მოძებნე პროგრამის შედეგები

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (35 03 01)

გამოყოფილია 108 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გეგმური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული, გეგმური ქირურგიული მომსახურების, ქიმიო, ჰორმონო და ...

ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გეგმური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული, გეგმური ქირურგიული მომსახურების, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის უზრუნველყოფა; მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსება; ბენეფიციართა გარკვეული ჯუფების (სოციალურად დაუცველი, საპენსიო ასაკი, ვეტერანები და სხვათა) შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

სახელმწიფოს მიერ მიღწეულია სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის უნივერსალური მოცვა, მიზნობრივი ჯგუფები უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.
უწყვეტად ხორციელდებოდა მოსახლეობის როგორც ამბულატორიული (გადაუდებელი და გეგმური), ასევე სტაციონარული (გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, გეგმური ქირურგია, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, მაღალი რისკის ორსულთა, მელოგინეთა და მშობიარეთა მკურნალობა, ინფექციური დაავადებების მართვა) სამედიცინო დახმარება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი (100 მოსახლეზე): 13,3; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია საბაზისო მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - გაუთვალისწინებელი ეპიდემიები და კატასტროფები 2 საბაზისო მაჩვენებელი - ამბულატორიული მიმართვების რაოდენობა 1 სულ მოსახლეზე - 3,9; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიმართვიანობის გაზრდა 0,5%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე
1.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი (100 მოსახლეზე): 13,3; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებულია საბაზისო მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი (100 მოსახლეზე): 13,3 (2018 წელი); 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ამბულატორიული მიმართვების რაოდენობა 1 სულ მოსახლეზე - 3,9; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მიმართვიანობის გაზრდა 0,5%-ით; მიღწეული მაჩვენებელი - ამბულატორიული მიმართვების რაოდენობა: 1 სულ მოსახლეზე მიმართვების რაოდენობა - 3,5 (2017 წელი), 3.9 (2016 წელი). ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, 1 სულ მოსახლეზე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებისთვის მიმართვიანობის საშუალო მაჩვენებელი ევროპის რეგიონის ქვეყნებისთვის 6-ს შეადგენს. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განმავლობაში მაჩვენებლის მნიშვნელობა 2.2-ს არ აღემატებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მიმართვიანობა როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ დაწესებულებებში, მკვეთრად გაიზარდა და 2017 წელს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურებისთვის მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე 3.5-ს მიაღწია

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019