Find program results

სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური (24 23)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური

Program description

საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების და მოწყობილობების მუდმივი ჩანაცვლებისა და განახლების უზრუნველყოფა; ...

საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების და მოწყობილობების მუდმივი ჩანაცვლებისა და განახლების უზრუნველყოფა; საქართველოს პორტებში უსაფრთხო შესვლა-გამოსვლის უზრუნველსაყოფად საზღვაო სანავიგაციო ნიშნების ალტერნატიული ჩანაცვლება ვირტუალური სანავიგაციო ნიშნების პროგრამული უზრუნველყოფით; გემი - სახელოსნოს შესყიდვა; ფოთის პორტის აღჭურვა ზღვის დონეების ცვალებადობის და ნჩქრევის (ტიაგუნის) პროცესის განმსაზღვრავი ხელსაწყო მარიოგრაფით; უსაფრთხო ნაოსნობის მხარდასაჭერად სანავიგაციო ქაღალდის და ელექტრონული რუქების ახალი სახეობისა და მასშტაბის განვითარება; ანაკლიის პორტში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფა, ზღვაზე მეტეოროლოგიური მონაცემების მიწოდება და პორტის საზღვაო სანავიგაციო ნიშნებით მარკირება; სანავიგაციო უსაფრთხოების მიზნით, ზღვის ცვალებადობის და ზღვის ფსკერის რელიეფის ასაღწერად, ზღვაზე სიღრმეების საკვლევი მრავალსხივიანი ექოლოტის შეძენა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლზე განთავსებული თანამდეროვე მოთხოვნების შესაბამისი სანავიგაციო მოწყობილობათა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას (სხვადასხვა ტონაჟის გემების საქართველოს პორტებში უსაფრთხო შემოსვლა); საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში და სანაპირო ზოლში უზრუნველყოფილი უსაფრთხო ნაოსნობა; საქართველოს ტერიტორიულ წყლების და სანაპიროების თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით უზრუნველყოფა, გაზრდილი წარმადობა, უსაფრთხო ნავიგაცია და გამოვლენილი საშიშროების ლოკალიზაციის ოპერატიულობა; შემცირებული საზღვაო ინციდენტების რიცხვი (ალბათობა) საქართველოს საზღვაო სანაპირო ზოლში და პორტებში; ფოთის პორტის აკვატორიაში განთავსებული ზღვის დონის ცვალებადობის და ნჩქრევის (ტიაგუნის) პროცესის განმსაზღვრავი ხელსაწყო მარიოგრაფი; რადიო რეკონებით აღჭურვილი ფოთისა და ბათუმის პორტები; საქართველოს სანაპირო ზოლზე განლაგებული მაკორექტირებული საბაზისო DGPS-ი; საერთაშორისო ჰიდროგრაფიული სამსახურის რეკომენდაციებისა და რეზოლუციის შესაბამისად შექმნილი ნაოსნობის უსაფრთხოების საჭიროების დამაკმაყოფილებელი საზღვაო ქაღალდისა და ელექტრონული ახალი რუქები; გამოცემული საზღვაო პუბლიკაციები, რეკომენდირებული გზების, შუქურების ჩამონათვალის, ზღვის მოქცევის სიების შესახებ. საერთაშორისო რუქების კატალოგში (MEDINTECHART) GE ლოგოთი გამოქვეყნებული და მომხმარებლამდე მიწოდებული საქართველოს საზღვაო რუქები; გემების კაპიტნებისათვის გამარტივებული მანევრირება პორტის აკვატორიასა და მიმდებარე წყლებში. ანაკლიის პორტში გემების უსაფრთხო მანევრირება (შესვლა, დგომა, გამოსვლა).
·         განხორციელდა სანავიგაციო საშუალებების შეძენა–ჩანაცვლება ახალი თანამედროვე მოწყობილობა–დანადგარებით. მცურავი სანავიგაციო ნიშნები განთავსდა უსაფრთხო ნავიგაციისათვის საჭირო ოპტიმალურ კოორდინატებში და საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფილ იქნა  საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში და სანაპირო ზოლში უსაფრთხო ნაოსნობა; ·         ფოთის ნავსადგურში განთავსდა ზღვის დონის და ნჩქრევის (ტიაგუნის) საზომი ხელსაწყო მარიოგრაფი, რომლის მეშვეობით ოპერატიულად ხდება ნჩქრევის (ტიაგუნის) პროცესში გემების გაფრთხილება საშიშროების შესახებ, მათი უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად; ·         ფოთის პორტში განთავსებული რადიოლოკაციური მოპასუხის მეშვეობით მცურავ საშუალებებს, მათზე განთავსებული რადარების მეშვეობით, უკვე შეუძლიათ ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში ადგილმდებარეობის უხარვეზოდ იდენტიფიცირება; ·         ფოთისა და ბათუმის პორტების აკვატორიაში განთავსდა დამატებითი სარეზერვო ქარის სიჩქარისა და მიმართულების საზომი ხელსაწყო ანომომეტრი, რომელიც უზრუნველყოფს ფაქტიურ ამინდზე დაკვირვების უწყვეტობას; ·         რუქების პორტფოლიოს დაემატა ახალი რუქები. ექოლოტის განახლების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად სანავიგაციო, ელექტრონული და ქაღალდის რუქები იწარმოება მაღალ პროფესიულ დონეზე.