მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (61 00)

გამოყოფილია 0 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების მონიტორინგი; ...

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების მონიტორინგი; გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულებისა და ანგარიშგების, სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა არადისკრიმინაციული გარემოს შესაძლებლობის უზრუნველყოფა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, ევროდირექტივების მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.

უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა; დაიხვეწება სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების საჯაროობა; განმტკიცდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის „eProcurement"-ის შემდგომმა გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია პრეტენდენტთა შორის, მინიმუმამდე დაიყვანა კორუფციის რისკები და ქვეყანას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დანაზოგი მოუტანა; ბიზნესის ინტერესის ზრდაზე სახელმწიფო ტენდერების მიმართ მიგვანიშნებს წლების მიხედვით სისტემაში რეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციათა და მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკა, აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა სააგენტოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმებისა და სისტემის მოდერნიზაციის ხარჯზე. ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების სტაბილურ ხარჯვას და სახელმწიფო შესიდვებში მეწარმეთა მუდმივ ჩართულობას; საჯარო ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ ბიზნეს-სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ამაღლების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საჩივრების რაოდენობა; სახელმწიფო შესყიდვებში ახალი საშუალებებისა და მეთოდების დანერგვა, მაგალითად: ორეტაპიანი ტენდერი, რომელიც საშუალებას იძლევა გამარჯვებული გამოვლინდეს ფასისა და ხარისხის კრიტერიუმების ერთობლიობით, რის შედეგადაც ვიღებთ ეკონომიკურად ყველაზე მომგებიან წინადადებას. დაინერგა ელექტრონული ტენდერების ახალი მიმართულება, რომლის თანახმადაც აღარ არსებობს ვაჭრობის რაუნდები, ხოლო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის გარდა ყველა მონაცემი დაფარულია ტენდერში ხელშეკრულების დადებამდე. ტენდერის აღნიშნულმა ფორმამ მნიშვნელოვანწილად უზრუნველყო პრეტენდენტეს შორის, ასევე შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის შესაძლო კორუფციული რისკების შემცირება და უზრუნველყო ტენდერში რეალური ფასის მქონე წინადადებების წარმოდგენა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მინიმალური

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019