სახელმწიფო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მოქალაქეებისათვის ელექტრონული სერვისების და მონაცემთა გაცვლის ეფექტიანად და უსაფრთხოდ უზრუნველყოფა ერთი ფანჯრის პრინციპით; ...
სახელმწიფო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მოქალაქეებისათვის ელექტრონული სერვისების და მონაცემთა გაცვლის ეფექტიანად და უსაფრთხოდ უზრუნველყოფა ერთი ფანჯრის პრინციპით; ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება, ინფორმაციული უსაფრთხოების შეღწევადობის (მდგრადობის) ტესტირება, კომპიუტერული ინციდენტების აღმოჩენაზე გამიზნული ქსელური სენსორის დაყენება და მართვა, კიბერუსაფრთხოების საკითხების რეგულირება, ინციდენტებზე დახმარების ეროვნული ჯგუფის მიერ კომპიუტერული ინციდენტების გამოვლენა, პრევენცია და შედეგების მართვა; მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის გამოყენება, რომლის შემადგენელი კომპონენტებია სამი სახის აპარატურულ-პროგრამული მიმართულება/ინსტრუმენტი: „საქართველოს სამთავრობო კარიბჭე“ - ელექტრონული სერვისების მეშვეობით უსაფრთხო გარემოში სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცვლა, „მოქალაქის პორტალი“ - სახელმწიფო და ბიზნესსექტორის მიერ რეალიზებულ სხვადასხვა სახის ელექტრონულ სერვისზე ყველა დაინტერესებული პირის უსაფრთხოდ წვდომა ერთი ფანჯრის პრინციპით და „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი სისტემა“ - ინტეგრირებული საკონტეინერო გადაზიდვები, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ეტაპობრივად დამატება. ეროვნული სისტემის ინტეგრაცია მსგავსი პროფილის საერთაშორისო სისტემებთან; ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის − „რეესტრთა რეესტრის პორტალის“, ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა; რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტების დადგენისა და შესრულების კოორდინაცია; რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, პირველადი მხარდაჭერის ქსელის აწყობა და სახელმწიფო დაწესებულებების ტრენინგმოდულებით მხარდაჭერა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022