სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან და ბიზნეს-გაერთანებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მჭიდრო თანამშრომლობა; ...
სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან და ბიზნეს-გაერთანებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მჭიდრო თანამშრომლობა; ბიზნეს-ფორუმების, კონფერენციების, გამოფენებისა და ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება ქართული და უცხოური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით და აგრეთვე, ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა და როუდშოუების ორგანიზება; ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარების ხელშეწყობა და აგრეთვე, ქართული კომპანიების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარების, რეგიონულ/საერთაშორისო ვაჭრობის და ეკონომიკაში ინტეგრაციისა და აგრეთვე, რეგიონულ/საერთაშორისო ფინანსურ, ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით; ორმხრივი ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა; საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარდგენის, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენლობების გააქტიურება; საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და შრომის ბაზრის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა; მეწარმე სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებით, არსებული სერვისების გაუმჯობესება/ახალი სერვისების შემუშავება და პალატის ვებ-გვერდის მეშვეობით ელექტრონული სერვისების დანერგვა; მეწარმე სუბიექტების ბიზნეს-კატალოგის შექმნა; ევროკავშირში ექსპორტით დაინტერესებული მეწარმე სუბიექტებისათვის ტრენინგების ჩატარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით; საქართველოს ბიზნეს სუბიექტების ინტერესების დაცვისა და მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობა კომისიების, ინვესტორთა საბჭოს, დავების საბჭოსა და სამინისტროებთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობაში მონაწილეობა; რეგიონული პალატების ქსელის გაფართოვება, რეგიონულ მცირე და საშუალო მეწარმეებთან თანამშრომლობისა და მათთვის პალატის სერვისების მიწოდების მიზნით; „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე დაფუძნებული DCFTA საინფორმაციო ცენტრის ქსელის გაფართოვება რეგიონებში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობადობის გაზრდა DCFTA შეთანხმებით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და აგრეთვე, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტაციის ხელშეწყობა; საქართველოს რეგიონების ბიზნეს-კომპანიებთან შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების, ფორუმებისა და პრეზენტაციების გამართვა და ასევე, კონსულტაციების გაწევა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და პრობლემატური საკითხების გაცნობის მიზნით; კომერციული და საინვესტიციო ხასიათის საერთაშორისო დავების განხილვის მიზნით საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის განვითარება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022