Find program results

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების გაძლიერების ღონისძიებები (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი (41 01)

Allocated 7375600 c

Program implementer

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი

Program description

საქართველოს ტერიტორიაზე, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე გეგმიური და მოულოდნელი (დაუგეგმავი) მონიტორინგის განხორციელება; ...

საქართველოს ტერიტორიაზე, თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე გეგმიური და მოულოდნელი (დაუგეგმავი) მონიტორინგის განხორციელება; წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და მათი წარდგენა; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშების გამოცემა და სხვადასხვა დონეზე წარდგენა; ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების შესახებ განცხადების/საჩივრების მიღება, განხილვა და შესაბამისი რეაგირება; შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, მათი განხორციელების შეფასება; საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მუშაობის მხარდაჭერა და მათი გაზრდა; ადამიანის უფლებათა სფეროში საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება, მათ შორის სოციალური რეკლამის დამზადება და მედიის საშუალებით გავრცელება; სამიზნე აუდიტორიებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება; საქართველოს სახალხო დამცველის საინფორმაციო ბიულეტენის ყოველთვიური გამოცემა; ადამიანის უფლებათა თემატიკაზე საჯარო დებატების გამართვა, კონკურსების ჩატარება, სხვადასხვა პუბლიკაციების გამოცემა და გავრცელება; ტოლერანტობის კულტურის განვითარებისა და თანასწორუფლებიანი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა; უმრავლესობისა და უმცირესობის ჯგუფებს შორის მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობა;ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის მონიტორინგი, არსებული ტენდენციების გამოკვეთა და ანალიზი, ტოლერანტობის საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და წარდგენა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის; მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების ჩართულობით; ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობა, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში; არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის გაძლიერება; სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგი; 24 საათიანი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების მომზადების ზედამხედველობა სამზრუნველო დაწესებულებიდან გასვლის მიმართულებით; საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის კუთხით არსებული ეროვნული და საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგი,სახალხო დამცველის აპარატში შემოსული გენდერული თანასწორობის საკითხის დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება; საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოების და ორგანიზაციების საქმიანობის,გამოცდილების განზოგადება და საქართველოში დანერგვის ორგანიზება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების ადვოკატირება; გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება; ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მონიტორინგის განხორციელება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ადამიანის უფლებების დარღვევევის აღმოჩენა და დაფიქსირება; საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა და მათი პრევენცია; დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის გამოვლინების პრევენცია; რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება; სახალხო დამცველის მიერ განხილული და შესწავლილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების სახალხო დამცველის ანგარიშში და რეკომენდაციებში ასახვა.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წლის განმავლობაში, ასევე ყველა ტიპის დახურული დაწესებულებების მოცვა გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის ფარგლებში; დარღვეული უფლებების ფაქტებზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების/შუამდგომლობების რაოდენობა; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების მიზნით ჩატარებული ტრენინგების/სემინარების/სასწავლო გაცვლითი ვიზიტების აღწერა/ რაოდენობა.; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილული განცხადებების რაოდენობა, როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეზე, ინდივიდუალური კონსულტაციების რაოდენობა; აღდგენილი უფლებების ფაქტების და მათი რაოდენობის მონიტორინგი

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022