სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა და აღნიშნული სერვისების ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა; ...
სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა და აღნიშნული სერვისების ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა; მრავალმოსახლე და მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების აშენება, სოფლიდან გაუსვლელად როგორც სახელმწიფო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვ.), ისე კერძო სექტორის (საბანკო, სატელეკომუნიკაციო და სხვ.) მომსახურების უზრუნველყოფა. მუნიპიცალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის სისტემის (მმს) დანერგვა; სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, თითოეული მოქალაქის რეგისტრაციის მონაცემების დაკავშირება ახალ მისამართებთან, სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია და სააგენტოს ბიზნეს პროცესების უსაფრთხოების დონის ამაღლება; ახალი, ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც ერთიან ჩარჩოში მოაქცევს სააგენტოში მიმდინარე ყველა ბიზნესპროცესს და შექმნის უფრო თანამედროვე პლატფორმას. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და განვითარების გზით სერვისებზე უფრო მაღალი ხელმისაწვდომობის და ახალ მოთხოვნილებებზე სწრაფი რეაგირების უზრუნვეყოფა. ციფრული ხელმოწერის, ციფრული შტამპის, დროის აღნიშვნის, ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვა და გაუმჯობესება; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობათა განვითარების მიზნით, კომისიის როგორც ანალიტიკური, ასევე, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მიმდინარე წლის მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება, შემდგომი წლების სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022