მოძებნე პროგრამის შედეგები

ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება (24 01)

გამოყოფილია 72.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, ანალიზი, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული ...

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, ანალიზი, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მიმართულებების იდენტიფიცირება; სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება; ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის საქართველოს როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, ტურისტული და საფინანსო კვანძის პოპულარიზაცია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის სრულყოფილ ათვისებას, ეროვნული წარმოების განვითარებას, ესქპორტის ზრდას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას; ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა; საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის სამშენებლო სექტორის შემდგომი განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების ზრდასა და მოსახლეობის ადგილებზე შენარჩუნებას; სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ხელშეწყობა; დეგრადირებული მიწების რეკულტივაციის ეროვნული მეთოდოლოგიის მომზადება და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება; შრომის ბაზრის ინფორმაციის მოძიება, შესწავლა/კვლევა, ანალიზი და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (LMIS) შემდგომი განვითარება; ელექტროენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება. სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება; სახელმწიფო ბალანსზე აყვანილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგები; შემუშავებული და დამტკიცებული დეგრადირებული მიწების რეკულტივაციის მეთოდოლოგიის ეროვნული ინსტრუქცია; შრომის ბაზრის შესწავლილი ტენდენციები; ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ამაღლებული დონე; ენერგომომარაგების უზრუნველყოფის შედეგად განვითარებული ეკონომიკის სხვადასხვა დარგები; ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისათვის გაცემული გენერალური ლიცენზიები.
·      2018 წელს საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4.7%; ·      2018 წლის სტატისტიკური მონაცემების შედეგად 2018 წელს ექსპორტი გაიზარდა 23%-ით, უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირდა 3%-ით (შეადგინა 5 760.2 მლნ აშშ დოლარი) და დაიკავა სავაჭრო ბრუნვის 46% (2017 წელი - 49%). ექსპორტის წილი ბრუნვაში გაიზარდა 1.4%-ით; ·      საქართველოს 123 საექსპორტო ბაზრიდან ექსპორტი გაიზარდა 83 ქვეყანაში. 2018 წელს გამოჩნდა ქართული პროდუქციისათვის ახალი საექსპორტო ბაზრები. ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის გეოგრაფიული არეალი; ·      2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინთან; ·      საავტომობილო ტრანსპორტით, საქართველოს რკინიგზის საშუალებით და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ და გადაყვანილმა მგზავრების რიცხვმა შეადგინა:   საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში საქართველოს ტვირთზიდვის მაჩვენებელმა შეადგინა 31.1 მლნ ტონა (2017 წლის მაჩვენებელზე მეტია 1.1%-ით), ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ - 393.4 მლნ მგზავრი (2017 წლის მაჩვენებელზე მეტია 2.7%-ით); 2018 წელს შესრულდა 357 არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეისი, რაც 27.7 %-ით მეტია 2017 წელთან შედარებით;   შემცირდა პარტნიორ ქვეყნებთან პარიტეტის საფუძველზე ფუნქციონირებადი მარშრუტებისა და შესრულებული რეგულარული საერთაშორისო სამგზავრო რეისების ოდენობა. საერთო ჯამში 2018 წლის პერიოდში საშუალოდ ფუნქციონირებდა 76 მარშრუტი და საშუალოდ სრულდებოდა დღეში 247 რეისი (2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია შესაბამისად 27.6%-ით და 142 %-თ);   2018 წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.8 მლნ მგზავრი (2017 წლის მაჩვენებელზე მეტია 5.6%-ით);   2018 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 25.5 ათასი ტონა (2017 წელს მაჩვენებელზე ნაკლებია 20.5%-ით), ხოლო გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ - 5.0 მლნ მგზავრი (2017 წლის მაჩვენებელს აღემატება 23.6%-ით). მგზავრთნაკადის მატება ბოლო პერიოდში განპირობებულია საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციით და საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით; ·      2018 წელს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 453 938 ერთეული TEU და გადააჭარდა 2017 მაჩვენებელს 15.0%-ით; ·      მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით გაწერილი ყველა პრიორიტეტული ღონისძიებები და შესაბამისი აქტივობები შესრულდა 100%-ით; ·      მიმდინარეობდა ქვეყნის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (NEEAP) განხორციელება (განგრძობითი პროცესი); ·      ექსპლუატაციაში შევიდა 8 ჰიდროელექტროსადგური: კასლეთიჰესი 2, დადგმული სიმძლავრე - 8.1მგვტ; ხადორიჰესი 3, დადგმული სიმძლავრე - 5.4 მგვტ; ხეორიჰესი, დადგმული სიმძლავრე - 1.3 მგვტ; ბოდორნაჰესი, დადგმული სიმძლავრე -4.5 მგვტ; ჯონოულიჰესი 1, დადგმული სიმძლავრე - 1.1 მგვტ; სკურდიდიჰესი, დადგმული სიმძლავრე - 1.33მ გვტ; კირნათიჰესი, დადგმული სიმძლავრე - 27.47 მგვტ; ოლდენერჯიჰესი, დადგმული სიმძლავრე - 21.39 მგვტ; ·         შრომის ბაზრის შესწავლილი ტენდენციებიდან გამომდინარე, მომზადდა კვლევა „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა ტურიზმის ინდუსტრიაში“; ·         მომზადდა რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი „საქართველოში დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე“; ·         წარმატებით დასრულდა „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის“ გაფართოების პროექტი, რომელიც გაზრდის საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს და მილსადენის გამტარიანობას, რის შედეგად შესაძლებელი იქნება წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ დენიზ 2-ის საბადოდან ევროპის ქვეყნებამდე. საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად მიიღებს დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს; ·         დასრულებულია გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების პროექტის შემადგენელი სატრანსპორტო მილსადენის (პირობითად „ახალციხე-გოდერძის უღელტეხილის მილსადენი“) საპროექტო სამუშაოები; ·      ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობისათვის გაცემულია 4 ახალი გენერალური ლიცენზია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 33 921.6 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელი - 2,7% (ფაქტიური); 2017 წელი - 4% (გეგმიური). საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: „მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა 190 ქვეყანას შორის; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ანგარიშით საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და მსოფლიოში 159 ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-5 პოზიცია დაიკავა 7.98 ქულით; Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2017- ის მიხედვით საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-13 პოზიციაზე კვლავ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 59-ე ადგილზე (4,32-იანი ქულით) გადმოინაცვლა; „Transparency International“-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2015 წელს „კორუფციის აღქმის ინდექს“-ში („Corruption Perception Index“) საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 44-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება; სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენის მქონე საშინაო და საგარეო ფაქტორების გაუარესება, მათ შორის რეგიონსა და უმთავრეს პარტნიორ ქვეყნებში არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო რეიტინგში მსოფლიო ბანკის 2016 წლის ანგარიშით „ბიზნესის კეთება 2017“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 7 ადგილით და იმყოფება 16-ე ადგილზე 80.20 ქულით. მათ შორის, სარეიტინგო პოზიცია 10 ინდიკატორიდან შემდეგ 7 ინდიკატორში გაუმჯობესდა: ბიზნესის დაწყება - მე-8 ადგილი (96.13 ქულით); მშენებლობის ნებართვა - მე-8 ადგილი (82.84 ქულით); ელექტროენერგიით მომარაგება - 39-ე ადგილი (82.73 ქულით); ქონების რეგისტრაცია და კრედიტის მიღება - პოზიციები უცვლელია; მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა - მე-7 ადგილი (76.67 ქულით); გადასახადების გადახდა - 22-ე ადგილი (87.43 ქულით); ვაჭრობა საზღვრებს შორის - 54-ე ადგილი (85.15 ქულით); კონტრაქტების აღსრულება - მე-16 ადგილი (73.21 ქულით); გადახდისუუნარობა - გაუარესდა 5 პოზიციით. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიშით საქართველოს პოზიცია 6 ადგილით გაუმჯობესდა და მე-5-ე ადგილზე იმყოფება 7.98 ქულით. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით მომზადდა საპილოტე RIA-ს დოკუმეტი "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტზე", ასევე მომზადდა ეკონომიკური შეფასება "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე"; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო რეიტინგული მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება; საკანონმდებლო ინიციატივებზე მარეგულირებელი გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტების მომზადება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - საქართველოში განხორციელებული რეფორმების არ ასახვა სარეიტინგო კომპანიების შეფასებებში; არასრულფასოვანი მონაცემთა ბაზა
1. საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 33 921.6 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელი - 2,7% (ფაქტიური); 2017 წელი - 4% (გეგმიური). საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: „მსოფლიო ბანკის „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა 190 ქვეყანას შორის; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ანგარიშით საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და მსოფლიოში 159 ქვეყანას შორის ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-5 პოზიცია დაიკავა 7.98 ქულით; Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2017- ის მიხედვით საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-13 პოზიციაზე