საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა, მათ შორის ზოგადი განათლების დაწესებულებაში დასაქმებული პირების (დირექტორებისა და მასწავლებლების), ასევე პროფესიული სასწავლებლების ...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა, მათ შორის ზოგადი განათლების დაწესებულებაში დასაქმებული პირების (დირექტორებისა და მასწავლებლების), ასევე პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის, ხელმისაწვდომობისა და გავრცელების ხელშეწყობა; სამიზნე ჯგუფების პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის განმსაზღვრელი პროფესიული სტანდარტების შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტებისადმი და მოთხოვნებისადმი გათანაბრება და დანერგვა, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლება, მიმდინარე სიახლეების გავრცელება; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებითა და ინტერვენციების განხორციელებით;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022