მოძებნე პროგრამის შედეგები

სრულყოფილი პრობაციის სისტემა (27 02)

გამოყოფილია 99.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება; ...

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება; სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მათში პრობაციონერების ჩართულობა; მსჯავრდებულთათვის სასჯელის სახედ - შინა პატიმრობის სრულყოფილი აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის სისტემის საშუალებით.

განვითარებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები; უზრუნველყოფილია პრობაციონერების ჩართულობა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებში, დანაშაულის პრევენციისა და მათ რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით; დანერგილია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულება.
·      განვითარდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები; ·      პრობაციონერები ჩართული არიან სავალდებულო და ნებაყოფლობითი მიმართულების სარეაბილიტაციო პროგრამებში, რაც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციასა და მათ რესოციალიზაციას; შემუშავდა პირობით მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების შეფასების ახალი ინსტრუმენტი; ·      2018 წელს დაინერგა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობის აღსრულება სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ, ხოლო გაგრძელდა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთა მიმართ.
1 საბაზისო მაჩვენებელი - განვითარებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (აშენებულია ახალი ოფისები; უზურნველყოფილია საჭირო ინვენტარით, ვიდეოპაემნის სერვისი სრული დატვირთვი ფუნქციონირებს); პრობაციის ერთი ოფიცრის დატვირთვა საშუალოდ შეადგენს125 საქმეს. (პრაქტიკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ ერთი ოფიცირის დატვირთვა არ აღემატებოდეს 150 საქმეს); მიზნობრივი მაჩვენებელი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება შენარჩუნებულია; პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა 150 საქმემდეა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - პრობაციონერთა რაოდენობის ზრდის შედეგად, დატვირთვა გადააჭარბებს 150 საქმეს; შესაძლო რისკები - პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს 1468 პირობით მსჯავრდებულს ესაჭიროებოდა რეაბილიტაციის პროცესში ფსიქოლოგის/სოციალური მუშაკის ჩართულობა. ამათგან, სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 854-მა პირობით მსჯავრდებულმა (73 ქალი - 781 მამაკაცი). სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო პირობით მსჯავრდებულთა 6.23 %. 2017 წლის 9 თვეში რისკებისა და საჭიროებების მიხედვით შეფასდა 1390 პირობით მსჯავრდებული. ამათგან, სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 592-მა პირობით მსჯავრდებულმა (64 ქალი - 528 მამაკაცი). პროფესიული გადამზადების და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთო - 239, საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძიებებში - 353, ხოლო დასაქმდა 80 პირობით მსჯავრდებული; სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო პირობით მსჯავრდებულთა 6,14%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულია პირობით მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 7%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1-3% რისკებისა და საჭიროებების შეფასებიდან გამომდინარე, სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ პრობაციონერთა რაოდენობის ცვლილება; შესაძლო რისკები - პირობით მსჯავრდებულთა რეზისტენტულობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ დანერგილია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულება. 2016 წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შემოვიდა შინაპატიმრობის 9 საქმე. შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის სახე გამოყენებული იქნება სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართაც. 2017 წლის 9 თვეში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შემოსულია შინაპატიმრობის 31 საქმე; მიზნობრივი მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია შინა პატიმრობის აღსრულების ელექტრონული მონიტორინგის გამართულად ფუნქციონირება; შესაძლო რისკები - სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებაზე უარი საკანონმდებლო ორგანოს მიერ
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - განვითარებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობები (აშენებულია ახალი ოფისები; უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით, ვიდეოპაემნის სერვისი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს); პრობაციის ერთი ოფიცრის დატვირთვა საშუალოდ შეადგენს 125 საქმეს. (პრაქტიკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ ერთი ოფიცირის დატვირთვა არ აღემატებოდეს 150 საქმეს); დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება შენარჩუნებულია; პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა 150 საქმემდეა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ვიდეოპაემნის სერვისი ფუნქციონირებს 10 პრობაციის ბიუროს ოფისსა და 7 პენიტენციურ დაწესებულებაში; თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ლიკვიდირებულია; პრობაციის თითო ოფიცერზე დატვირთვა 126 საქმეს წარმოადგენს. 2.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს 1468 პირობით მსჯავრდებულს ესაჭიროებოდა რეაბილიტაციის პროცესში ფსიქოლოგის/სოციალური მუშაკის ჩართულობა. ამათგან, სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 854-მა პირობით მსჯავრდებულმა (73 ქალი - 781 მამაკაცი). სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო პირობით მსჯავრდებულთა 6.23 %. 2017 წლის 9 თვეში რისკებისა და საჭიროებების მიხედვით შეფასდა 1390 პირობით მსჯავრდებული. ამათგან, სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 592-მა პირობით მსჯავრდებულმა (64 ქალი - 528 მამაკაცი). პროფესიული გადამზადების და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთო - 239, საზოგადოებრივ-კულტურულ ღონისძიებებში - 353, ხოლო დასაქმდა 80 პირობით მსჯავრდებული; სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო პირობით მსჯავრდებულთა 6,14%; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულია პირობით მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 7%; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს სავალდებულო სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 1 138-მა (70 ქალი, 1 068 კაცი) პირობით მსჯავრდებულმა, რაც პრობაციონერთა საერთო რაოდენობის (20 340) 5.59%-ია. 3.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ დანერგილია ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინა პატიმრობის ეფექტურად აღსრულება. 2016 წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შემოვიდა შინაპატიმრობის 9 საქმე. შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის სახე გამოყენებული იქნება სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართაც. 2017 წლის 9 თვეში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შემოსულია შინაპატიმრობის 31 საქმე; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია შინა პატიმრობის აღსრულების ელექტრონული მონიტორინგის გამართულად ფუნქციონირება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შემოვიდა სრულწლოვან მსჯავრდებულთა შინაპატიმრობის 73 საქმე, ხოლო არასრულწლოვნების 13 საქმე. პირობით მსჯავრდებულთა მიმართ დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობის ეფექტურად აღსრულება შენარჩუნებულია.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019