Find program results

ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - მეორე პროექტი (32 09)

Allocated 110 c

Program implementer

სსიპ - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA - GEORGIA)

Program description

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა; ...

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა; საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო, მათემატიკის და ინგლისური ენის საგნების პედაგოგების, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინტენსიური გადამზადება; ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა კვლევების საფუძველზე, სანდო მონაცემების შეგროვება, მათი ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი პოლიტიკის კურსის შემუშავება; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების მეშვეობით კადრების მომზადება საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგებისთვის, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი; საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში; ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება.

რეაბილიტირებული საჯარო სკოლებისა და შესაბამისად ბენეფიციარების რაოდენობა; ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, ინგლისური ენის საგნის მასწავლებლის გადამზადება და ყველა საჯარო სკოლის დირექტორისათვის ლიდერობის აკადემიის სამივე დონის ტრენინგის ჩატარება; საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო შეფასებებში PISA, TIMSS, TALIS; საბუნებისმეტყველო და მათემატიკის საგნებსა და ქართული, როგორც მეორე ენაში ეროვნული შეფასებების განხორციელება; საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობისა პროგრამის დანერგვა; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვა საინჟინრო-ტექნიკურ დარგებში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში; პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე სასწავლებლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავება და/ან განახლება, თანამშრომლობა უცხოელ მომწოდებელთან, სხვა სახის ტექნიკური დახმარება; ამერიკული საბაკალავრო ხარისხების გაცემა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში; საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია; საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სასწავლო-სამეცნიერო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; STEM (საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური) სფეროს მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 48 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა; მიზნობრივი მაჩვენებელი - რეაბილიტირებული იქნწბა 92 საჯარო სკოლა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - დაქირავებული სამშენებლო კომპანი(ებ)ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოების არაჯეროვანი, ან დაგვიანებით შესრულება. ტენდერში დაფიქსირებული ფასი შესაძლოა, აღმოჩნდეს წინასწარ განფასებაზე მეტი 2 საბაზისო მაჩვენებელი - 7000 პედაგოგი გადამზაადა ზოგადპროფესიული უნარების კურსებსა და საგნობრივ ტრენინგებში, სკოლის დირექტორები გადიან ლიდერობის აკადემიის პირველ და მეორე დონეს; მიზნობრივი მაჩვენებელი - 14 000 პედაგოგის გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსებსა და საგნობრივ ტრენინგებში; სკოლის დირექტორები დაასრულებენ ლიდერობის აკადემიის სამივე დონის ტრენინგებს; გამოქვეყნდება PISA და TIMSS საერთაშორისო შეფასებების ეროვნული ანგარიშები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სხვადასხვა ობიექტურ მიზეზთა გამო, ზოგიერთი მასწავლებლია ტრენინგზე არ დასწრება 3 საბაზისო მაჩვენებელი - მსხვილი გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 10 პროექტი, ჩატარდება მცირე გრანტების კონკურსის მეორე რაუნდი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის; ჩატარებულია მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარობის/მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობა და ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების ახალი პროგრამების პრეზენტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება პროექტებით განსაზღვრული შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და არსებული პროგრამების განახლება (45 პროგრამა). გაგრძელდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; დაიწყება სტუდენტების მიღება განახლებულ პროგრამებზე. ჩატარდება მესამე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ტექნიკურ უზრუნველყოფაში შეფერხება. წარმოდგენილი პროექტებში დაშვებული ხარვეზების არსებობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - 1. სან დიეგოს 4 საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობს 206 ქართველი და უცხოელი სტუდენტი; 2. პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცი, 2 950 მ2-ზე; 3 ჩატარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი STEM აკადემია, რომლის ფარგლებში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დარგებით დაინტერესებული 200-მდე აბიტურიენტი გაეცნო ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლეს აღმოჩენებსა და მიღწევებს, 4. სახელმწიფო უნივერსიტეტების 45-მა აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ტრენინგი სან დიეგოში; მიზნობრივი მაჩვენებელი - 1. სან-დიეგოს პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა; 2. პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა, რომელიც მოიცავს ლაბორატორიების, აუდიტორიების და პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო 1200 მ2-მდე ფართის რეაბილიტაციას. 3. სახელმწიფო უნივერსიტეტების 135 აკადემიური პერსონალი გაივლის ტრენინგის სან დიეგოში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 40%; შესაძლო რისკები - სტუდენტების განსხვავებული შესაძლებლობები; ტექნიკურ უზრუნველყოფაში შეფერხება
