მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების გასაუმჯობესებლად მეთოდოლოგიის დახვეწა და მისი არეალის გაფართოება, გრძელვადიანი პროგნოზირების გაუმჯობესება, მაკროეკონომიკური განვითარების სცენარების მოდელირების სრულყოფა, ...
მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების გასაუმჯობესებლად მეთოდოლოგიის დახვეწა და მისი არეალის გაფართოება, გრძელვადიანი პროგნოზირების გაუმჯობესება, მაკროეკონომიკური განვითარების სცენარების მოდელირების სრულყოფა, ფისკალური რისკების მართვის და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება; ხარჯების საშუალოვადიანი გეგმებისა და წლიური ბიუჯეტების პროექტების მომზადება, სახელმწიფოს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად სათანადო რესურსების მობილიზებისა და ეფექტურად განაწილების მიზნით; სახელმწიფო ფინანსების მართვა და ფისკალური წესების შემდგომი რეგულირება სტაბილური ფისკალური პარამეტრების მიღწევის მიზნით, საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად; საბიუჯეტო პროცესის კალენდრით გათვალისწინებული ეტაპების ჯეროვანი შესრულება; ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშთა სისტემაში და ბიუჯეტის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში სრულად მოქცევა; საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების შემდგომი ეტაპების დაგეგმვა საბიუჯეტო პროცესის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების შემდგომი განვითარების მიზნით (მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების კოორდინაცია, საინვესტიციო პროექტების მომზადება/განხორციელების მეთოდოლოგიის პილოტირება/სრულად დანერგვის კოორდინაცია); საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის და მეთოდოლოგიის შესაბამისად; საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვის კოორდინირება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში; ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშწყობის, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების განხორციელებასა და შესაბამისი სტრატეგიული და სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ფისკალური რისკების შეფასების და ანალიზის სისტემის დანერგვა, ბიუჯეტის წინაშე მდგარი ფისკალური რისკების იდენტიფიცირება, იდენტიფიცირებული ფისკალური რისკების შემცირების და მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, ფისკალური რისკების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტის მომზადება და საჯაროობის უზრუნველყოფა; საგადასახადო პოლიტიკის შემდგომი სრულყოფა, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შემდგომი გაუმჯობესების და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის მიზნით, გადასახადის გადამხდელებს შორის საგადასახადო ტვირთის უკეთესი განაწილება, მეწარმეთა მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო შემოსავლების სახით ბიუჯეტში სათანადო რესურსის მობილიზების უზრუნველყოფა; სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში შიდა აუდიტის სუბიექტების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირება; სათანადო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად; დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოზიდვის პარალელურად სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება, ვალის მდგრადობის შენარჩუნება, როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, არსებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიზნების შესაბამისად; ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების შესრულების კოორდინაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; IPSAS სტანდარტების შესაბამისად, დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული სააღრიცხვო სისტემის შემოღება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019