საქართველოს დროშით მცურავი საშუალებებისა და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების/უშიშროების უზრუნველყოფა; ...
საქართველოს დროშით მცურავი საშუალებებისა და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოების/უშიშროების უზრუნველყოფა; საერთაშორისო დონეზე მეზღვაურთა საკუთარი ცნობადობის გაზრდისა და საზღვაო სფეროს ინოვაციების გაცნობის მიზნით, საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენცია POSIDONIA 2018 -ში მონაწილეობის მიღება. საქართველოს საზღვაო სახელმწიფოს იმიჯის ამაღლების მიზნით GIMF საქართველოს პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ჩატარება, რომელიც წარმოაჩენს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველომ განახორციელა საზღვაო დარგში; ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) აუდიტის წარმატებით გავლა, მეზღვაურთა კვალიფიკაციის/კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების შენარჩუნება; საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის მოდიფიკაცია; საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ეფექტური ჩატარება; მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირება; საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება; 0%-იანი დაკავების კოეფიციენტის მიღწევა ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე; გემების მოძრაობის მომსახურებისა და VTS ცენტრების გადაიარაღება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნავთობის ავარიულად დაღვრის დროს დაღვრაზე დაკვირვება, დაღვრილი მასის შეგროვება და შესაბამის ადგილზე გადატვირთვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022