Find program results

შეღავათიანი აგროკრედიტები (31 05 02)

Allocated 115.7 c

Program implementer

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

Program description

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ბენეფიციარებზე სესხების (ან ლიზინგის) გაცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ...

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ბენეფიციარებზე სესხების (ან ლიზინგის) გაცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მიერ ამ სესხების (ლიზინგის) საპროცენტო სარგებელის თანადაფინანსების და ზოგ შემთხვევაში, მონაწილეობის მიიღება როგორც სესხების უზრუნველყოფაში, ასევე უზრუნველყოფის სახით წარდგენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაში. პროექტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი; სესხის (ლიზინგის) მიზნობრიობაა სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება.

სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის გაფართოება, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გაფართოება, სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის საბანკო კრედიტების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიზინგით გაცემის ფორმის განვითარება, დარგში საბანკო სექტორის მონაწილეობის გაფართოება;
·         პროექტის განხორცილებით გაზრდილია სოფლის მეურნეობის დარგში იაფ საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რის შედეგადაც გაფართოვდა პირველადი წარმოება. გაიხსნა ახალი და გადაიარაღდა არსებული საწარმოები. პროექტში მონაწილეობას იღებს 10 ბანკი. წლის განმავლობაში შემუშავდა და ამოქმედდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიზინგით გაცემის ქვეპომპონენტი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2014-2017 წლებში შეიქმნა 160 ახალი და 750 არსებული საწარმო გადაიარაღდა; პროექტში მონაწილეობა მიიღო 12 ბანკმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსდება 70-მდე ახალი ან არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება/მოდერნიზება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი ·         2014-2017 წლებში შეიქმნა 137 ახალი და 845 არსებული საწარმო გადაიარაღდა/გაფართოვდა; პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-მა ბანკმა. მიზნობრივი მაჩვენებელი ·         2018 წლის განმავლობაში დაფინანსდება 70-მდე ახალი ან არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება/მოდერნიზება. ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული პროგრამის 2018 წლის „მიზნობრივი მაჩვენებლები“ იგივეა. მიღწეული მაჩვენებელი ·         გაცემულია 4 სესხი 357.4 ათასი აშშ დოლარი და 4 145 სესხი 271 395.5 ათასი ლარი. საანგარიშო პერიოდში პროექტის ფარგლებში შეიქმნა 8 ახალი და გადაიარაღდა 66 საწარმო. სულ პროექტის დაწყებიდან შექმნილია 145 ახალი და გადაიარაღებული/მოდერნიზებულია 911 საწარმო. ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: საანგარიშო პერიოდში, გაიხსნა და გადაიარაღდა/გაფართოვა/მოდერნიზდა 74 ახალი და უკვე არსებული საწარმო, რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 60 160.0 ათასი ლარი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022