მოძებნე პროგრამის შედეგები

სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (31 10)

გამოყოფილია 97.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; ...

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ტყეების ეფექტურად მართვის, ტყის ფიზიკური დაცვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მართვისა და განვითარების უზრუნველყოფა; სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაცია ან/და ახალი გზების გაყვანის სამუშაოების განხორციელება ახალი ტყეკაფების გამოყოფისა და ათვისების მიზნით; ტყის ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ძირნაყარის გამოტანა და ნარჩენების განთავსება დადგენილი წესით; მოსახლეობის მერქნულ რესურსზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; სააგენტოს მომსახურეობის სახეების განვითარება, მათ შორის მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიმართულებით; ხე-ტყის დამზადების მიზნით შესაბამისი ფართობების გამოვლენა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება; ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა პრიორიტეტების მიხედვით შერჩეულ სატყეო უბნების ტერიტორიებზე, ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელება წინასწარ გამოვლენილ აღსადგენ ფართობებზე, მათ შორის სწრაფმზარდი სახეობებით პლანტაციების გაშენება - რაც ეტაპობრივად უზრუნველყოფს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, წვრილმზომ სორტიმენტებსა და საშეშე მერქანზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; ტყეების პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება და დასკვნების საფუძველზე მავნებლებ-დაავადებების ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება; აქტიურად ხანძარსაშიში სატყეო უბნების იდენტიფიცირება და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკებისა და მინერალიზებული ზოლების მოწყობა, საინფორმაციო დაფების და სპეციალური ნიშნების მომზადება, პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო და ცეცხლმაქრი საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა; ტყის აღრიცხვის ღონისძიებების განხორციელება, ტყის მართვის გეგმების შემუშავება და ტყეების მდგომარეობის შესახებ მონაცემების მიღების, ანალიზისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვის ეფექტური სისტემის დანერგვა; ტყის აღრიცხვის არსებული მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, ინფორმაციის დამუშავების თანამედროვე პროგრამული საშუალებებით უზრუნველყოფა, გარე კონტურების დაზუსტება და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის მომზადება, ტყის ფონდის ფრაგმენტაციის თავიდან აცილების მიზნით.

დაცული საქართველოს ტყეების ეკოლოგიური ფასეულობები, მათ შორის ბიოლოგიური მრავალფეროვნება; ჩამოყალიბებული ტყის ფონდის მართვის ქმედითი სისტემა; აღდგენილი ტყის ეკოსისტემები, გაზრდილი ტყით დაფარული ფართობები; მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მოწესრიგებული სისტემა; განახლებული ინფორმაცია ტყის რესურსების, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ, დაგეგმილი სატყეო ღონისძიებები, დაგეგმილი ტყითსარგებლობა; სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გზით; სატყეო შემოსავლების და სატყეო სექტორის წილის ზრდა ქვეყნის ეკონომიკაში.
·         საქართველოს ტყეების გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა; ·         ტყის ფონდის მართვის გაუმჯობესებული სისტემა; ·         აღდგენილი ტყის მასივები, მოწყობილი დროებითი სანერგეები და გაშენებული ტყის ფართობები; ·         მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მოწესრიგებული სისტემა; მერქნული რესურსების მართვის გაუმჯობესებული ელექტრონული სერვისები; ·         სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების შედეგად შექმნილი დამატებითი სამუშაო ადგილები, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გზით; ·         გაზრდილი სატყეო შემოსავლები და სატყეო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სატყეო სფეროში არსებული არასრულყოფილი საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მომზადებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განახლებული საკანონმდებლო ბაზა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღება დაგეგმილ ვადაზე გვიან; შესაძლო რისკები - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესის შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2013 წლის პერიოდიდან დღემდე მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 24 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 50%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 60%-ით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შესაბამის ფართობებზე მავნებელ დაავადებათა პროგრესირების ყოველწლიურად შემცირებული მაჩვენებელი 10%-ით (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 95%-ით), ამავე ფართობებზე ტყეების 5%-ით (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 80%-ით) გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%-5%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, შესაბამისი შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების მომწოდებელების სიმცირე 3 საბაზისო მაჩვენებელი - ტყის ფართობების აღდგენის მიზნით, დროებითი სანერგეები მოწყობილია 4,5 ჰა ფართობზე (7 რეგიონში). გამოყვანილი ნერგები გამოყენებული იქნება ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენისათვის. 