საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, ანალიზი, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული ...
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, ანალიზი, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მიმართულებების იდენტიფიცირება; სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის საქართველოს როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, ტურისტული და საფინანსო კვანძის პოპულარიზაცია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის სრულყოფილ ათვისებას, ეროვნული წარმოების განვითარებას, ესქპორტის ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას; ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა; საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის სამშენებლო სექტორის შემდგომი განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების ზრდასა და მოსახლეობის ადგილებზე შენარჩუნებას; სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ხელშეწყობა; დეგრადირებული მიწების რეკულტივაციის ეროვნული მეთოდოლოგიის მომზადება და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება; შრომის ბაზრის ინფორმაციის მოძიება, შესწავლა/კვლევა, ანალიზი და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) შემდგომი განვითარება; ელექტროენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022