Find program results

ინფრასტრუქტურის განვითარება (29 05)

Allocated 77.6 c

Program implementer

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

Program description

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეების უზრუნველყოფა გამართული და სათანადოდ აღჭურვილი ინფრასტრუქტურით; ...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეების უზრუნველყოფა გამართული და სათანადოდ აღჭურვილი ინფრასტრუქტურით; თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის (საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, საწვრთნელი ინფრასტრუქტურა, კვების ობიექტები, საცხოვრებელი ბინები, საინჟინრო კომუნიკაციები, საპარკო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, სასაწყობო მეურნეობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა) შენარჩუნება და განვითარება.

შეიარაღებული ძალების განვითარებული და აღდგენილი საყოფაცხოვრებო, სასაწყობო, საწვრთნელი და საპარკო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა; თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი კორპუსები და სახლები; გაუმჯობესებული კვებითი ობიექტები, გამართული წყლის რეზერვუარები და რეაბილიტირებული საკანალიზაციო სისტემები. სათანადოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული კომუნიკაციები და საინჟინრო ნაგებობები.
დამთავრდა GDRP-ის სამხედრო ბაზის მშენებლობა, რითაც შესაძლებელი გახდა ქვედანაყოფების მომზადების დაწყება; დამთავრდა რეზერვისტთა სამხედრო ბაზების პირველი ეტაპის რეაბილიტაცია, რითაც შესაძლებელი გახდა რეზერვისტთა პირველი ასეულების მიღება და საბრძოლო მომზადების ჩატარება; დამთავრდა საქართველო-საფრანგეთის კონტრაქტით გათვალისწინებული სამხედრო ბაზის მშენებლობა; გაუმჯობესდა სხვადასხვა ქვედანაყოფში საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ინფრასტრუქტურის არსებული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021 წლის ინფრასტრუქტურის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 16.5%; შესაძლო რისკები - წლიური გეგმების შემდგომ წლებზე გადავადება, დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილობრივ შესრულება
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ინფრასტრუქტურის არსებული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი 2018 წლის ინფრასტრუქტურის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022