მოძებნე პროგრამის შედეგები

ელექტრონული მმართველობის განვითარება (26 05)

გამოყოფილია 136.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სახელმწიფო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მოქალაქეებისათვის ელექტრონული სერვისების და მონაცემთა გაცვლის ეფექტიანად და უსაფრთხოდ უზრუნველყოფა ერთი ფანჯრის პრინციპით; ...

სახელმწიფო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მოქალაქეებისათვის ელექტრონული სერვისების და მონაცემთა გაცვლის ეფექტიანად და უსაფრთხოდ უზრუნველყოფა ერთი ფანჯრის პრინციპით; ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის განხორციელება, ინფორმაციული უსაფრთხოების შეღწევადობის (მდგრადობის) ტესტირება, კომპიუტერული ინციდენტების აღმოჩენაზე გამიზნული ქსელური სენსორის დაყენება და მართვა, კიბერუსაფრთხოების საკითხების რეგულირება, ინციდენტებზე დახმარების ეროვნული ჯგუფის მიერ კომპიუტერული ინციდენტების გამოვლენა, პრევენცია და შედეგების მართვა; მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის გამოყენება, რომლის შემადგენელი კომპონენტებია სამი სახის აპარატურულ-პროგრამული მიმართულება/ინსტრუმენტი: „საქართველოს სამთავრობო კარიბჭე“ - ელექტრონული სერვისების მეშვეობით უსაფრთხო გარემოში სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცვლა, „მოქალაქის პორტალი“ - სახელმწიფო და ბიზნესსექტორის მიერ რეალიზებულ სხვადასხვა სახის ელექტრონულ სერვისზე ყველა დაინტერესებული პირის უსაფრთხოდ წვდომა ერთი ფანჯრის პრინციპით და „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერი სისტემა“ - ინტეგრირებული საკონტეინერო გადაზიდვები, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ეტაპობრივად დამატება. ეროვნული სისტემის ინტეგრაცია მსგავსი პროფილის საერთაშორისო სისტემებთან; ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის − „რეესტრთა რეესტრის პორტალის“, ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა; რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტების დადგენისა და შესრულების კოორდინაცია; რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, პირველადი მხარდაჭერის ქსელის აწყობა და სახელმწიფო დაწესებულებების ტრენინგმოდულებით მხარდაჭერა.

ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის მეშვეობით; კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კომპიუტერულ ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება; ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული ცხრილების რაოდენობის ზრდა.
·   მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში დაინერგა ახალი სერვისები; ·   რეაგირება მოხდა კრიტიკური ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კომპიუტერულ ინციდენტებზე; ·   გაიზარდა ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული ცხრილების რაოდენობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ჯამში მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულია 160 სერვისი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 200 სერვისი, 2019 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 230 სერვისი, 2020 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 250 სერვისი, 2021 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 270 სერვისი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - სერვისიების ინტეგრაციის შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა სულ რეაგირება მოახდინა 1300 ინციდენტზე. დაზარალებულ ორგანიზაციებს ინციდენტებზე მიეწოდათ სხვადასხვა რეკომენდაციის და რეაგირების გზების მეთოდების შესახებ; მიზნობრივი მაჩვენებელი - ორგანიზაციების საჭიროებიდან გამომდინარე ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ინციდენტზე მოხდება რეაგირება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მხრიდან ვერ მოხდა კომპიუტერული ინციდენტის დაფიქსირება 3 საბაზისო მაჩვენებელი - ღია მონაცემების პორტალზე - data.gov.ge - ატვირთულია 500 მონაცემთა ცხრილი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 550 მონაცემთა ცხრილი, 2019 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 700 მონაცემთა ცხრილი, 2020 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 800 მონაცემთა ცხრილი, 2021 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 900 მონაცემთა ცხრილი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან არასაკმარისი ნება
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ჯამში მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულია 160 სერვისი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 200 სერვისი, 2019 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 230 სერვისი, 2020 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 250 სერვისი, 2021 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომი 270 სერვისი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლისათვის მოქალაქის პორტალზე სულ ინტეგრირებულია 441 სერვისი. 2.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა სულ რეაგირება მოახდინა 1300 ინციდენტზე. დაზარალებულ ორგანიზაციებს ინციდენტებზე მიეწოდათ სხვადასხვა რეკომენდაციის და რეაგირების გზების მეთოდების შესახებ; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ორგანიზაციების საჭიროებიდან გამომდინარე ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ინციდენტზე მოხდება რეაგირება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა სულ რეაგირება მოახდინა 800 ინციდენტზე. 3.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ღია მონაცემების პორტალზე - data.gov.ge - ატვირთულია 500 მონაცემთა ცხრილი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 550 მონაცემთა ცხრილი, 2019 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 700 მონაცემთა ცხრილი, 2020 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 800 მონაცემთა ცხრილი, 2021 წელს ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული 900 მონაცემთა ცხრილი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ღია მონაცემების პორტალზე (data.gov.ge) გამოქვეყნებულია 710 მონაცემთა ცხრილი XML და CSV ფორმატში. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 2018 წლის განმავლობაში შემცირდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული კომპიუტერული ინციდენტების რაოდენობა. შესაბამისად, მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით 200 ერთეულით შემცირდა სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ მათზე რეაგირების მაჩვენებელი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019