ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; ...
ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ტყეების ეფექტურად მართვის, ტყის ფიზიკური დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მართვისა და განვითარების უზრუნველყოფა; სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია ან/და ახალი გზების გაყვანის სამუშაოების განხორციელება ახალი ტყეკაფების გამოყოფისა და ათვისების მიზნით; ტყის ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ძირნაყარის გამოტანა და ნარჩენების განთავსება დადგენილი წესით; მოსახლეობის მერქნულ რესურსზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; სააგენტოს მომსახურეობის სახეების განვითარება, მათ შორის მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიმართულებით; ხე-ტყის დამზადების მიზნით შესაბამისი ფართობების გამოვლენა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება; ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა პრიორიტეტების მიხედვით შერჩეულ სატყეო უბნების ტერიტორიებზე, ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელება წინასწარ გამოვლენილ აღსადგენ ფართობებზე, მათ შორის სწრაფმზარდი სახეობებით პლანტაციების გაშენება - რაც ეტაპობრივად უზრუნველყოფს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, წვრილმზომ სორტიმენტებსა და საშეშე მერქანზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; ტყეების პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება და დასკვნების საფუძველზე მავნებლებ-დაავადებების ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება; აქტიურად ხანძარსაშიში სატყეო უბნების იდენტიფიცირება და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკებისა და მინერალიზებული ზოლების მოწყობა, საინფორმაციო დაფების და სპეციალური ნიშნების მომზადება, პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო და ცეცხლმაქრი საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა; ტყის აღრიცხვის ღონისძიებების განხორციელება, ტყის მართვის გეგმების შემუშავება და ტყეების მდგომარეობის შესახებ მონაცემების მიღების, ანალიზისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვის ეფექტური სისტემის დანერგვა; ტყის აღრიცხვის არსებული მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, ინფორმაციის დამუშავების თანამედროვე პროგრამული საშუალებებით უზრუნველყოფა, გარე კონტურების დაზუსტება და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის მომზადება, ტყის ფონდის ფრაგმენტაციის თავიდან აცილების მიზნით.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022