Find program results

სახელმწიფო ქონების მართვა (24 06)

Allocated 118.5 c

Program implementer

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

Program description

სახელმწიფო ქონების მართვა და ადმინისტრირება; ...

სახელმწიფო ქონების მართვა და ადმინისტრირება; „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის უძრავი ქონების კომპონენტის განხორციელება; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მართვის ეფექტური სისტემების ჩამოყალიბება (დოკუმენტური არქივის ელექტრონიზაცია და სისტემატიზაცია) და ასევე, სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით „სოფლიდან გაუსვლელად“ პროექტის განხორციელება; სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტის განხორციელება და სახელმწიფო ქონების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა; გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვისა და მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვის უზრუნველყოფა; მთის კურორტებზე საბაგიროებისა და სასრიალო ტრასების მშენებლობა და ასევე, მათი ინფრასტრუქტურის განვითარება; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გაფართოება; გურიის რეგიონში მდებარე ბლექსი - არენის ტურისტულად საინტერესო ცენტრად ჩამოყალიბების, ადგილობრივი ბიზნესის და აღნიშნულ რეგიონში მეტი დამსვენებლის მოზიდვის ხელშეწყობა; ბიზნეს-სერვისების განვითარება და ხელშეწყობა.

კლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოები და მათი ეფექტური მართვის/განკარგვის შემუშავებული სწორი სტრატეგია და მისი განხორციელება. გაყიდული საპრივატიზებო ობიექტები და მოზიდული ინვესტიციები; საქართველოს სათხილამურო კურორტების განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც განაპირობებს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოზიდვას; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებული სამგზავრო ტერმინალი (არსებულთან შედარებით 2,5-ჯერ) და მგზავრთნაკადის/ავიარეისების გაზრდილი რაოდენობა; ქვეყნის ამაღლებული ცნობადობა, განვითარებული რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლები; ფუნქციონირებს „ბიზნეს-სახლი", რომელიც იძლევა ერთ სივრცეში 600-ზე მეტი სერვისის გაწევის საშუალებას.
·         შემცირდა სახელმწიფო უმოქმედო/არამომგებიანი საწარმოთა რაოდენობა 23 ერთეულით; ·         გამოცხადებული 1 350 აუქციონიდან, პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემულ იქნა 723 ობიექტი და გაყიდული/გადაცემული ქონების მოსალოდნელმა ინვესტიციებმა შეადგინა 56.9 მლნ ლარი; ·         სახელმწიფო პრივატიზების გეგმა შესრულდა 151.6%-ით; ·         უზრუნველყოფილია კობი-გუდაურის საზვავე უბნებზე უწყვეტი მონიტორინგი და პროგნოზირება და შემცირებულია მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები; ·         თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის არეალი დაგეგმილია და დაპროექტირებულია; ·         ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გაფართოების პროექტის ფარგლებში პრაქტიკულად დასრულებულია მზიდი კონსტრუქციების მშენებლობა და დაწყებულია ფასადის და სახურავის მოწყობის სამუშაოები. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება იგეგმება 2019 წლის ბოლოს, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება ტერმინალის აღჭურვა სპეცტექნიკით და არსებული ტერმინალის შენობის რეკონსტრუქცია და მიერთება ახალი ტერმინალის შენობასთან. სრულად გაერთიანებული და გაფართოებული სახით აეროპორტის ოპერირების დაწყება იგეგმება 2020 წლის პირველ ნახევარში; ·         ქვეყნის ამაღლებული ცნობადობის შედეგად, ქუთაისის აეროპორტში გაზრდილია მგზავრთნაკადი 2017 წელთან შედარებით 52,34 %-ით (შეადგინა 617 000 მგზავრი), რისი საფუძველიც არის ავიარეისების მიმართულებების და სიხშირეების ზრდა. 2018 წელს ქუთაისის აეროპორტში დაემატა ავიაკომპანია Wizzair-ის მეორე ბაზირებული ხომალდი და 8 ახალი პირდაპირი მიმართულება, ხოლო 2019 წელს დაემატება მესამე ბაზირებული ხომალდი და ეტაპობრივად - კიდევ 8 ახალი პირდაპირი მიმართულება. აღნიშნულის შედეგად ვითარდება ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი რეგიონში და აგრეთვე, იზრდება პირდაპირი/არაპირდაპირი სამუშაო ადგილების რიცხვი; ·         ბიზნეს სახლის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა კონცეპტუალური დიზაინი, დასრულდა საინჟინრო-საპროექტო სამუშოები, სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მიყვანილია საჭირო კომუნიკაციები და დასრულდა ე.წ. „მიწის სამუშაოები“.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 74,9 მლნ. ლარი - წლიური გეგმა შესრულდა 99.8%-ით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - პრივატიზების გეგმის შესრულება 100%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-20 %; შესაძლო რისკები - 2018-2021წწ - საპრივატიზებო ვალდებულების შეუსრულებლობა/არაკეთილსინდისიერი შესრულება 2 საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მართვაშია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 135 საწარმო; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - საწარმოთა ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შედეგად სახელმწიფოს მართვაში იქნება მხოლოდ სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები (დაახლოებით 60 საწარმო); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-20%; შესაძლო რისკები - 2018-2021წწ - საწარმოს კაპიტალში არსებული ხარვეზები; საწარმოთა გაკოტრების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები, პარტნიორებთან წარმოქმნილი სირთულეები
1. საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 74,9 მლნ. ლარი - წლიური გეგმა შესრულდა 99.8%-ით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - პრივატიზების გეგმის შესრულება 100%-ით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 88.7 მლნ ლარი (2018 წ. პრივატიზების გეგმა - 58.5 მლნ.ლარი). წლიური გეგმა შესრულდა 151.6 %-ით (2017 წ. სახელმწიფო ბიუჯეტში შესულია 64.6 მლნ ლარი - წლიური გეგმა შესრულდა 107,7 %-ით). 2. საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მართვაშია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 135 საწარმო; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - საწარმოთა ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შედეგად სახელმწიფოს მართვაში იქნება მხოლოდ სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები (დაახლოებით 60 საწარმო); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წლის ბოლოს სააგენტოს მართვაში იმყოფებოდა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 123 საწარმო. 2018 წელს შემცირებულია სახელმწიფო უმოქმედო/არამომგებიანი საწარმოთა რაოდენობა 23 ერთეულით (გაკოტრებით დასრულდა 9 საწარმოს საქმისწარმოება, გასხვისებულია 2 საწარმო, შერწყმულია 10 საწარმო და მართვის უფლებით გადაცემულია 2 საწარმო; სახელმწიფო ბიუჯეტში მოზიდულია 88.7 მლნ ლარი).

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022