მოძებნე პროგრამის შედეგები

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (24 14 01)

გამოყოფილია 110.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების სცენარების გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასება; ...

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების სცენარების გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასება; 220კვ "ახალციხე-ბათუმი" ხაზის მშენებლობა (პირველი ფაზა სიგრძე 142 კმ; ,,ბათუმი შუახევი“ (52 კმ); ,,შუახევი-ახალციხე“ (2-ე ფაზა, 90 კმ; ჯამურად 250 ანძის დადგმა)

2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება ფაზა 2 ეგხ "შუახევი - ახალციხე" მშენებლობა, ხაზის სიგრძე - 90 კილომეტრი დაწყებული იქნება SCADA/EMS სისტემის და საბითუმო ვაჭრობის განვითარების პლათფორმის პროექტები. საქართველოს ენერგეტიკული სექტორისა და მასთან დაკავშირებული გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიული სცენარისათვის გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასების ანგარიშის მომზადება და რეკომენდაციების მოწოდება სასურველი სცენარისთვის.
·         დასრულდა 220კვ „ახალციხე-ბათუმი" ხაზის მშენებლობის პირველი ფაზის („ბათუმი-შუახევის“ მონაკვეთი) მშენებლობა; ·         საქართველოს ელექტრო ენერგეტიკული სექტორის განვითარების შეფასების პროექტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდისათვის წარმოდგენილია „საწყისი ეტაპის ანგარიშის“ საბოლოო ვერსია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დამთავრებული იქნება ფაზა 1 - "ბათუმი - შუახევის" მონაკვეთი. "შუახევი - ახალციხის" ნაწილზე დაზუსტდება ეგხ - ის ტრასა, დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და დაიწყება "შუახევი - ახალციხე"-ს მშენებლობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მშენებლობის დასრულება; ახლი 220 კვ. ეგხ ,,ახალციხე ბათუმი"; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15-25 % ვადები; შესაძლო რისკები - გარემოს დაცვის თემები: ხე-ტყის ჭრის ნებართვები, განსახლების საკითხები: საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება საცხოვრებელი და სხვა ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, მოსახლეობასთან ურთიერთობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - მომზადებულია სტრატეგიული შეფასების ანგარიშის საბოლოო დრაფტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასების ანგარიში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15-20% ვადები; შესაძლო რისკები - შეფასების ანგარიშის შეთანხმების პროცედურები
1. საბაზისო მაჩვენებელი - დამთავრებული იქნება ფაზა 1 – „ბათუმი - შუახევის" მონაკვეთი. „შუახევი - ახალციხის" ნაწილზე დაზუსტდება ეგხ-ის ტრასა, დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და დაიწყება „შუახევი - ახალციხე"-ს მშენებლობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მშენებლობის დასრულება; ახალი 220 კვ. ეგხ ,,ახალციხე - ბათუმი"; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - ფიზიკური პროგრესის კუთხით, პროექტის II ფაზის ფარგლებში: მოწყობილია 178 გზა (დარჩენილია 92), ჩატარებულია გეოლოგიური კვლევა 171 წერტილზე (დარჩენილია 99), დასრულებულია 175 ფუნდამენტი (დარჩენილია 95), აწყობილია 167 ანძა (დარჩენილია 103), გაჭიმულია სადენები საერთო სიგრძით 171.66 კმ (1 კილომეტრზე იჭიმება 6 სადენი, ამიტომ სადენების გაჭიმვის პროგრესის დათვლისას კილომეტრაჟი იზომება 1კმ*6 ოდენობით) და დასრულებულია 12 კმ სიგრძის 110კვ სიმძლავრის პარალელური ხაზი 61 ანძით; დასრულდა 220კვ „ახალციხე-ბათუმი" ხაზის მშენებლობის პირველი ფაზის (,,ბათუმი-შუახევის“ მონაკვეთი) მშენებლობა და დაიწყო მეორე ფაზის („შუახევი-ახალციხის“ მონაკვეთი) პროექტის განხორციელება; ცდომილების მაჩვენებელი - 2018 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო ფაზა 2 ეგხ „შუახევი - ახალციხე" მშენებლობა (ხაზის სიგრძე - 90 კმ). მე-2 ფაზის მე-3 მონაკვეთის - ე.წ. „სხალთის ხეობის“ 38 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობისთვის კონტრაქტორმა მოითხოვა ხაზის მიმართულებისა და ანძის მდებარეობების ცვლილება ტექნიკური და სოციალური/განსახლების მოსაზრებით, რის გამოც მშენებლობა იქნა შეჩერებული 5 თვით. აქედან გამომდინარე „ახალციხე - შუახევის“ დასრულება ნავარაუდებია 2020 წელს. 2. საბაზისო მაჩვენებელი - მომზადებულია სტრატეგიული შეფასების ანგარიშის საბოლოო დრაფტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასების ანგარიში; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - წარმოდგენილია „საწყისი ეტაპის ანგარიშის“ საბოლოო ვერსია; ცდომილების მაჩვენებელი - საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე (მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირობების შესათანხმებლად).

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019