Find program results

დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად (32 02 07)

Allocated 47.1 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

აქტიური დასვენებისა და განათლების პროცესის შერწყმით მოსწავლეთა სოციალური და საგნობრივი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა; ...

აქტიური დასვენებისა და განათლების პროცესის შერწყმით მოსწავლეთა სოციალური და საგნობრივი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა; საზაფხულო სკოლებში მოსწავლეთა უზრუნველყოფა შეჯერებული პროგრამებითა და დღის მეორე ნახევრის აქტივობებით. დასვენება არასასკოლო, არაფორმალურ გარემოში. თანატოლებთან ურთიერთობა და სხვადასხვა მიმართულებთ მეტი ინფორმაციის მიღება; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება; კულტურათა შორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მოსწავლეებიი მიერ გავლილი აკადემიური/არააკადემიური პროგრამების მოკლე კურსის შედეგად შეძენილი უნარები და გამოცდილება, რასაც გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს სკოლებში დაბრუნების შემდეგ. კულტურათა შორის დიალოგის განვითარება, მოსწავლეების ინტერესების ზრდა და აქტიური ჩართვა ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
·         საზფხულო სკოლებში მონაწილე მოსწავლეებმა გაიარეს აკადემიური/არააკადემიური პროგრამების მოკლე კურსი, შეიძინეს შესაბამისი უნარები/გამოცდილება. ·         პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების ინტეგრაციას და კულტურათაშორის დიალოგის განვითარებას.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საზაფხულო სკოლებში მომსახურეობის სერვისით უზრუნველყოფილ იქნება არანკალებ 9 000-მდე მოსწავლე; მიზნობრივი მაჩვენებელი - საზაფხულო სკოლებში მომსახურეობის სერვისით უზრუნველყოფილ იქნება 10 000-მდე მოსწავლე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 8%; შესაძლო რისკები - მოსწავლეების და მათი მშობლების/მეურვეებისგან მიღებული თანხმობის მიუხედავად, მოსწავლის საკუთარი მიზეზით (სამინისტროსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე) გამოუცხადებლობა საზაფხულო სკოლაში
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი საზაფხულო სკოლებში მომსახურეობის სერვისით უზრუნველყოფილ იქნება არანკალებ 9 000-მდე მოსწავლე; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საზაფხულო სკოლებში მომსახურეობის სერვისით უზრუნველყოფილ იქნება 10 000-მდე მოსწავლე. სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელის თანახმად, ყოველწლიურად სოფლის საჯარო სკოლების 9,000 მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის შესაძლებლობით. მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი საზაფხულო სკოლებში მომსახურეობის სერვისით უზრუნველყოფილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 1 850 მოსწავლე. საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა მიიღო სოფლის სკოლების 1,530-მა მოსწავლემ, რისთვისაც მიიმართა 1.3 მლნ. ლარი (სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი). ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი რიგი აქტივობები: სამთო-სათხილამურო, რობოტექნიკის, ინტერკულტურული და სპორტული საზაფხულო ბანაკების განხორციელება დაევალა სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს, პროგრამის „მომავლის ბანაკის" ფარგლებში და ფინანსური რესურსის გადანაწილდა აღნიშნულ პროგრამაზე (აღნიშნული საკითხი ბიუჯეტის დაგეგმვისას არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან ახალგაზრდობის კოპონენტი სამინისტროს 2017 წლის ბოლოს შეუერთდა).

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022