100,0 ჰა-ზე განხორციელებულია ტყის აღდგენის ღონისძიებები; 30,0 ჰა-ზე გაშენებულია სწრაფმზარდი პლანტაციები, რითაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საშეშე მერქნით, სარებით, ჭიგოებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სავარაუდოდ ყოველწლიურად დარგული 500 000 ცალი ნერგი (იმერული მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, მაღალმთის მუხა, წაბლი და ა.შ.) და 75-დან 100 ჰა-მდე გაშენებული ტყე; საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს დამატებით 80 ჰა-ზე გაშენებული პლანტაცია (დარგვიდან მე-4 წელს მიღებული დაახლოებით 44,8 ათ. კბმ მერქნული რესურსი). მათ შორის 2017 წელს - 31 ჰა (დარგვიდან მე-4 წელს მიღებული დაახლოებით 100 000 ცალი ჭიგო (სარი)); ვ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - - 5-10%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, გახარების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (65%-ზე ქვემოთ) 4 საბაზისო მაჩვენებელი - მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით 2014-2016 წლების მდგომარეობით მოწყობილი/რეაბილიტირებულია გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი 235.8 კმ სატყეო-სამეურნეო გზა, 2017 წელს დაგეგმილია დაახლოებით 100 კმ-მდე გზის მოწყობა/რეაბილიტაცია; სააგენტო ყოველწლიურად ამზადებდა დაახლოებით 10 000 კბმ. მერქნულ რესურსს აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით, 2017 წლის ბოლომდე მოსალოდნელია 65 000 კბმ დამზადება; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები სავარაუდო სიგრძით 140 კილომეტრამდე. მოწყობილ/რეაბილიტირებული ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების 70% დასაგეგმი წლის პირველი აგვისტოსთვის, ხოლო მოცემული წლის 1 სექტემბერს შესრულებული დაგეგმილი სამუშაოების სრული მოცულობა. სრულად უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხე-ტყის გამოყოფილ რესურსზე (600,0 ათ. კბმ-დან 700,0 ათ. კბმ-მდე); სააგენტოს მიერ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით დამზადებული და რეალიზებული 60 000 კბმ-მდე მერქნული რესურსი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, გზების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობა; ბაზრის მოთხოვნის შემცირება, ეკონომიკური სტაბულურობის დაბალი მაჩვენებელი 5 საბაზისო მაჩვენებელი - ტყის რესურსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოძველებულია და არ ასახავს ფაქტიურ მდგომარეობას. ტყის მართვის განახლებული გეგმები შედგენილია მხოლოდ 8 სატყეო უბნისათვის (35 სატყეო უბნიდან), რაც არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის 17,5%-ს შეადგენს; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტყის მართვის გეგმები ყოველწლიურად დამატებით 2 სატყეო უბნისათვის (მათ შორის 2018 წ. დასრულებული - ლენტეხი, ცაგერი - 130,0 ათ. ჰა და დაწყებული ამბროლაურის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია (პირველი ეტაპი-81,1 ჰა )). საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 45,8%-ზე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - - 5-10%; შესაძლო რისკები - სამუშაოთა სპეციფიკაციის გათვალისწინებით მცირეა იმ ფირმების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობას იღებენ ტენდერებში. დაბალი კონკურენტუნარიანი გარემო
1.       საბაზისო მაჩვენებელი ·         სატყეო სფეროში არსებული არასრულყოფილი საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა მიზნობრივი მაჩვენებელი ·         მომზადებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განახლებული საკანონმდებლო ბაზა. მიღწეული მაცვენებელი ·         შემუშავებულია და მიღებულია ცვლილებები ტყითსარგებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში და შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში; განახლებულია საკანონმდებლო ბაზა. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: „ტყის კოდექსის“ პროექტის გადამუშვებული ვარიანტის საჯარო განხილვების და შეთანხმების პროცესი გრძელდება და კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს. კანონპროექტი მიღების შემდეგ მიღებული იქნება ცვლილებები ტყითსარგებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. 2.              საბაზისო მაჩვენებელი ·         2013 წლის პერიოდიდან დღემდე მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებები განხორციელებულია 29 230 ჰექტარზე; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 60%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 63 %-ით. მიზნობრივი მაჩვენებელი ·         შესაბამის ფართობებზე მავნებელ დაავადებათა პროგრესირების ყოველწლიურად 10%-ით შემცირებული მაჩვენებელი (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 95%-ით), ამავე ფართობებზე ტყეების 5%-ით (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 80%-ით) გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა (ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით 2018 წლის აღნიშნული მაჩვენებელი იგივეა). მიღწეული მაჩვენებელი ·         2018 წელს 2017 წელთან შედარებით შესაბამის ფართობებზე 10%-ით შემცირდა მავნებელ დაავადებათა პროგრესირების მაჩვენებელი და 5%-ით გაუმჯობესდა ტყეების სანიტარული მდგომარეობა (ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით 2018 წლის აღნიშნული მაჩვენებელი იგივეა). 