მოძებნე პროგრამის შედეგები

საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა (28 01 01)

გამოყოფილია 101 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

გაეროს დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; ...

გაეროს დარჩენილ წევრ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე საგნობრივი დისკუსიების გამართვა; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია და ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2017-2020) ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება; საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიფიკაცია; ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება; „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი მონიტორინგის პროცესში თანამშრომლობა ევროკომისიასთან, რეგულარული ანგარიშგება და აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან; საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება; 2018 წლის ნატო-ს სამიტზე მოკავშირეების მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის დაფიქსირება; ნატო-საქართველოს „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ განხორციელების ხელშეწყობა; ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აქტიური პოლიტიკური კონსულტაციების წარმოება; წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების სათანადოდ წარმოჩენა; საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება და ინტენსიფიკაცია; საერთაოშიროსო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მათი როლის გაძლიერების მიზნით; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ომით დაშორიშორებულ საზოგადობებს შორის ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მიზნით; საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა და წარმომადგენლობითობის გაზრდის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კამპანიების წარმოება; საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში; ეუთოს როლის გაზრდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს და ეუთო-ს ჩართულობის უზრუნველყოფა; ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უცხო ქვეყნების ბიზნეს-სუბიექტების მიერ უკანონო საქმიანობისა და კონტაქტების დამყარების პრევენცია; აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, როგორც უმაღლესი და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის, ისე სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება და გამყარება; სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება დემოკრატიისა და მმართველობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების მიმართულებებით, ასევეახალი პროექტების დაგეგმვა; აშშ-ის მხარდაჭერისა და დახმარების ზრდა; აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს წრეებთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო და ქმედითი თანამშრომლობა; მუშაობის გაგრძელება მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის ფარგლებში, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მომავალში გაფორმების მიზნით; ინტენსიური მუშაობა აშშ-ის მხარდაჭერის გასაძლიერებლად თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში. ექსპორტის მხარდაჭერა; უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში მრავალმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება; ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების გამართვის მეშვეობით; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენა, როგორც მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყნის; საერთაშორისო კულტურულ ცხოვრებაში საქართველოს მეტი ჩართულობის ხელშეწყობა; ძალისხმევა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში საერთაშორისო კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ხელშეწყობის მიმართულებით; საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, მათი რესტავრაცია/კონსერვაციის მიზნით ერთობლივი პროექტების შემუშავების ხელშეწყობა; აქტიური თანამშრომლობა გაერთიანებული ერების განათლების, კულტურის და მეცნიერების ორგანიზაციასთან (UNESCO); თანამშრომლობა ფრანკოფონიასთან, CPLP-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუშაობა UNESCO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში აქტიურად ჩართვის მიზნით. თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ერთობლივი ინტერესების განხორციელება, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა თანამემამულეთა უფლებების რეალიზაციის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის; სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებულ მდგრადი კავშირის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს ფართო შესაძლებლობებზე მაქსიმალურ წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას. საზღვარგარეთ საკონსულო სამსახურების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სამართლებრივი ბაზის დახვეწა და საკონსულო სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავება; საკონსულო საქმიანობის განხორციელების/ გადაფარვის არეალის გაზრდა; საქართველოს მოქალაქეთათვის საზღვარგარეთ თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და სხვა დოკუმენტების მიღება; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანობის გაზრდა და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევა; საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიმართულებით; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შემდგომი გატარება; საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე; საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გადაფარვის არეალის გაზრდა; საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება და შემდგომი