Find program results

იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (26 08)

Allocated 103.2 c

Program implementer

სსიპ - იუსტიციის სახლი

Program description

სახელმწიფო სერვისების მიწოდების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ...

სახელმწიფო სერვისების მიწოდების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაწეული დროითი დანახარჯების შემცირება. იუსტიციის სახლში დამატებით რამდენიმე კერძო და სახელმწიფო სერვისის ინტეგრაცია: სოციალური მომსახურების სააგენტოს და ენერგოკომპანიების რიგი სერვისების დანერგვა. იუსტიციის სახლის სერვისების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და იუსტიციის სახლის კონცეფციის ექსპორტი დაინტერესებულ ქვეყნებში; ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ხელს შეუწყობს იუსტიციის სახლის მომხმარებლებისთვის მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას; იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნა ზოგიერთ დიდ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში (ახაქალაქი, მარტვილი, ხონი, სენაკი, ბოლნისი, ხაშური).

მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი; მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა.
·   2018 წელს ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე შენარჩუნებულია მაღალ მაჩვენებელზე; ·   2018 წელს გასულ პერიოდთან შედარებით შემცირდა მომხმარებელთა რაოდენობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს მომხამრებელთა კმაყოფილების დონე სავარაუდოდ შეადგენს 86%; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად მომხმარებელთა კმაყოფილების დონე შეადგენს 86-88%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3.5%; შესაძლო რისკები - ინოვაციებისა და სიახლეების ნაკლებობა; არასაკმარისი საკადრო რესურსი 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა სავარაუდოდ იქნება 21 000 მომხმარებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 24 000 მომხმარებელს. 2019 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 25 000 მომხმარებელს. 2020 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 25 000 მომხმარებელს. 2021 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 26 000 მომხმარებელს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ინოვაციებისა და სიახლეების ნაკლებობა
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს მომხმარებელთა კმაყოფილების დონე სავარაუდოდ შეადგენს 86%; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად მომხმარებელთა კმაყოფილების დონე შეადგენს 86-88%; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს მომხმარებელთა კმაყოფილების დონე, წინასწარი მონაცემებით შეადგენს, 88%-ს (კვლევის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება 2019 წლის თებერვლის ბოლოს). 2.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა სავარაუდოდ იქნება 21 000 მომხმარებელი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 24 000 მომხმარებელს. 2019 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 25 000 მომხმარებელს. 2020 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 25 000 მომხმარებელს. 2021 წელი - მომხამრებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 26 000 მომხმარებელს; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს მომხმარებელთა საშუალო დღიური რაოდენობა შეადგენს 17 700 მომხმარებელს. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლასთან ერთად, სსიპ -იუსტიციის სახლმა შეიმუშავა დოკუმენტი „ელექტრონული დოკუმენტების მიღებისა და გაცემის პროცედურა“ და მომხმარებლებთან ახორციელებს აქტიურ კამპანიას ელექტრონული დოკუმენტების სახლიდან გაუსვლელად მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს 2018 წლის მოქალაქეთა ყოველდღიური ნაკადის საშუალო მაჩვენებლის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა სერვისის მისაღებად მიმართავს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022