Find program results

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა (32 03 01)

Allocated 75.2 c

Program implementer

პროფესიული კოლეჯები; სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი

Program description

პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ...

პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა; პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის განვითარებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდაჭერა; პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტაცია; პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის ამოქმედებითა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ჩარჩოს დანერგვის გზით; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დუალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა; პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კოლეჯების რეგიონული ქსელის გაფართოება, ასევე ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობა და საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერა; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისათვის საორიენტაციო-პროფესიულ კურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სასწავლო გარემოს და სამეწარმეო განათლების განვითარება; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების გაძლიერება (მათ შორი,ს შშმ და სსსმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით), როგორიცაა: ხარისხიანი კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის სისტემის უზრუნველყოფა; სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა; მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერა და სხვ.

გაზრდილია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა; გაზრდილია კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავებულია პროფესიული განათლების ახალი ბრენდი; უზრუნველყოფილია მოდულური (დამსაქმებლების მონაწილეობით შექმნილი) საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერა და სისტემაში არსებული საგნობრივი პროგრამების სრულად ჩანაცვლება მოდულური პროგრამებით; შემუშავებულია პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რაც უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის გაუმჯობესებას და დიფერენცირებულ ანაზღაურებას, მათი გამოცდილების, პროფესიული განვითარებისა და დატვირთვის შესაბამისად; გაზრდილია სისტემაში დანერგილი დუალური საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა; გაზრდილია იმ პროგრამების რაოდენობა, რომლებიც ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით; ; გაზრდილია საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ რეგიონულ დაფარვას.; გაუმჯობესებულია პროფესიულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სამეწარმეო უნარები. გაზრდილია დასაქმებისა და თვითდასაქმები/სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მაჩვენებელი კურსდამთავრებულთა შორის;ჩამოყალიბებულია მოქნილი პროფესიული განათლების სისტემა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია სრული ზოგადი განათლების დაუფლება, ზრდასრულთა სწავლება - მომზადება-გადამზადება, პარალელურად უსდ-ში სწავლა და მოქნილი გრაფიკით სარგებლობა, სპეციალური ხელშეწყობა და სერვისები სსსმ და შშმ პირებისათვის, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის და სხვ.
·           სტაბილური სასწავლო პროცესის შენარჩუნების და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, საჭოების შესაბამისად პროგრამული/მიზნობრივი პროგრამული დაფინანსებით უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი/პროფესიული და პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები; ·           გაუმჯობესებულია პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; ·           საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავებულია პროფესიული განათლების ახალი ბრენდი და საკომუნიკაციო სტრატეგია; ·           უზრუნველყოფილია მოდულური (დამსაქმებლების მონაწილეობით შექმნილი) საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერა და სისტემაში დანერგილი პროგრამების 70% არის მოდულურია;
1 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა აღწევს 12 000-ს; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით ბენეფიციარების რაოდენობა გაზრდილია მინიმუმ 10%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ნაკლები დაინტერესება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით 2 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემის დანერგვა იწყება 2018 წლიდან; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულია მასწავლებელთა 20%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ახალი სისტემის პილოტირების/დანერგვის არასაკმარისი მხარდაჭერა (ინსტიტუციური, სამართლებრივი ბაზა და სხვ.) 3 საბაზისო მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი აჭარბებს 56%-ს; მიზნობრივი მაჩვენებელი - კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი აჭარბებს 57%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0,5%; შესაძლო რისკები - პროფესიული კოლეჯების დონეზე სტუდენტთა დასაქმების არასაკმარისი მხარდაჭერა. ბიზნეს სექტორის განვითარების შეფერხება/სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირება 4 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული 23 პროფესიული სასწავლებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებითი ლოკაციები შექმნილია მინიმუმ 2 მუნიციპალიტეტში; შესაძლო რისკები - კერძო სექტორის ნაკლები ინტერესი; არასაკმარისი რესურსები 5 საბაზისო მაჩვენებელი - ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისათვის ხორციელდება ერთი სახის