3.              საბაზისო მაჩვენებელი ·         ტყის ფართობების აღდგენის მიზნით, დროებითი სანერგეები მოწყობილია 5,16 ჰა ფართობზე (7 რეგიონში). გამოყვანილი ნერგები გამოყენებული იქნება ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენისათვის. 100.4 ჰა-ზე განხორციელებულია ტყის აღდგენის ღონისძიებები; 30.0 ჰა-ზე გაშენებულია სწრაფმზარდი პლანტაციები, რითაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საშეშე მერქნით, სარებით, ჭიგოებით; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         სავარაუდოდ ყოველწლიურად დარგული 500 000 ცალი ნერგი (იმერული მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, მაღალმთის მუხა, წაბლი და ა.შ.) და 75-დან 100 ჰა-მდე გაშენებული ტყე; საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს დამატებით 80 ჰა-ზე გაშენებული პლანტაცია (დარგვიდან მე-4 წელს მიღებული დაახლოებით 44,8 ათ. მ3 მერქნული რესურსი). მათ შორის 2017 წელს - 31 ჰა (დარგვიდან მე-4 წელს მიღებული დაახლოებით 100 000 ცალი ჭიგო (სარი); ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: დამატებით 75-100 ჰა-ზე გაშენებული ტყის მასივი; მიღწეული მაჩვენებელი ·         დარგულია 280 292 ცალი ნერგი, 160.4 ჰა-ზე გაშენებული ტყე (მ.შ. ნახანძრალი ტერიტორია-144 ჰა, რომელიც 2017 წლის აგვისტოს ხანძრის შედეგად განადგურდა) განხორციელებულია ტყის აღდგენის 7 პროექტი საქართველოს 4 რეგიონში, მოწყობილი ტყის დროებითი სანერგე 0.13 ჰა-ზე; განხორციელდა პლანტაციის მოვლის ღონისძიებები 22.5 ჰა-ზე, აქედან ახალი პლანტაცია გაშენდა 2.0 ჰა-ზე. ამასთა, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: დამატებით 160.4 ჰა-ზე გაშენებული ტყის მასივი. ასევე, 20.5 ჰა პლანტაციისა და 2.29 ჰა ტყის დროებითი სანერგეების მოვლის ან/და მოწყობის სამუშაოები. დარგული იქნა 280 292 ცალი ნერგი. ამ აქტოვობებზე 2018 წელს მიიმართა 543.2 ათასი ლარი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე 2018 წელს დამტკიცდა ტყის აღდგენის პროექტები და დაიწყო ტყის გაშენების სამუშაოები 144,0 ჰა-ზე სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის სატყეო უბნის ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებულ ტყის ფართობებზე; ჩატარდა გაწმენდის და ნიადაგის მომზადების სამუშოები, შემოდგომაზე დაიწყო დარგვის სამუშაოები რომელიც დასრულდება 2019 წლის შემოდგომაზე. 4.       საბაზისო მაჩვენებელი ·         მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით 2014-2017 წლების მდგომარეობით მოწყობილი/რეაბილიტირებულია გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი 308.8 კმ სატყეო-სამეურნეო გზა; სააგენტო ყოველწლიურად ამზადებდა დაახლოებით 10 000 მ3 მერქნულ რესურსს აუქციონის წესით რეალიზაციის მიზნით, 2017 წელს დამზადდა 51.8 ათ. მ3 მერქნული რესურსი; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები სავარაუდო სიგრძით 140 კილომეტრამდე. მოწყობილ/რეაბილიტირებული ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების 70% დასაგეგმი წლის პირველი აგვისტოსთვის, ხოლო მოცემული წლის 1 სექტემბერს შესრულებული დაგეგმილი სამუშაოების სრული მოცულობა. სრულად უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხე-ტყის გამოყოფილ რესურსზე (600.0 ათ. კბმ-დან 700.0 ათ. კბმ-მდე); სააგენტოს მიერ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით დამზადებული და რეალიზებული 60 000 კბმ-მდე მერქნული რესურსი; ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებით მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები სიგრძით 65-დან 90 კილომეტრამდე; სოციალური მიზნებით გაცემული 450 000 კბმ-დან 550 000 კბმ-მდე მერქნული რესურსი (დაახლოებით 75 000 დან 80 000-მდე); დამზადებული და რეალიზებული 60 000 კბმ მერქნული რესურსი. მიღწეული მაჩვენებელი ·         გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მიზნით მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები - 105.5 კმ.; მოსახლეობის, საბიუჯეტო და სხვადასხვა ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით (გარდა სპეციალური ჭრისა) გამოყოფილია ტყეკაფები 432 084.77 მ3 ოდენობით. (მ. შ. I ხარისხის 7 863.09 მ3, ხოლო II ხარისხის 424 221.68 მ3 საშეშე მერქანი); სპეციალური ჭრის ფარგლებში გამოყოფილია 91 122 მ3 მოცულობის ტყეკაფი. ხე-ტყის დამზადების ბილეთებით გაცემულია 344 884.1 მ3 ხე-ტყე (მ. შ. I ხარისხი 20 950.5 მ3, II ხარისხი - 363 933.6 მ3). ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით -343 409.5 მ3 (მ. შ. I ხარისხი 19 427.3 მ3 II ხარისხი - 323 982.2 მ3). გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, სპეციალური ჭრის (მ. შ. სანიტარული ჭრის) ფარგლებში დამზადდა 83.7 ათასი მ3 მერქნული რესურსი. ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები - 105.53 კმ-ზე; რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 303.2 ათასი ლარი. სოციალური მიზნებისათვის გაცემულია 343 000 კბმ-მდე მერქნული რესურსი (დაახლოებით 49 000 ბენეფიციარი); კომერციული მიზნით დამზადდა და რეალიზებულია 83.7 ათ. კბმ მერქნული რესურსი. რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 6 472.9 ათასი ლარი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019