შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ინსტრუმენტების განხორციელება. ჩართულობის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მისი ...
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ინსტრუმენტების განხორციელება. ჩართულობის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; შერიგებისა და ნდობის აღდგენის ახალი ინიციატივების მომზადება/წარდგენა/განხორციელება; შერიგებისა და ნდობის აღდგენის კუთხით სხვადასხვა ფონდების შექმნის კოორდინაცია; საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა. შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ორმხრივი ქართლ-აფხაზური, ქართულ-ოსური დიალოგის წარმართვა. საერთაშორისო ორგანიზაციების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის და საქმიანობის ხელშეწყობა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის კოორდინაცია. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზება; საკოორდინაციო მექანიზმის ფუნქციონირების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ჟენევის დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობა. გალში და ერგნეთში გამართული ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში მონაწილეობა; შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ფინანსური დახმარების მობილიზების ხელშეწყობა; სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელწმიფო სტრატეგიისა და 2015-2020წწ. სამოქმედო გეგმის“ განხორციელების კოორდინირება/ხელშეწყობა: ეთნიკური უმცირესობების თანაბარი და აქტიური სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება; ეთნიკური უმცირესობების წვდომის ხელშეწყობა განათლების ყველა საფეხურზე; სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში და ამ მიზნით სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა; არაქართულენოვანი ბეჭდვითი მედიის ხელშეწყობა; ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარება სხავადასხვა საკითხების შესახებ, მათ შორის: განათლების, სოფლის მეურნეობის, ევროინტეგრაციის, გენდერული თანასწორობის, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის, ეთნიკური უმცირესობების უფლებების; „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ („1+4“ პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვის“ სტაჟირების პროგრამის განხორციელება; კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების ხელშეწყობა/განხორციელება; ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელების უზრუნველყოფა;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022