Find program results

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (35 03 02 09)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

Program description

ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შემდეგი სერვისების დაფინანსება: ანტენატალური მეთვალყურეობა, გენეტიკური პათოლოგიების ...

ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შემდეგი სერვისების დაფინანსება: ანტენატალური მეთვალყურეობა, გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა, ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის სკრინინგი, ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე; ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა.

დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება; ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება; ანტენატალური ვიზიტით მოცვის გაზრდა; საჭირო მედიკამენტებით ორსულთა უზრუნველყოფის მოცვის გაზრდა.
·   დედათა სიკვდილობის მაჩვენებლი 2015 წელთან შედარებით (32) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა (13.1-2017 წელი) ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაფიქსირდა ორსულთა ვიზიტების 181.2 ათასამდე შემთხვევა; ·   ორსულებისათვის უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავის და საჭიროების შემთხვევაში ანემიის საწინააღმდეგო მედიკამენტის, ხოლო 6 - 23 თვის ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის - მრავალკომპონენტიანი საკვები დანამატის მიწოდება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 4 სრული ანტენატალური ვიზიტი - 44071; წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე 8.6; მიზნობრივი მაჩვენებელი - სრული ანტენატალური ვიზიტით მოცვის მაჩვენებელის ზრდა 10%; ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება 1.5%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - არასრულად განხორციელებული ვიზიტები 2 საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა 4.5 ათასზე მეტი ორსულის სკრინინგული გამოკვლევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - რისკ ჯგუფის ორსულთა 70% ჩაუტარდა სკრინინგული კვლევა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - ჰიპერდიაგნოსტიკა (პაციენტში დაავადების ან მისი გართულების მცდარი დადგენა) 3 საბაზისო მაჩვენებელი - ანტენატალურ მომსახურების ბენეფიციარ ორსულ ქალთა 93%-ს ჩატარებული აქვს სკრინინგი B და C ჰეპატიტზე, სიფილისზე და აივ ინფექცია/შიდსზე; დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია/შიდსის გადაცემის მაჩვენებელი 1.7%; დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის მაჩვენებელი 0.5 %-ზე ნაკლებია; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლის სკრინინგული კვლევის მაჩენებელი შენარჩუნებულია ან ზრდადია; დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია/შიდსის გადაცემის მაჩვენებელი 0.5%-ზე ნაკლებია; დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის მაჩვენებელი 0.5%-ზე ნაკლებია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - ორსულ ქალთა ცნობიერების დონე, ანტენატალური მეთვალყურეობის საჭიროების შესახებ; ინფექციების დიაგნოსტირების შემთხვევაში გარკვეულ ინფექციებზე (სიფილისი, C ჰეპატიტი) მკურნალობის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ან არაეფექტურობა. ტესტ სისტემების მომწოდებელი კომპანიის (ტენდერში გამარჯვებული) მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება (მაგ.: დაგვიანება ტესტ სისტემების მოწოდებაში და ა.შ) 4 საბაზისო მაჩვენებელი - ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში გამოკვლეული იქნა 55.9 ათასზე მეტი ახალშობილი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სკრინინგული კვლევით მოცვის ზრდა 10%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - მუკოვისციდოზის სკრინინგზე გეოგრაფიულად არათანაბარი ხელმისაწვდომობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა ქ. თბილისის სამშობიარო სახლებში ჩაუტარდა 23.0 ათასზე მეტ ახალშობილს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სკრინინგული კვლევით მოცვა საქართველოს მასშტაბით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2-10%; შესაძლო რისკები - საქართველოს რეგიონებში ახალშობილთა სმენის სკრინინგის შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და კვალიფიციური ადამიანური რესურსების სიმწირე 6 საბაზისო მაჩვენებელი - მედიკამენტებით უზრუნველყოფა-რკინის პრეპარატების მიმღებთა რაოდენობა- 1003; ფოლიუმის მჟავას მიმღებთა რაოდენობა -12 739; საკვები დანამატების მიმღები 6-23 თვის სოციალურად დაუცველი ბავშვი - 778; მიზნობრივი მაჩვენებელი - ანტენატალური სერვისის მიმღებ ორსულთა 100% უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით; რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის მქონე ორსულთა 80% უზრუნველყოფილია რკინის პრეპარატით. სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვების 100% უზრუნველყოფილია მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - სერვისის მისაღებად ტექნიკური ბარიერების არსებობა; მიზნობრივი კონტინგენტის/მათი (ბავშვები) კანონიერი წარმომადგენლების ცნობიერების დაბალი დონე