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი 48 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი რეაბილიტირებული იქნება 92 საჯარო სკოლა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი რეაბილიტირებულია და თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილია 36 საჯარო სკოლა. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი 7 000 პედაგოგი გადამზაადა ზოგადპროფესიული უნარების კურსებსა და საგნობრივ ტრენინგებში, სკოლის დირექტორები გადიან ლიდერობის აკადემიის პირველ და მეორე დონეს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი 14 000 პედაგოგის გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსებსა და საგნობრივ ტრენინგებში; სკოლის დირექტორები დაასრულებენ ლიდერობის აკადემიის სამივე დონის ტრენინგებს; გამოქვეყნდება PISA და TIMSS საერთაშორისო შეფასებების ეროვნული ანგარიშები; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ·           ზოგად პროფესიული უნარების მე-2 და მე-3 მოდულებში და საგნობრივ (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური ენა) მოდულებში გადამზადებულია 43 600-ზე მეტი მასწავლებელი. ლიდერობის აკადემია 2-ის მე-6 მოდულით გადამზადებულია 1 847 დირექტორი და 1 707 ფასილიტატორი, ხოლო ლიდერობის აკადემია 3-ის მოდულებით გადამზადებულია ქართულენოვანი სკოლების 1 582 დირექტორი და 1 277 ფასილიტატორი; ·           ჩატარებულია PISA-ს ძირითადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 323 სკოლის 7 901 მოსწავლემ. მომზადებულია TIMSS 2015-ის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ნაწილების ეროვნული ანგარიშები დაTIMSS 2019-ის ციკლის საცდელი კვლევა. 3.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ·           მსხვილი გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 10 პროექტი, ჩატარდება მცირე გრანტების კონკურსის მეორე რაუნდი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის; ჩატარებულია მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარობის/მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობა და ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების ახალი პროგრამების პრეზენტაცია; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი ·         გაგრძელდება პროექტებით განსაზღვრული შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და არსებული პროგრამების განახლება (45 პროგრამა). გაგრძელდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; დაიწყება სტუდენტების მიღება განახლებულ პროგრამებზე. ჩატარდება მესამე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ·         შექმნილია 38 მოდულური და 13 სასერთიფიკატო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მიღებულია 1 917 სტუდენტი, მათგან 393-მა სტუდენტმა დაასრულა სასწავლო პროგრამა. ·         პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შექმნილია საერთაშორისო სტანდარტებით სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, შესყიდულიასასწავლო ლაბორატორიები და მასალები. 4.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ·         სან დიეგოს 4 საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობს 206 ქართველი და უცხოელი სტუდენტი; ·         პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცის, 2 950 მ2-ზე; ·         ჩატარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხი STEM აკადემია, რომლის ფარგლებში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო დარგებით დაინტერესებული 200-მდე აბიტურიენტი გაეცნო ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლეს აღმოჩენებსა და მიღწევებს, ·         სახელმწიფო უნივერსიტეტების 45-მა აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ტრენინგი სან დიეგოში; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ·         სან-დიეგოს პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა; ·         პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა, რომელიც მოიცავს ლაბორატორიების, აუდიტორიების და პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო 1200 მ2-მდე ფართის რეაბილიტაციას. ·         სახელმწიფო უნივერსიტეტების 135 აკადემიური პერსონალი გაივლის ტრენინგის სან დიეგოში. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ·         სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 ამერიკულ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს 545 სტუდენტი, მათ შორის 19 უცხოელია. ·         ხელმოწერილია ხელშეკრულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის სრული ინფრასტრუქტურული აღჭურვის (fit-out) სამუშაოებისთვის, რომელიც მოიცავს ლაბორატორიების, აუდიტორიების და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო 4 500 მ2-მდე ფართის კეთილმოწყობას. ·         პროფესიული განვითარების/გადამზადების პროგრამით 77 პროფესორი საქართველოდან გადამზადებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კალიფორნიაში.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022