გაძლიერება; საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირთა პრობლემატიკის აქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე, მათ შორის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღება; საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობით, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით პროექტების განხორციელება; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის შემუშავებული ეროვნული სამოქმედო გეგმით 2018 წელს გათვალისწინებული აქტივობების/ვალდებულებების შესრულება; 2018 წლის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა; საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში სხდომების გამართვა; მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელება; ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შემდგომი შესრულება; თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის სპეცილიზირებულ სააგენტოებში და ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს ჩართულობის გაზრდა; ევროკომისიასა და საქართველოს დარგობრივ სამინისტროებს შორის რეგულარული შეხვედრების გამართვა. ნატოს წევრი ქვეყნების ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლებიც მზად იქნებიან შემდგომ სამიტზე საქართველოს საკითხის ლობირებისთვის; „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება; წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) წარმატებით განხორციელების შედეგად ნატოს სტანდარტებთან მიახლოვება. აშშ–სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება; ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და ინიციატივების ორმხრივ ხელშეკრულებებში ასახვა და ამ ხელშეკრულებების პუნქტების იმპლემენტაციის დაწყება; საქართველოს მხარდაჭერის ზრდა აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო, ასევე, კვლევით, არასამთავრობო, ბიზნეს და მედია წრეებში; აშშ-ის მიერ პარტნიორებისთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ფორმატში საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების შენარჩუნება ან/და ზრდა; აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება და რეზოლუციების მიღება; აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება, საუკეთესო შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით; ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა ვიზიტების, კონსულტაციების თუ სხვა სახის ღონისძიებების მეშვეობით მუდმივი კავშირების შენარჩუნება და განმტკიცება; საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების და სხვა დოკუმენტების მიღება; საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი ინსტიტუტების ჩართულობა ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდა; საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობით საქართველოს ცნობადობის გაზრდა; საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე ეუთოსთან და გაეროსთან წევრი-სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტების განხორციელება; საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების ზრდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობის გაზრდა; საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური რეფორმების, ადგილობრივი რესურსების, აგრეთვე საქართველოს საგარეო სავაჭრო და ევროკავშირის ბაზარზე შექმნილი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების (მათ შორის, DCFTA, EFTA) შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ცნობადობის ამაღლება; საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების ბიზნესის წარმომადგენელთა შორის კავშირების დამყარება; საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჩატარებული პროექტების რაოდენობის ზრდა. საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში მაქსიმალურად ჩართვა; საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ხელშეწობა; იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებსა და პროგრამებში ჩართვა. თანამემამულეებისათვის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დიასპორასთან დაკავშირებული საკითხების, წინადადებების, პროექტების შემუშავებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ პერიოდულად განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა და სრულყოფა; დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება; დიასპორული ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი მექანიზმების დანერგვა/ გაუმჯობესება; საჭიროების მიხედვით, ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა და საპატიო კონსულების ქსელის გაფართოება; უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების გაფორმება პრიორიტეტულ ქვეყნებთან.
·         სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მუშაობით, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ ქართველთა ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები. სხვადასხვა ორმხრივ, თუ მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.  ·         გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 4 რაუნდი; ·         გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე დევნილთა შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას მხარი 81–მა ქვეყანამ დაუჭირა; ·         დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა ბარბადოსთან; ·         გაიმართა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების პირველი შეხვედრა; ·         ორმხრივი სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2018 წელს ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო ფინანსური დახმარება; ·         ბრიუსელში ნატოს სამიტზე პირველად ჩატარდა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან; ·         გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 20-მდე სხდომა; ·         ამოქმედდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი სირიასა და ნაურუზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო, რაც აღნიშნული ქვეყნებისათვის აშშ-ს მხრიდან ფინანსური შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს; ·         აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”). აშშ-საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ პირველად დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი, როგორც ცალკე მდგომი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება; ·         სამინისტროს კოორდინაციით, დაიდო და ინიცირებულ იქნა 75 საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელთაგან ძალაში შევიდა 29; ·         საქართველო შეყვანილ იქნა უსაფრთხო ქვეყნების სიაში ირლანდიის რესპუბლიკის, ესტონეთისა და დანიის მიერ; ·         გაიზარდა საქართველოს წარმომადგენლობითობა საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით ორგანოებში, კერძოდ: საქართველო არჩეული იქნა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად, 2019-2021 წლების ვადით. საქართველოს კანდიდატი 2019-2022 წლების პერიოდით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) წევრად ხელმეორე ვადით იქნა არჩეული. საქართველოს კანდიდატი, 2019-2022 წლების ვადით, წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წევრად იქნა არჩეული. საქართველოს კანდიდატი, 2019-2022 წლების ვადით, არჩეული იქნა ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად; ·         კომპეტენციის ფარგლებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა 45-ზე მეტი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი; ·         ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით მეზობელი, ევროპის, აზია ოკეანეთის, ახლო აღმოსავლეთი აფრიკის, ლათინური და ჩრდილოეთ ამირიკის ქვეყნებში გამართული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები; ·         დაფინანსდა საზრვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს 384 მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯები.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები/განცხადებები/გადაწყვეტილებები 2 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 4 ქვეყანას; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხის შემცირება 3 საბაზისო მაჩვენებელი - 40 რაუნდი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ჟენევის მოლაპარაკებების გამართული რაუნდები 4 საბაზისო მაჩვენებელი - 187 ქვეყანა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნების რაოდენობა ვისთანაც დამყარებული გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები 5 მიზნობრივი მაჩვენებელი - ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში შერჩეული ქართველი კანდიდატების მონაწილეობა 6 მიზნობრივი მაჩვენებელი - ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება 7 მიზნობრივი მაჩვენებელი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ წლიური ეროვნული პროგრამის დადებითი შეფასება; საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის გაზრდა 8 მიზნობრივი მაჩვენებელი - აშშ-ის ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და დახმარების ზრდა. აგრეთვე, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების მიღება; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტების ორმხრივ ხელშეკრულებებში ასახვა და მათი იმპლემენტაცია; აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია; სამომავლოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა 9 მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნების რაოდენობა 10 საბაზისო მაჩვენებელი - 58 ხელშეკრულება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადასხვა სახელმწიფოებთან გაფორმებული ხელშეკრულებები 11 საბაზისო მაჩვენებელი - 72 მისია; მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და გადაფარვის ქვეყნების რაოდენობა 12 მიზნობრივი მაჩვენებელი - გაერო-ს 3 წევრ სახელმწიფოსთან (ბუტანის სამეფო, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა და ბარბადოსი) დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება 13 მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით სტრუქტურებში საქართველოს კანდიდატურების რაოდენობა 14 მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად განხორციელებული ღონისძიებები - პრეზენტაციები, გამოფენები, ფორუმები, ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები, თანამშრომლობით დაინტერესებული კომპანიების წინადადებები, მედია-კამპანიები; ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომების ოქმის შესრულება 15 მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ, სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული კულტურული პროექტები, მათ შორის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით; იუნესკოს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და იუნესკოს მმართველ და დამხმარე ორგანოებში მონაწილეობა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები 16 მიზნობრივი მაჩვენებელი - დიასპორის კუთხით განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები 17 მიზნობრივი მაჩვენებელი - საკონსულო სამსახურების მიერ მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურება და, ასევე, კრიზისულ ან გადაუდებელ სიტუაციებში გაწეული დახმარების ეფექტიანობის ზრდა; საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა; საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად მოგზაურობისა და ყოფნის შესაძლებლობის ზრდა; რეადმისიის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ქვეყნების რაოდენობის გაზრდა