კვლავ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 59-ე ადგილზე (4,32-იანი ქულით) გადმოინაცვლა; „Transparency International“-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2015 წელს „კორუფციის აღქმის ინდექს“-ში („Corruption Perception Index“) საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 44-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება; სამიზნე მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წელს შეადგინა 4.7%; 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა  შეადგინა 37 846.6 მლნ ლარი; ცდომილების მაჩვენებელი - 5-7%, ეკონომიკურმა ზრდამ გადააჭარბა დაგეგმილ მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია. 2. საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო რეიტინგში მსოფლიო ბანკის 2016 წლის ანგარიშით „ბიზნესის კეთება 2017“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 7 ადგილით და იმყოფება 16-ე ადგილზე 80.20 ქულით. მათ შორის, სარეიტინგო პოზიცია 10 ინდიკატორიდან შემდეგ 7 ინდიკატორში გაუმჯობესდა: ბიზნესის დაწყება - მე-8 ადგილი (96.13 ქულით); მშენებლობის ნებართვა - მე-8 ადგილი (82.84 ქულით); ელექტროენერგიით მომარაგება - 39-ე ადგილი (82.73 ქულით); ქონების რეგისტრაცია და კრედიტის მიღება - პოზიციები უცვლელია; მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა - მე-7 ადგილი (76.67 ქულით); გადასახადების გადახდა - 22-ე ადგილი (87.43 ქულით); ვაჭრობა საზღვრებს შორის - 54-ე ადგილი (85.15 ქულით); კონტრაქტების აღსრულება - მე-16 ადგილი (73.21 ქულით); გადახდისუუნარობა - გაუარესდა 5 პოზიციით. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის 2016 წლის ანგარიშით საქართველოს პოზიცია 6 ადგილით გაუმჯობესდა და მე-5-ე ადგილზე იმყოფება 7.98 ქულით. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით მომზადდა საპილოტე RIA-ს დოკუმეტი "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტზე", ასევე მომზადდა ეკონომიკური შეფასება "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე"; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო რეიტინგული მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება; საკანონმდებლო ინიციატივებზე მარეგულირებელი გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტების მომზადება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები: მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების 2019“ ანგარიშის მიხედვით,  საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 3 ადგილით გაუმჯობესდა და  მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ქულა 0.48 პუნქტით გაუმჯობესდა და 83.28 ქულა შეადგინა; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშით „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 2 პოზიციით გაუმჯობესდა და მე-7 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ რეიტინგში, გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 8,02 ქულა შეადგინა. აღნიშულ რეიტინგში საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 76.2 ქულით მე-16 პოზიციაზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ 2018-ის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით გაუმჯობესდა და 140 ქვეყანას შორის 66-ე პოზიცია დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა და 60.9 ქულა შეადგინა; საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსი“ 2018 წლის რეიტინგის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 56 ქულით 46-ე ადგილზეა; ცდომილების მაჩვენებელი - 5% : ·      საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა, ყველა განხორციელებული რეფორმა შესაბამისად რომ ასახულიყო საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში; ·      Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2018 წლის რეიტინგში საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით 0,2 პუნქტით გაუმჯობესდა და 76,2 ქულა შეადგინა, თუმცა საქართველო მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით ჩამოქვეითდა და მე-16 ადგილი დაიკავა, ნაცვლად მე-13 პოზიციისა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 ინდიკატორიდან ქვეყნის სარეიტინგო ქულა 7 ინდიკატორში გაუმჯობესდა, რაც ქვეყნის საერთო ქულაზე დადებითად აისახა. თავის მხრივ კი, ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობის შემცირება განაპირობა სხვა ქვეყნების უფრო მეტად დაწინაურებამ; ·      საერთაშორისო გამჭვირვალობა „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის სარეიტინგო ქულა 1 პუნქტით შემცირდა და 56 ქულით 46-ე პოზიცია დაიკავა. „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მეთოდოლოგიით, რეიტინგის შეფასების ნაწილი ეფუძნება სხვადასხვა სარეიტინგო, კვლევითი და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, მიმოხილვებსა და სტატიებს, ექსპერტთა და მოქალაქეთა გამოკითხვებსა და შეფასებებს პირისპირი შეხვედრების, სატელეფონო გასაუბრების ან ელექტრონული გამოკითხვის საშუალებით, რომლებიც სუბიექტურ მონაცემებზე დამყარებულ შეფასებას წარმოადგენს და არ ახდენს სრულად და სწორად ქვეყნის რეალური მდგომარეობის შეფასებას.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019