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებსა და მისასვლელ არხებზე განთავსებულია სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნები, რომლებიც არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სანავიგაციო საშუალებების (მათი მაკომპლექტებელი ნაწილების და მოწყობილობების) შეძენა/ჩანაცვლება ახალი თანამედროვე მოწყობილობა–დანადგარებით; უსაფრთხო ნავიგაციისათვის მცურავი სანავიგაციო ნიშნების განთავსება ოპტიმალურ კოორდინატებში - 2018-2021წწ 2 საბაზისო მაჩვენებელი - ანაკლიაში მეტეოროლოგიური მონაცემების (ტალღის სიმაღლე, წყალქვეშა დინებები და მიმართულებები) ონლაინ–რეჟიმში მიღებისათვის საჭირო აქტივობები არ არის განხორციელებული; მიზნობრივი მაჩვენებელი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გემების პორტში უსაფრთხო შესვლა გამოსვლის უზრუნველსაყოფად პორტის აკვატორიის და მისასვლელი არხის მარკირება საზღვაო სანავიგაციო ნიშნებით. მეტეოროლოგიური მონაცემების ონლაინ–რეჟიმში მიღება - 2019წ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გემების პორტში უსაფრთხო შესვლა გამოსვლის უზრუნველსაყოფად პორტის აკვატორიის და მისასვლელი არხის მარკირება საზღვაო სანავიგაციო ნიშნებით - 2020 - 2021წწ 3 საბაზისო მაჩვენებელი - ზღვის ბათიმეტრიული კვლევების შედეგად შექმნილია ქაღალდისა და სანავიგაციო ელექტრონული რუკები, რომლებიც გემების კაპიტნებისათვის უზრუნველყოფენ უსაფრთხო საზღვაო მარშრუტების მიწოდებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - რუკების პორტფოლიოში ახალი რუკების დამატება, სანავიგაციო, ელექტრონული და ქაღალდის რუკების წარმოება მაღალ პროფესიულ დონეზე - 2018წ. რუკების პორტფოლიოში ახალი რუკების დამატება, (MEDINTECHART) GE ლოგოთი საქართველოს საზღვაო რუქების გამოქვეყნება და მომხმარებლამდე მიწოდება. სანავიგაციო, ელექტრონული და ქაღალდის რუკების წარმოება მაღალ პროფესიულ დონეზე - 2019-2021წწ
1. საბაზისო მაჩვენებელი - საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებსა და მისასვლელ არხებზე განთავსებულია სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნები, რომლებიც არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სანავიგაციო საშუალებების (მათი მაკომპლექტებელი ნაწილების და მოწყობილობების) შეძენა/ჩანაცვლება ახალი თანამედროვე მოწყობილობა–დანადგარებით; უსაფრთხო ნავიგაციისათვის მცურავი სანავიგაციო ნიშნების განთავსება ოპტიმალურ კოორდინატებში - 2018-2021წწ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებსა და მისასვლელ არხებზე სახმელეთო და მცურავ სანავიგაციო ნიშნებს თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ჩაუტარდა ტექნიკური მომსახურება გეგმით გათვალისწინებული სქემით; მცურავი სანავიგაციო ნიშნები განთავსდა უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფისათვის საჭირო ოპტიმალურ კოორდინატებში. 2. საბაზისო მაჩვენებელი - ანაკლიაში მეტეოროლოგიური მონაცემების (ტალღის სიმაღლე, წყალქვეშა დინებები და მიმართულებები) ონლაინ–რეჟიმში მიღებისათვის საჭირო აქტივობები არ არის განხორციელებული; მიზნობრივი მაჩვენებელი - მეტეოროლოგიური მონაცემების ონლაინ–რეჟიმში მიღება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - აქტივობები არ არის განხორციელებული; ცდომილების მაჩვენებელი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გემების პორტში უსაფრთხო შესვლა-გამოსვლის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება ოკეანოგრაფიული-მეტეოროლოგიურ ტივტივა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მეტეოროლოგიური მონაცემების ონლაინ–რეჟიმში მიღება - 2020-2021 წლები. 3. საბაზისო მაჩვენებელი - ზღვის ბათიმეტრიული კვლევების შედეგად შექმნილია ქაღალდისა და სანავიგაციო ელექტრონული რუკები, რომლებიც გემების კაპიტნებისათვის უზრუნველყოფენ უსაფრთხო საზღვაო მარშრუტების მიწოდებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - რუკების პორტფოლიოში ახალი რუკების დამატება, სანავიგაციო, ელექტრონული და ქაღალდის რუკების წარმოება მაღალ პროფესიულ დონეზე: მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - კარტოგრაფიული სამმართველოს მოდერნიზაციის, კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და მოდერნიზირებული ექოლოტის დამონტაჟების შედეგად ჩატარებული ბათიმეტრიული კვლევების საფუძველზე, შეიქმნა მაღალი ხარისხის საქართველოს ტერიტორიული წყლების და პორტების საზღვაო რუქები.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022