მოძებნე პროგრამის შედეგები

იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (34 01)

გამოყოფილია 100.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან; ...

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან; ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შეძენა ან/და მათთვის საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება; ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და შენახვა; საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება; რეპატრიანტის სტატუსის მქონე, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა ფაქტობრივი რეპატრიაციის შემდგომ ადაპტაციისა და ინტერგაციის ხელშეწყობა; დევნილთა, ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა რაოდენობის დაზუსტება; არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ქონების კანონიერი მესაკუთრეებისთვის უფლებების აღდგენის მიმართულებით ღონისძიებების გატარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და გადმოსვენების ღონისძიებების ორგანიზება; ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ცნობიერების ამაღლება ქართული ენის, კულტურის, ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის სფეროში.

ეკომიგრანტების საცხოვრებლი სახლებით უზრუნველყოფა და დაბრუნებული მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაცია; საქართველოში თავშესაფრის არსებული სისტემის მაქსიმალურად მიახლოება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან; ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირებისთვისს რეპატრიანტის სტატუსის მინიჭება და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ვალდებულებების შესრულება, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ქონების კანონიერი მესაკუთრეების იდენტიფიცირება და მათი უფლებების დაცვა.
·         სტიქიით დაზარალებული ზოგიერთი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებელი სახლებითა და საკომპენსაციო თანხებით; ·         „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გაიცა გრანტები (სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების დაფინანსება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა, საცხოვრისით დროებით უზრუნველყოფა) და დაფინანსდა სოციალური პროექტები. ბენეფიციარები უზრუნვეყოფილი იქნენ სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით, ასევე, დროებითი საცხოვრებლით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით განთავსების ცენტრს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს 132 პირს, ხოლო წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 300-მდე ბენეფიციარს; მიზნობრივი მაჩვენებელი - წლის განმავლობაში განთავსების ცენტრი მოემსახურება 250- 300-მდე ბენეფიციარს; შესაძლო რისკები - თავშესაფრის მაძიებელთა დაბალი მაჩვენებელი 2 საბაზისო მაჩვენებელი - 200 დაბრუნებული ქართველი მიგრანტი სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მიზნით სარგებლობს სხვადასხვა სახის მომსახურებით, მათ შორის: სამედიცინო მომსახურება, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება, ბენეფიციარებისთვის პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; დაბრუნებისთანავე დროებითი განთავსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 200-მდე დაბრუნებულ ქართველ მიგრანტს სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მიზნით გაეწევა სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის: სამედიცინო მომსახურება, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება, ბენეფიციარებისთვის პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; დაბრუნებისთანავე დროებითი განთავსება; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების დაბალი მიმართვიანობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - გაიხსნა ინტეგრაციის ცენტრი, სადაც საერთაშორისო დაცვის მქონე 100 პირი შეისწავლის ქართულ ენას, აუმაღლდებათ ცნობიერება კულტურასა და ისტორიაში, გაეცნობიან საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროს, გაეწევათ კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო დაცვის მქონე 100 პირი შეისწავლის ქართულ ენას, აუმაღლდებათ ცნობიერება კულტურასა და ისტორიაში, გაეცნობიან საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროს, გაეწევათ კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით; შესაძლო რისკები - საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დაბალი მომართვიანობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - განსახლების მოთხოვნით სამინისტროს მომართა 4000-მდე ოჯახმა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 90 ოჯახი, ხოლო საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფილი იქნა 16 ოჯახი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საცხოვრებლით დაკმაყოფილდება ეკომიგრანტთა 120 ოჯახი, ხოლო საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფილი იქნება 20 ოჯახი (ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით); შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა
1.საბაზისო მაჩვენებელი - 200 დაბრუნებული ქართველი მიგრანტი სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მიზნით სარგებლობს სხვადასხვა სახის მომსახურებით, მათ შორის: სამედიცინო მომსახურება, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება, ბენეფიციარებისთვის პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; დაბრუნებისთანავე დროებითი განთავსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 200-მდე დაბრუნებულ ქართველ მიგრანტს სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მიზნით გაეწევა სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის: სამედიცინო მომსახურება, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება, ბენეფიციარებისთვის პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; დაბრუნებისთანავე დროებითი განთავსება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 245 დაბრუნებულ ქართველ მიგრანტს სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მიზნით გაეწია სხვადასხვა სახის მომსახურება. 2.საბაზისო მაჩვენებელი - გაიხსნა ინტეგრაციის ცენტრი, სადაც საერთაშორისო დაცვის მქონე 100 პირმა შეისწავლა ქართულ ენა, აუმაღლდათ ცნობიერება კულტურასა და ისტორიაში, გაეცნენ საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროს, გაეწიათ კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო დაცვის მქონე 100 პირი შეისწავლის ქართულ ენას, აუმაღლდებათ ცნობიერება კულტურასა და ისტორიაში, გაეცნობიან საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროს, გაეწევათ კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - არ განხორციელდა (წლის განმავლობაში განხორციელებული არა ერთი სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებებიდან გამომდინარე); ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - პროგრამა არ განხორციელდა ვინაიდან 2018 წლის 14 დეკემბერს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, საქართველოში მყოფი საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე და შესაბამისად, ასიგნებების განკარვაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3.საბაზისო მაჩვენებელი - განსახლების მოთხოვნით სამინისტროს მომართა 4 000-მდე ოჯახმა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 90 ოჯახი, ხოლო საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფილი იქნა 16 ოჯახი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საცხოვრებლით დაკმაყოფილდება ეკომიგრანტთა 120 ოჯახი, ხოლო საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფილი იქნება 20 ოჯახი (ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით). ეკომიგრანტთა ალტერნატიული საცხოვრებლებით უზრუნველსაყოფად დაიგეგმა 90 სახლის შეძენა 2 250 000 ლარის ფარგლებში; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 122 ოჯახი, ხოლო საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფილ იქნა 20 ოჯახი (ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით). საქართველოს რეგიონებში შესყიდულ იქნა 66 სახლი, რისთვისაც წლის განმავლობაში მიიმართა 1.6 მლნ ლარზე მეტი;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019