სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობით ახალგაზრდებში სხვადასხვა ...
სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობით ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარებისა და კომპეტენციების განვითარება, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ხარჯვის ორგანიზება, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა; ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ახალგაზრდული მუშაკების გადამზადება და სერტიფიცირება, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი უნარჩვევების განვითარება, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზება; ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვის ხელშეწყობა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბების და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით შემოქმედებითი და დასვენება გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება; კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით; სხვადასხვა ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობების გაღრმავება; პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა; ბანაკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; „ახალგაზრდული ფესტივალის“ პროგრამის ფარგლებში კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019