Find program results

გამოცდების ორგანიზება (32 04 01)

Allocated 97.4 c

Program implementer

სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

Program description

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ხელშეწყობა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და მასწავლებლის გამოცდების ჩატარება; ...

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ხელშეწყობა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და მასწავლებლის გამოცდების ჩატარება; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარება, რომელიც გულისხმობს გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტისათვის, საგრანტო კონკურსის შედეგად მეტი ოდენობის გრანტის მოპოვების ხელშეწყობას; საერთაშორისო კვლევების (შეფასებების) განხორციელების უზრუნველყოფა; მოსწავლეთა და სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების უზრუნველყოფა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარება; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება; საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარება; პროფესიული ტესტირების ჩატარება; მასწავლებლის საგნის გამოცდების ჩატარება; საერთაშორისო კვლევების (შეფასებების) განხორციელების უზრუნველყოფა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
·           გამოვლინენ პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა და მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტი - ატესტატი; ·           აბიტურიენტთა აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტისა და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, აბიტურიენტებმა მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სწავლის გაგრძელების უფლება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ·           გამოვლინდა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებმაც მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს საგრანტო დაფინანსება, ასევე გამოვლენილია მაგისტრანტობის კანდიდატები; ·           გამოვლინდნენ მასწავლებლები, რომლებმაც დასძლიეს მასწავლებლის საგნის გამოცდა; ·           აპლიკანტებმა მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე; ·           ჩატარდა PISA-ს ძირითადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 323 სკოლის 7901 მოსწავლე. გამოქვეყნდა TIMSS 2015-ის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ნაწილების ეროვნული ანგარიშები, ჩატარდა TALIS ძირითადი კვლევა, კვლევაში მონაწილეობდა 328 სკოლის 5 129 მოსწავლე. სახელმწიფო შეფასების (მათემატიკა) ფარგლებში ჩატარდა ძირითადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 226 სკოლის 3 438 მოსწავლემ; ·           საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მე - 9 კლასის სახელმწიფო შეფასებების ფარგლებში მომზადდა და გაიწმინდა ბაზები, გაკეთდა დავალებების ფსიქომეტრული და სტატისტიკური ანალიზები, ჩატარდა სტანდარტების დადგენის პროცედურა და ექსპერტულად დადგინდა მიღწევის საფეხურები, დასრულდა საბუნებისმეტყველო მიმართულებით სახელმწიფო შეფასებების ეროვნულ ანგარიშებზე მუშაობა, მომზადებულია ქართული, როგორც მეორე ენის ეროვნული ანგარიშის სამუშაო ვერსია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სხადასხვა გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა, გამოცდებზე გამოცხადებული აპლიკანტების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა საგამოცდო სერვისით, აპლიკანტების რაოდენობა, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოცდაზე დარეგისტრირებული და გამოცდაზე გამოცხადებულ აპლიკანტთა სრული დაფარვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მინიმალური ცდომილების ალბათობა, ვინაიდან დაგროვებულია სისტემების შემუშავების გამოცდილება და სისტემების განვითარების პროცესში ჩართულნი არიან კვალიფიციური სპეციალისტები; შესაძლო რისკები - გამოცდაზე დარეგისტრირებულთა და გამოცდაზე გამოცხადებულ პირთა სხვაობა
1.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სხადასხვა გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა, გამოცდებზე გამოცხადებული აპლიკანტების რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა საგამოცდო სერვისით, აპლიკანტების რაოდენობა, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი გამოცდაზე დარეგისტრირებული და გამოცდაზე გამოცხადებულ აპლიკანტთა სრული დაფარვა; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი ·         მე-12 კლასის გამოცდებზე დარეგისტრირდა 49 248 მოსწავლე, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 47 669 - მა, წარმატებით დაძლია - 35 995 მოსწავლემ; ·         მე-11 კლასის გამოცდებზე დარეგისტრირდა 39 210 მოსწავლე, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 38 546 -მა, წარმატებით დაძლია - 32 021 მოსწავლემ; ·         ერთიანი ეროვნული გამოცდებზე დარეგისტრირდა 40 405 აბიტურიენტი, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 36 497 აბიტურიენტმა და სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 27 907 - მა, სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 6 730 - მა; ·         საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირდა 12 350 სტუდენტი, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 10 864 - მა, სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 7 655 - მა, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტი მოიპოვა 893 - მა; ·         მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე დარეგისტრირდა 20 812 მასწავლებელი, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 15 367 - მა; ·         სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 4 539 სტუდენტი, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 3 575 სტუდენტმა, გრანტი მოიპოვა/გაიუმჯობესა 297-მა სტუდენტმა; ·         პროფესიულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 17 597 აპლიკანტი, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 11 990-მა, სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 7 835 - მა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022