მოძებნე პროგრამის შედეგები

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (32 05)

გამოყოფილია 97.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

პროგრამის აღწერა და მიზანი

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა; ...

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა; აკადემიური პერსონალის მობილობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება; სამეცნიერო გრანტების დაფინანსებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების ხელშეწყობა; „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის სრულუფლებიანი ასოცირებული წევრობა; მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო დაფინანსება; სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობა; საზღვარგარეთ ქართველოლოგიური კათედრებისა და ქართველოლოგის შემსწავლელი მეცნიერების გაძლიერება. საინოვაციო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

ქართველ მეცნიერების საერთაშორისო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობა; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ქვეყნის მატერიალური, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია; სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; სართაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობა; ახალგაზრდა მეცნიერებს/გამომგონებლებს საშუალება ექნებათ მატი მიგნებები კომერციულად საინტერესო წინადადებებად აქციონ; მეცნიერების პოპულარიზაცია; სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; გადასახადები საერთაშორისო ინსტიტუტებში/ცენტრებში; საგრანტო კონკურსების ადმინისტრირება.
·         დაფინანსებულია ღონისძიებები ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობის მიზნით; ·         გაღრმავებულია სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესი და ჩამოყალიბულია კონკურენტული კვლევითი გარემო; ·         პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულია საგრანტო პროექტები; ·         გაიზარდილია სკოლის მოსწავლეების მოტივაცია ფუნდამენტალური და სხვა მეცნიერებების შესწავლის მიმართულებით; ·         სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა დაა ხალგაზრდა მეცნიერთა წახალისების მიზნით დაფინანსებულია კვლევითი პროექტები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებული საგრანტო პროექტების რაოდენობა. 2015 წელს გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 488, ხოლო 2016 წელს გამარჯვებული პროექტი - 489; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება 2 საბაზისო მაჩვენებელი - სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი, შემეცნებითი ღონისძიებები - კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, საჯარო ლექციები, გამოფენები - რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წამყვანმა წარმომადგენლებმა; მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის, ფარგლებშიც გამართული ღონისძიებები რაოდენობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ორგანიზება; საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით არანაკლებ ორმოცი სამეცნიერო-კვლევითი, ინოვაციური და შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება 3 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ოთხ სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების - 41 დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დაფინასება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3%; შესაძლო რისკები - წარმოდგენილი პროექტების არაჯეროვანი შესრულება 4 საბაზისო მაჩვენებელი - E.LSEVIER - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაზე წვდომა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ELSEVIER ელექტრონულ და Thomson Reuters ელექტრონულ ბაზებზე წვდომის ხელსეწყობა
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებული საგრანტო პროექტების რაოდენობა. 2015 წელს გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 488, ხოლო 2016 წელს გამარჯვებული პროექტი - 489; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებულია 680-ზე მეტი საგრანტო პროექტი. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი, შემეცნებითი ღონისძიებები - კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, საჯარო ლექციები, გამოფენები - რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წამყვანმა წარმომადგენლებმა; მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის, ფარგლებშიც გამართული ღონისძიებები რაოდენობა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ორგანიზება; საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით არანაკლებ ორმოცი სამეცნიერო-კვლევითი, ინოვაციური და შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება. მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი ორგანიზებულია „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018“, რომლის ფარგლებში ჩატარდა 300-მდე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი, ინოვაციური და შემეცნებითი ღონისძიება. 3.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ოთხ სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების - 41 დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დაფინასება; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი დაფინანსებულია სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი 43 დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. 4.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი E.LSEVIER - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაზე წვდომა; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი ELSEVIER ელექტრონულ და Thomson Reuters ელექტრონულ ბაზებზე წვდომის ხელშეწყობა; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი ●       ELSEVIER ელექტრონული ბაზის შემთხვევაში კონსორციუმის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 21-ს, ხოლო Thomson Reuters ელექტრონული ბაზის შემთხვევაში - 17-ს. ამას გარდა, Thomson Reuters-ის მიერ კონსორციუმის წევრებისათვის ჩატარდა 4 ტრენინგი. ●       დაფინანსებულია ორი ქართული ჟურნალის მომზადება და გამოცემა ELSEVIER BV-ის პლატფორმაზე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019