთაშორისო მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელების მონაწილეობის შესახებ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივ შესრულება 10-15%; შესაძლო რისკები - 1. კვალიფიციური პერსონალის გადინება. 2. რეგიონული თუ ლოკალური პრობლემების გამო საერთაშორისო თანამშრომლობის არაეფექტურად განხორციელება. 3. საზოგადოების ინფორმირებისას აუდიტორიის დაინტერესების დეფიციტი
საბაზისო მაჩვენებელი 1.    ეროვნულ დონეზე განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს თავდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებს და განაგრძობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს. 2.    24 პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება. ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებით ხორციელდება თანამშრომლობა. დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის ჩატარება. 3.    თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდება საზოგადოების ინფორმირება/ცნობიერების ამაღლება. მიზნობრივი მაჩვენებელი 1.    ნორმატიული აქტებითა და ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებების შესრულება, თავდაცვის სამინისტროს ძირითადი პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრა. 2.    პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 3.    თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის, რეფორმების, ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის, საერთაშორისო მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელების მონაწილეობის შესახებ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი დამტკიცებული/შემუშავებული სტრატეგიული და პროცედურული ტიპის დოკუმენტები: „თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს 2019-2022“; „შეიარაღების სისტემების შესყიდვების სტრატეგია 2019-2025“; „მინისტრის დირექტივები 2018“; შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ასამაღლებლად განხორციელებული უწყებათაშორის დონეზე მრავალეროვნული სწვალებები, კონფერენციები; სამეთაურო-საშტაბო სწავლებები შემდგომში უწყებების ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022