Find program results

დანერგე მომავალი (31 05 04)

Allocated 119.5 c

Program implementer

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

Program description

სანერგე მეურნეობების განვითარების და ინტენსიური ბაღების გაშენების ხელშეწყობა; ...

სანერგე მეურნეობების განვითარების და ინტენსიური ბაღების გაშენების ხელშეწყობა; მრვალწლიანი კულტურების გაშენების (ბაღების) კომპონენტი: შესაძენი ნერგების ღირებულების 70% და წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-მონტაჟის ღირებულების 50%-ს დაფინანსება, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ერთ ბენეფიციარზე; სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის: სანერგე მეურნეობის მოწყობის პროექტის (ბიზნეს-გეგმა) ღირებულების 50%-ის დაფინანსება, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარის ერთ ბენეფიციარზე.

ხილის მოსავლის ზრდა; გადამამუშავებელი მრეწველობის სანედლეულო ბაზის ზრდა; სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
·         მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენდა ინტენსიური და ნახევრადინტენსიური ბაღები, შეიქმნა სანერგე მეურნეობები, რაც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. გაშენებული ბაღებიდან შემდგომ წლებში მიღებული მოსავლით მნიშვნელოვნად გაიზრდება ხილის წარმოება და გადამამუშავებელი მრეწველობის სანედლეულო ბაზა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 241 ბენეფიციარი 1 438 ჰა ზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - 1000 ჰექტრამდე მრავალწიანი კულტურის თანამედროვე ტიპის ახალი, ინტენსიური და ნახევრადინტენსიური ბაღები. სავარაუდოდ 5 ახალი სანერგე მეურნეობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%- 20%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი ·         2015-2017 წლებში ბაღების საერთო ფართობი შეადგენს 4,294 ჰა-ს (საიდანაც უკვე გაშენებულია დაახლოებით 3,592 ჰა); სანერგე მეურნეობის ფართობი შეადგენს 4 ჰა. მიზნობრივი მაჩვენებელი ·         გაშენდება / დაკონტრაქტდება დამატებით 1 500 ჰა-მდე ახალი ბაღი და 1 სანერგე მეურნეობა; ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: 2018 წელს გაშენდება/დაკონტრაქტდება 1,200 ჰა ახალი ბაღი. მიღწეული მაჩვენებელი ·         საანგარიშო პერიოდში დამტკიცებულია 2 053 ჰა-ზე გასაშენებელი 302 ბაღის პროექტი, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრა 11 923.2 ათასი ლარით. რაც შეეხება სანერგეებს, სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით (2018 წელს ბენეფიციარების მხრიდან მოთხოვნა არ იყო) ვერ განხორციელდა ვერცერთი პროექტის დაფინანსება. სულ 2015-2018 დამტკიცდა 995 განაცხადი საიდანაც 2 სანერგე მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში. ბაღების საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 6 347 ჰა-ს (საიდანაც უკვე გაშენებულია 5 955 ჰა), თანადაფინანსების ოდენობა 34 175.6 ათას ლარს. სანერგე მეურნეობის ფართობი შეადგენს 4 ჰა, თანადაფინანსება 85.5 ათას ლარს. ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული პროგრამის 2018 წლის „მიღწეული მაჩვენებლები“ იგივეა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022