1.      საბაზისო მაჩვენებელი - IPD რეზოლუციაზე მიერთებულია 76 ქვეყანა (2016 წელი); მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები/განცხადებები/გადაწყვეტილებები; მიღწეული მაჩვენებელი - 81 ქვეყანა 2.      საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 4 ქვეყანას; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საფრთხის შემცირება; მიღწეული მაჩვენებელი - 5 ქვეყანა 3.  საბაზისო მაჩვენებელი - 37 რაუნდი (2016 წელი); მიზნობრივი მაჩვენებელი - ჟენევის მოლაპარაკებების გამართული რაუნდები; მიღწეული მაჩვენებელი - გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების 4 რაუნდი (სულ 46). 4. საბაზისო მაჩვენებელი - 187 ქვეყანა (2016 წელი); მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნების რაოდენობა რომელთანაც დამყარებულია დიპლომატიური ურთიერთობები; მიღწეული მაჩვენებელი - 188 ქვეყანა 5. საბაზისო მაჩვენებელი - ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება; მიღწეული მაჩვენებელი - 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გამართული მაღალი დონის პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. 6. მიზნობრივი მაჩვენებელი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ წლიური ეროვნული პროგრამის დადებითი შეფასება; საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის გაზრდა; მიღწეული მაჩვენებელი - ნატოს სამიტზე პირველად ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების დონეზე ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან; პირველად მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, დოკუმენტში კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მონაწილეობით მოხდა 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის შეფასების განხილვა. ალიანსმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ განცხორციელებული რეფორმები.  7. მიზნობრივი მაჩვენებელი - აშშ-ის ადმინისტრაციისა და კონგრესის მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და დახმარების ზრდა. აგრეთვე, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების მიღება; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა; აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტების ორმხრივ ხელშეკრულებებში ასახვა და მათი იმპლემენტაცია; აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია; მიღწეული მაჩვენებელი - კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (“Georgia Support Act”), როგორც ცალკლე მდგომი დოკუმენტის დამტკიცება; აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი სირიასა და ნაურუზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო ამოქმედება, რაც აღნიშნული ქვეყნებისათვის აშშ-ს მხრიდან ფინანსური შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს; 8. საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელი: 58 ხელშეკრულება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადასხვა სახელმწიფოებთან გაფორმებული ხელშეკრულებები; მიღწეული მაჩვენებელი - 75 ხელშეკრულება, 9. საბაზისო მაჩვენებელი - 72 მისია (2016 წელი); მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და გადაფარვის ქვეყნების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - 73 მისია 10. მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით სტრუქტურებში საქართველოს კანდიდატურების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - 4 კანდიდატი; 11. მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად განხორციელებული ღონისძიებები - პრეზენტაციები, გამოფენები, ფორუმები, ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები, თანამშრომლობით დაინტერესებული კომპანიების წინადადებები, მედია-კამპანიები; ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომების ოქმის შესრულება; მიღწეული მაჩვენებელი - 45-ზე მეტი ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი და ბიზნეს-ფორუმი; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ 39 ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციასთან 43 ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება; საქართველოსა და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება; 12. მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ, სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული კულტურული პროექტები, მათ შორის ქართული კულტრული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით; იუნესკოს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და იუნესკოს მმართველ და დამხმარე ორგანოებში მონაწილეობა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები; მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნა, საპატიო სტუმრი სტატუსი მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში; „ქართული ჭიდაობა“ (“Chidaoba-Wrestling in Georgia”) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში; 20-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მონაწილეობა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, 13. მიზნობრივი მაჩვენებელი - საკონსულო სამსახურების მიერ მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურება და, ასევე, კრიზისულ ან გადაუდებელ სიტუაციებში გაწეული დახმარების ეფექტიანობის ზრდა; საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა; საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად მოგზაურობისა და ყოფნის შესაძლებლობის ზრდა. მიღწეული მაჩვენებელი - სატელეფონო კონსულტაცია გაეწია 36 001 მოქალაქეს; e-VISA პორტალის მეშვეობით 2018 წლის მონაცემების მიხედვით დარეგისტრირდა 38 588 განაცხადი; www. Geoconsul.gov.ge-ის მეშვეობით დარეგისტრირდა 7268 განაცხადი; 33 მეზღვაურის დახმარების საკითხზე გაწეული სამუშაო; საზღვარგარეთიდან გადმოსვენებული საქართველოს 363 მოქალაქე;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019