მოძებნე პროგრამის შედეგები

დანაშაულის პრევენცია და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია (26 07)

გამოყოფილია 112.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია; ...

საქართველოში დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია; რისკჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება შემდეგი მიმართულებებით: ახალგაზრდების ფიზიკური, შემეცნებითი, გონებრივი, სოციალური და მოხალისეობრივი კულტურის განვითარება; დანაშაულის გამომწვევი რისკფაქტორების შემცირების მიზნით ბენეფიციარების ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაძლიერება, ყოფილი პატიმრების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური ტრენინგების/პროფესიული გადამზადების კურსების შეთავაზება და პოტენციურ დამსაქმებელთან რეკომენდაციების გაწევა; განრიდება-მედიაციის სფეროს ინსტიტუციური ჩარჩოს დახვეწა; საგრანტო პროგრამების საშუალებით დეფიციტური სერვისების მიწოდება და მათი შემდგომი განვითარება, არასრულწლოვნებში დანაშაულის პირველადი პრევენციის მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობის განვითარება და სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების დონის ამაღლება.

ყოფილ პატიმართა და დანაშაულის ჩადენის რისკჯგუფში მყოფ პირთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია; დანაშაულის ადრეული პრევენციული აქტივობების საშუალებით არასრულწლოვნებში დანაშაულის ადრეული პრევენცია.
·   განხორციელდა ყოფილ პატიმართა და დანაშაულის ჩადენის რისკჯგუფში მყოფ პირთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების პროექტებში ჩართვით და ბიზნესის წამოწყების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობით; ·   არასრულწლოვნებისთვის განხორციელდა სხვადასხვა პიროვნული განვითარების პროექტები და ტრენინგები დანაშაულის ადრეული პრევენციისთვის.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს ცენტრის ხელშეწყობით დასაქმდება 60 ბენეფიციარი/ბენეფიციარის ოჯახის წევრი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად დასაქმებული 70 ბენეფიციარი/ბენეფიციარის ოჯახის წევრი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5 ბენეფიციარი; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების/მათი ოჯახის წევრების შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონა; დამსაქმებლების ნაკლებობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის აქტივობებში 2017 წელს აქტივობებში ჩაერთვება 5900-მდე უნიკალური მონაწილე; მიზნობრივი მაჩვენებელი - დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის აქტივობებში ყოველწლიურად ჩართული, სულ მცირე, 5900 არასრულწლოვანი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - სხვა ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მსგავსი სერვისები
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს ცენტრის ხელშეწყობით დასაქმდება 60 ბენეფიციარი/ბენეფიციარის ოჯახის წევრი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად დასაქმებული 70 ბენეფიციარი/ბენეფიციარის ოჯახის წევრი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს დასაქმდა 70 ბენეფიციარი. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის აქტივობებში 2017 წელს ჩაერთვება 5900-მდე უნიკალური მონაწილე. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის აქტივობებში ყოველწლიურად ჩართული, სულ მცირე, 5900 არასრულწლოვანი. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის აქტივობებში 2018 წელს ჩაერთო 5 498 არასრულწლოვანი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე პირველი და მეორე დონის ღონისძიებებში ჯამურად ჩაერთო 5 498 არასრულწლოვანი, რაც 402 ერთეულით ნაკლებია მიზნობივ მაჩვენებელთან შედარებით. პოლიციის აკადემიაში განხორციელებული რეფორმების შედეგად შეწყდა სასწავლო ვიზიტების მიღება, რამაც გამოიწვია ცდომილება მიზნობრივ და მიღწეულ მაჩვენებლებს შორის (პროგრამა − „სასწავლო ვიზიტი პოლიციის აკადემიაში“ − ფარგლებში).

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019