1. საბაზისო მაჩვენებელი - 4 სრული ანტენატალური ვიზიტი - 44071; წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე 8.6; მიზნობრივი მაჩვენებელი - სრული ანტენატალური ვიზიტით მოცვის მაჩვენებელის ზრდა 10%; ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება 1.5%; მიღწეული მაჩვენებელი - სრული ანტენატალური ვიზიტით მოცვის მაჩვენებელი- 46 920 (2017 წელი); 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცხლადშობილზე -9.6 (2017 წელი), 9.0 (2016 წელი); 2. საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა 4.5 ათასზე მეტი ორსულის სკრინინგული გამოკვლევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - რისკ ჯგუფის ორსულთა 70% ჩაუტარდა სკრინინგული კვლევა; მიღწეული მაჩვენებელი - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდა 41687 ორსულს, ამავე საანგარიშგებო პერიოდში, კერძო ვიზიტის ფარგლებში სკრინინგი ჩაუტარდა 4585 ბენეფიციარს. აღნიშნული მონაცემებით, სულ სკრინინგი გაიარა 46272 ორსულმა. საანგარიშგებო პერიოდში იმ ორსულთა რაოდენობა, ვინც თუნდაც 1 ვიზიტი მაინც განახორციელა შეადგენს 51324 ორსულს, შესაბამისად სკრინინგებით მოცული ორსულების რაოდენობა შეადგენს - 90%-ს; 3. საბაზისო მაჩვენებელი - ანტენატალურ მომსახურების ბენეფიციარ ორსულ ქალთა 93%-ს ჩატარებული აქვს სკრინინგი B და C ჰეპატიტზე, სიფილისზე და აივ ინფექცია/შიდსზე; დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია/შიდსის გადაცემის მაჩვენებელი 1.7%; დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის მაჩვენებელი 0.5 %-ზე ნაკლებია; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლის სკრინინგული კვლევის მაჩენებელი შენარჩუნებულია ან ზრდადია; დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია/შიდსის გადაცემის მაჩვენებელი 0.5%-ზე ნაკლებია; დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის მაჩვენებელი 0.5%-ზე ნაკლებია; მიღწეული მაჩვენებელი - დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია/შიდსის გადაცემის მაჩვენებელი -0,5% (2017); დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის მაჩვენებელი - 0% (2017); 4. საბაზისო მაჩვენებელი - ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში გამოკვლეული იქნა 55.9 ათასზე მეტი ახალშობილი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სკრინინგული კვლევით მოცვის ზრდა 10%; მიღწეული მაჩვენებელი - ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში გამოკვლეული იქნა 49.8 ათასზე მეტი ახალშობილი. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: კომპონენტის ფარგლებში გამოკვლეული ახალშობილების რაოდენობა დამოკიდებულია დაბადებული ახალშობილების რაოდენობაზე, რაც 2018 წელს წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით დაახლოებით 50.0 ათასს შეადგენს; 5. საბაზისო მაჩვენებელი - ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა ქ. თბილისის სამშობიარო სახლებში ჩაუტარდა 23.0 ათასზე მეტ ახალშობილს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სკრინინგული კვლევით მოცვა საქართველოს მასშტაბით; მიღწეული მაჩვენებელი - ქვეყნის მაშტაბით სამშობიარო სახლებში დაბადებული ყველა ახალშობილი მოცულია სმენის პირველადი სკრინინგით; 6. საბაზისო მაჩვენებელი - მედიკამენტებით უზრუნველყოფა-რკინის პრეპარატების მიმღებთა რაოდენობა- 1003; ფოლიუმის მჟავას მიმღებთა რაოდენობა -12 739; საკვები დანამატების მიმღები 6 - 23 თვის სოციალურად დაუცველი ბავშვი - 778; მიზნობრივი მაჩვენებელი - ანტენატალური სერვისის მიმღებ ორსულთა 100% უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით; რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის მქონე ორსულთა 80% უზრუნველყოფილია რკინის პრეპარატით. სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-23 თვის ასაკის ბავშვების 100% უზრუნველყოფილია მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით; მიღწეული მაჩვენებელი - რკინის პრეპარატების მიმღებთა რაოდენობა - 890; ფოლიუმის მჟავას მიმღებთა რაოდენობა - 27 854; საკვები დანამატების მიმღები 6 - 23 თვის სოციალურად დაუცველი ბავშვი - 1 716.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022