მოძებნე პროგრამის შედეგები

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა (32 02 03)

გამოყოფილია 98.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ...

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ძალადობის, მათ მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების/გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა; ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისათვის ზოგადი განათლებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების, ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა; ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციური ფსიქო-სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, შემცირებული დარღვევებისა და გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა; ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი ფსიქო-სოციალური გარემოს უზრუნველყოფა.
·      ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შემცირებულია დარღვევებისა და გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა, გაზრდილია მანდატურთა ჩართულობა რისკის ქვეშ მყოფი შემთხვევების მართვაში, უზრუნველყოფილია რისკის ქვეშ მყოფ შემთხვევათა სწრაფი იდენტიფიკაცია და ადეკვატური რეაგირება; ·      2017-2018 სასწავლო წელს გასულ სასწავლო წელთან შედარებით იმ საგანანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მანდატურია წარმოდგენილი დარღვევათა რიცხვი შემცირებულია 10.9%-ით; ·      უზრუნველყოფილია მოსწავლეთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი ფსიქო-სოციალური გარემო, დაცულია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში გადამისამართების პროცედურები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 460 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს 1300 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; მიზნობრივი მაჩვენებელი - 475 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა 1330 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1.5-3%; შესაძლო რისკები - კადრების გადინების მაღალი მაჩვენებელი 2 საბაზისო მაჩვენებელი - 7 ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის 2300 - მდე მოსწავლის ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევას; მიზნობრივი მაჩვენებელი - ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა და მათი უზრუნველყოფა ფსიქოლოგიური მომსახურებით; განხორცილედება; ფსიქოლოგიური მომსახურების გაფართოება ახალციხესა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1.5-3%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი 460 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს 1 300 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი 475 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა 1 330 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი 458 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს 1300 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე მანდატურთა გადინების მაჩვენებელი მაღალია და მათი ჩანაცვლება გადამზადებული მანდატურებით სასწავლო კურსის მოდულის გახანგრძლივების გამო ვერ მოესწრო. 2. დაგეგმილი საბაზისო აჩვენებელი შვიდი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უზრუნველყოფს სკოლის 2 300 - მდე მოსწავლის ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევას; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე მოსწავლეთა გამოვლენა და მათი უზრუნველყოფა ფსიქოლოგიური მომსახურებით. ფსიქოლოგიური მომსახურების გაფართოება ახალციხესა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები ფუნქციონირებდა შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი და სამეგრელო (სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი) მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი გამოვლენილი და სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში რეფერირებულია ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე 2 900-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაც გაეწიათ ყველა საჭირო სერვისი თუ მომსახურება. ფუნქციონირებდა 8 ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (საანგარიშო პერიოდში გაიხსნა ერთი ცენტრი ქალაქ თბილისში). სსიპ - საგანმანეთლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრში გადმომისამართდა 1 147 ბენეფიციარი, მათ შორის; სამეგრელო ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 51, ქვემო ქართლი - 219, მცხეთა მთიანეთი - 14, შიდა ქართლი- 182, სამცხე ჯავახეთი - 24, იმერეთი - 308, გურია - 14, აჭარა - 236, რისთვისაც მიიმართა 392.5 ათასი ლარი (სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი).

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019