Find program results

ელექტრონული სწავლება (e Learning) (32 02 14)

Allocated 66.2 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

კონკურსების ჩატარების გზით ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა; ...

კონკურსების ჩატარების გზით ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა; ელექტრონული სწავლების ხელშეწყობა; საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა; დიასპორის წარმომადგენლებისათვის დისტანციური სწავლების ხელშეწყობა

სწავლა-სწავლების პროცესში გაძლიერდება თანამედროვე ტექნოლოგიების, აგრეთვე დისტანციური სწავლების როლი; მნიშვნელოვნად გაიზრდება სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები. მომზადდება მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები დამხმარე სასწავლო მასალისა და განმავითარებელი თამაშების სახით, შეიქმნება ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც დიასპორის წარმომადგენლებისათვის დაინერგება დისტანციური სწავლების გაკვეთილები ქართულ ენაში, საქართველოს გეოგრაფიასა და ისტორიაში.
·         სოფლად მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებში გაზრდილია სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგირების გამოყენების მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია სკოლების საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საპილოტე რეჟიმის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მოსწავლეებს უკვე ჩაუტარდათ 15 გაკვეთილი. გამოითქვა კმაყოფილება დისტანციური სწავლების სინქრონული მეთოდისა და შერჩეული პედაგოგიური მიდგომების, ვირტუალური სასწავლო მასალების მიმართ; მიზნობრივი მაჩვენებელი - ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა; პროგრამაში ჩართული ქვეყნების გაზრდილი რაოდენობა
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი საპილოტე რეჟიმის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მოსწავლეებს ჩაუტარდათ 15 გაკვეთილი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა; პროგრამაში ჩართული ქვეყნების გაზრდილი რაოდენობა. მიღწეული შუალედური შედეგები ·         სოფლად მდებარე 213 საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ელექტრონული რესურსით; ·         ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩართული საჯარო სკოლებზე გადასაცემად შეძენილია 900 ნოუთბუქი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022