1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - გაუმჯობესებულია სისტემის ეფექტური მართვა და ფუნქციონირება, ცვლილებები შესულია "პატიმრობის კოდექსში" და სხვა კანონმდებლობაში შემდეგი მიმართულებით: 1) გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაქმნელად; 2) დაბალი რისკის, გათავისუფლებისათვის მომზადებისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად; 3) ცვლილებები შესულია პატიმრობის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად სამართალდარღვევად ითვლება ისეთი ქმედება როგორიცაა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა; 4) არასაპატიმრო სასჯელის სახედ შინაპატიმრობის დანერგვისა (თავისუფლების შეზღუდვის გაუქმება) და დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლის უზრუნველსაყოფად; 5) ქალი მსჯავრდებულის, რომლებსაც დაწესებულებაში ჰყავდათ 3 წლამდე ასაკის შვილი, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების უფლების უზრუნველსაყოფად; 6) უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გადასინჯვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად; 7) მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების უფლების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; 8) სასჯელის აღსრულების გადავადების უფლების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; 9) სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის უზრუნველსაყოფად;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სისტემის ეფექტური მართვისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად გამოწვეული ცვლილებები შესულია პატიმრობის კოდექსში;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები („პატიმრობის კოდექსში“), რომელთა საფუძველზე დაინერგა სრულიად ახალი სტანდარტები და კიდევ უფრო გაუმჯობესდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ:
· პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს მიეცათ უფლება, მიიღონ უმაღლესი განათლება. ეს მექანიზმი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა;
· ტერმინი „ადმინისტრაციული პატიმრობა“ შეიცვალა „დისციპლინური პატიმრობით“. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა დისციპლინური პატიმრობის ვადები;
· დაიხვეწა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი;
· 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმი;
· შეიცვალა სასჯელის აღსრულების გადავადების მექანიზმი;
· დაიხვეწა ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმი;
2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური დანიშნულების ძალების მოსამსახურეთათვის კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით გათვალისწინებული 3-ჯერადი კვებითი მომსახურება;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, ასევე იმ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთათვის, რომელთაც ეკუთვნით სასურსათო უზრუნველყოფა, შენარჩუნებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული 3-ჯერადი კვებითი მომსახურება;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - სისტემაში შენარჩუნებულია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებს (ეთნიკური, რელიგიური, განთავსების ადგილი, დაავადებები) მორგებული დღიური სამჯერადი კვება ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100%-თვის (2018 წელს მსჯავრდებულ/ბრალდებულთა საშუალო წლიური ოდენობა შეადგენდა 9 748-ს) შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი კალორიულობისა და ულუფის სასურსათო ნორმების დაცვით.
3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია უნიფორმით, რბილი ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელთა - 100 %-ის აღჭურვა;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - პენიტენციურ სისტემაში შენარჩუნებულია სპეციალური უნიფორმით, რბილი ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელთა - 100 % -ის აღჭურვა;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100%-სთვის შენარჩუნებულია შესაძლებლობა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი. ბრალდებულ/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით.
4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით განახლდა რიგი პროფესიული, სახელობო და საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, სადაც დაფიქსირდა 1 342 მონაწილე, მათ შორის 88 არასრულწლოვანი, 177 ქალი; • ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებში და ფსიქო-სოციალურ ტრენინგებში დაფიქსირდა 1466 მონაწილე, მათ შორის 142 არასრულწლოვანი და 286 ქალი მსჯავრდებული; • კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, ინტელექტუალურ და შემეცნებით შეხვედრებში, თეატრალურ დასში და კონკურსებში დაფიქსირდა 1016 მონაწილე, მათ შორის 246 არასრულწლოვანი და 111 ქალი მსჯავრდებული; • დასაქმდა 726 მსჯავრდებული, მათ შორის 79 ქალი; მსჯავრდებულები დააქმებულები არიან სამეურნეო სამსახურში, სილამაზის სალონებში, დასაქმების მინი კერებსა და საწარმოო ზონაში, ასევე ინდივიდუალურ საქმიანობაში (ხელნაკეთი ნივთების შემქნა-რეალიზაცია); 2017 წლის 9 თვის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით განახლდა რიგი პროფესიული, სახელობო და საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები, სადაც დაფიქსირდა 840 მონაწილე, მათ შორის 51 არასრულწლოვანი და 72 ქალი მონაწილე; • ზოგად განათლების პროგრამაში 9 თვის მანძილზე დაფიქსირდა 83 მსჯავრდებულის მონაწილეობა, ხოლო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობს 17 მსჯავრდებული; • ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო, რეკრეაციულ პროგრამებსა და ფსიქო-სოციალურ ტრენინგებში დაფიქსირდა 1249 მონაწილე, მათ შორის 172 არასრულწლოვანი და 193 ქალი მსჯავრდებული; • დასაქმების პროგრამებში ჩაბმული იყო 760 მსჯავრდებული, მათ შორის 92 ქალი. მსჯავრდებულები დასაქმებულები არიან სამეურნეო სამსახურში, სილამაზის სალონებში, დასაქმების მინი კერებსა და საწარმოო საქმიანობაში (სამკერვალო და პურის საცხობი), ასევე ინდივიდუალურ საქმიანობაში (ხელნაკეთი ნივთების შექმნა-რეალიზაცია);
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული/სახელობო, სარეაბილიტაციო/სატრენინგო/ საგანმანათლებლო სწავლების პროგრამებში და შრომით საქმიანობაში ჩართულ პატიმართა მზარდი რაოდენობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, პატიმართა საერთო რაოდენობის ხვედრითი წილიდან გამომდინარე;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - პროფესიული/სახელობო, სატრენინგო/საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალურ პროგრამებში, ფსიქოსოციალურ ტრენინგებსა თუ კურსებში, ასევე, კულტურულ ღონისძიებებში დაფიქსირდა 5 066 მსჯავრდებულის მონაწილეობა, რაც მზარდი მაჩვენებელია საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობს 38 მსჯავრდებული. დასაქმების პროგრამებში ჩაბმული იყო 862 მსჯავრდებული, რაც, ასევე, მზარდი მაჩვენებელია, საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით.
5. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია ინფორმატულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100 %-სათვის;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია ინფორმატულობის ზრდა და ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების (საჩივრების, დისციპლინარული და ადმინისტრაციულ პროცედურების) შესახებ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 100 %-სათვის;
მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - პატიმართა უფლებების შესახებ განახლებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ტექსტური ვიდეორგოლები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა დაწესებულებაში ბრალდებულ/ მსჯავრდებულებისთვის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ტრენინგი 777-მა მსჯავრდებულმა გაიარა. პენიტენციური დაწესებულებებიდან 2018 წელს 4 979 კონფიდენციალური საჩივრის კონვერტი დარეგისტრირდა და გაიგზავნა შესაბამის ადრესატთან.
(მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორი წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმასა და ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აღებული ვალდებულებების ნაწილს).