პროგრამა/პროგრამები; მიზნობრივი მაჩვენებელი - სისტემაში დაწყებულია ზრდასრულთა პროფესიული განათლების/მომზადება-გადამზადების პროგრამების დანერგვა; განხორციელდებულია პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირება, ჩამოყალიბებულია საბოლოო მიდგომა და მომზადებულია მისი სისტემურად დანერგვის საფუძველი; შესაძლო რისკები - პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის მომზადების ს შეფერხება; კერძო სექტორის არასაკმარისი ჩართულობა 6 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულია 300-მდე შშმ/სსსმ პირი და 900-მდე დევნილი პირი; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიულ განათლებაში ჩართული შშმ/სსსმ პირების რაოდენობა გაზრდილია 5%-ით საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით; პროფესიულ განათლებაში ჩართული დევნილი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია 5%-ით საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა ნაკლები ინტერესი, ან არაინფორმირებულობა; არასაკმარისი სერვისები, ან ამ სერვისების არასათანადო ხარისხი და ხელმისაწვდომობა 7 საბაზისო მაჩვენებელი - 10 სკოლის 80-მდე მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია საორიენტაციო-პროფესიული კურსები (საპილოტე რეჟიმში); მიზნობრივი მაჩვენებელი - საორიენტაციო-პროფესიული კურსები ხორციელდება მინიმუმ 100 სკოლის მოსწავლეებისათვის; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სკოლების ნაკლები ინტერესი პროგრამაში ჩასართავად; არასაკმარისი რესურსები (ადამიანური, ფინანსური, ინფრასტრუქტურული)
1.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა აღწევს 12 000-ს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით ბენეფიციარების რაოდენობა გაზრდილია მინიმუმ 10%-ით; 2018 წელს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული (სოფლად მცხოვრები) სტუდენტების რაოდენობა 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზრდება სულ მცირე 2%-ით (სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი). მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ პროგრამებზე საანგარიშო პერიოდში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა - 7 267. მათ შორის სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელის თანახმად, სოფლად ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 4,480, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან (4,754 სტუდენტი) შედარებით ნაკლებია, 2018 წელს პროფესიულ სტუდენტთა ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ვაუჩერულ დაფინანსებაზე მიიმართა 5.7 მლნ ლარი. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემის დანერგვა იწყება 2018 წლიდან; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულია მასწავლებელთა 20%; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სისტემის შესაქმნელად მიმდინარეობდა მუშაობა რეგულირების დოკუმენტებზე (პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითრებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები, პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი). 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი აჭარბებს 56%-ს; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი აჭარბებს 57%; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევის თანახმად, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 60%-ს. 3.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული 23 პროფესიული სასწავლებელი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი დამატებითი ლოკაციები შექმნილია მინიმუმ 2 მუნიციპალიტეტში; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი სტუდენტები პირველად მიიღო ხობის (სამეგრელო) მუნიციპალიტეტში არსებულმა ლოკაციამ. ასევე, საჯარო კერძო პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სს ,,M² უძრავიქონება“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაფუძნებულია ა(ა)იპ - სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2", სადაც დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისათვის ხორციელდება ერთი სახის პროგრამა/პროგრამები; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი სისტემაში დაწყებულია ზრდასრულთა პროფესიული განათლების/მომზადება-გადამზადების პროგრამების დანერგვა; განხორციელდებულია პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირება, ჩამოყალიბებულია საბოლოო მიდგომა და მომზადებულია მისი სისტემურად დანერგვის საფუძველი; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი ძალაში შევიდა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის ახალი რედაქცია, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების კომპონენტის დანერგვას, ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარებას. შემუშავებულია ზრდასრულთა პროფესიული განათლების/მომზადება-გადამზადების მოდელი. განხორციელდა პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების ინტეგრირების პილოტირების საბოლოო მონიტორინგი, რომლის გათვალისწინებითაც ჩამოყალიბებულია საბოლოო მიდგომა და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები მისი სისტემურად დანერგვის მიზნით. 5.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულია 300-მდე შშმ/სსსმ პირი და 900-მდე დევნილი პირი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში ჩართული შშმ/სსსმ პირების რაოდენობა გაზრდილია 5%-ით საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით; პროფესიულ განათლებაში ჩართული დევნილი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია 5%-ით საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული იყო 350 შშმ/სსსმ პირი და 1508 დევნილი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022