საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგ-საჭიროებათა ანალიზისა და ტრენინგების სრული ციკლის ...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგ-საჭიროებათა ანალიზისა და ტრენინგების სრული ციკლის (დაგეგმვა, ორგანიზება და შეფასება) განხორციელება, აგრეთვე, საკონკურსო და საკვალიფიკაციო ტესტირებათა ორგანიზება; საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის და ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა სასწავლო პროგრამების განხორციელების გზით; კერძო სექტორის, ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტესტური დავალებების, ტრენინგ-მოდულებისა და სასწავლო კურსის პროგრამების შექმნა და მუდმივად განახლება, მათ შორის, უცხოური სერტიფიცირებული პროგრამების შეძენის გზით; ტრენინგების, სპეციფიკითა და შინაარსით, როგორც საჯარო მოხელეების, ისე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირების საჭიროებებზე მორგება, რაც ხელს შეუწყობს მართლშეგნების ამაღლებასა და პიროვნული სამუშაო კომპეტენციების განვითარებას არამარტო საჯარო სტრუქტურებში, არამედ ფართო საზოგადოებრივ წრეებშიც.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019