Find program results

სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისება (32 04 02)

Allocated 100.8 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპარატი

Program description

პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; ...

პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; სტუდენტთა სასწავლო პროცესებში აქტიურად ჩართულობის ხელშეწყობა და წახალისება; უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობით საერთაშორისო კავშირების განმტკიცება, განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა; მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება; ახალგაზრდების ხელშეწყობა განათლების მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.

სახელმწიფო სასწავლო გრანტით უზრუნველყოფა; სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით უზრუნველყოფა; წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველყოფა; უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლების ხელშეწყობა, რომლებიც საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებით, აგრეთვე, მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ისწავლიან/სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებით უზრუნველყოფა; უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება, რომლებმაც საკუთარი სურვილით აიღეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვალდებულება; საქართველოს, როგორც მაღალი ხარისხის განათლების, უსაფრთხო და კომფორტული საგანმანათლებლო ცენტრის იმიჯის ფორმირება; ქართველი სტუდენტების განათლების ხარისხის ამაღლება კონკურენტული გარემოს ფორმირების ფონზე; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა.
·         აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად გაცემულია სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტები; ·         წარჩინებულ სტუდენტებზე გაცემულია სტიპენდიები; ·         ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაუფინანსდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებით ჩაირიცხნენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ·         სწავლა დაუფინანსდათ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებs, რომლებმაც საკუთარი სურვილით აიღეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვალდებულება; ·         მიმდინარეობდა საქართველოს, როგორც მაღალი ხარისხის განათლების, უსაფრთხო და კომფორტული საგანმანათლებლო ცენტრის იმიჯის ეტაპობრივი ფორმირება; ·         განხორციელდა ღონისძიებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ხელშესაწყობის მიზნით
1 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფილია 29 780-ზე მეტი, სოციალური პროგრამების ფარგლებში - 4 900-ზე მეტი, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 15 600 -მდე სტუდენტი და ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული 100-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - სტუდენტის სტატუსის შეჩერება; სოციალური პროგრამით განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტების არასაკმარისი რაოდენობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - - სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტებით უზრუნველყოფილია 1 650-ზე მეტი, სოციალური პროგრამების ფარგლებში - 125-ზე მეტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული 18 უცხოელი სტუდენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სტუდენტის სტატუსის შეჩერება, განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტთა და უცხოელ სტუდენტთა არასაკმარისი რაოდენობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო სტიპენდიებით უზრუნველყოფილია 2700 სტუდენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა საერთო რაოდენობის შემცირება ან გაზრდა 4 საბაზისო მაჩვენებელი - დაფინანსდა 276 პირი, რომელიც ჩაირიცხა მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის ზრდა მაქსიმუმ 70%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველთა ნაკლებობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - - საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით 2017 წლის განმავლობაში განხორციელდა 30-მდე ახალი სტუდენტის მიღება; მიზნობრივი მაჩვენებელი - უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა 20 ერთეულით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - შესაძლოა არ იყოს დაინტერესება უცხო ქვეყნებიდან, დაინტერესების შემთხვევაში, ვერ მოხდეს ჩარიცხვისთვის საჭირო საბუთების დროულად მოწოდება, შესაძლოა არ/ვერ ჩამოვიდეს სტუდენტი, შესაძლოა კვოტა დაკორექტირდეს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით
1.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფილია 29 780-ზე მეტი, სოციალური პროგრამების ფარგლებში - 4 900-ზე მეტი, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 15 600 -მდე სტუდენტი და ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული 100-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი სახელმწიფო სასწავლო გრანტებით უზრუნველყოფილია 31 300-ზე მეტი სტუდენტი, მათ შორის: სოციალური პროგრამების ფარგლებში - 5 000-ზე მეტი, ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხოელი სტუდენტი - 150-ზე მეტი და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრმებზე ჩარიცხული 14 450 -მდე სტუდენტი. 2.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტებით უზრუნველყოფილი 1 650-ზე მეტი სრუდენტი, სოციალური პროგრამების ფარგლებში - 125-ზე მეტი და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული 8 უცხოელი სტუდენტი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელი; მიღწეული შუალედური შედეგის ეფასების ინდიკატორი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტებით უზრუნველყოფილია 1 878-ზე მეტი სტუდენტი, მათ შორი: სოციალური პროგრამების ფარგლებში - 160-ზე მეტი და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულია 8 უცხოელი სტუდენტი; 3.         დაგეგმილისაბაზისომაჩვენებელი სახელმწიფო სტიპენდიებით უზრუნველყოფილია 2 700 სტუდენტი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიები 150 ლარის ოდენობით, გამოეყო საქართველოს 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 2 700 სტუდენტს. 4.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი დაფინანსდა 276 პირი, რომელიც ჩაირიცხა მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის ზრდა მაქსიმუმ 70%-ით; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი „მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში სწავლება დაუფინანსდა 450 -ზე მეტ პირს. 5.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით 2017 წლის განმავლობაში განხორციელდა 30-მდე ახალი სტუდენტის მიღება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა 20 ერთეულით; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის მიზნით სწავლა დაუფინანსდა და სტიპენდიით უზრუნველყოფილია 68 უცხოელი სტუდენტი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022