გადამხდელთა კმაყოფილების ხარისხის ამაღლების მიზნით არსებული ელქტრონული სერვისების გაუმჯობესება, გადამხდელთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; ...
გადამხდელთა კმაყოფილების ხარისხის ამაღლების მიზნით არსებული ელქტრონული სერვისების გაუმჯობესება, გადამხდელთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა; გადამხდელთა მაღალი საგადასახადო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით, საგადასახადო სფეროში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება; გადასახადის გადახდისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა; საგადასახადო შემოწმებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების მიზნით, კომპიუტერულ (IT) აუდიტზე გადასვლა, აუდიტორთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა და მათი კვალიფიკაციის ზრდა; ნებაყოფლობითი კანონმორჩილების ხელშეწყობა; საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა და ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება; საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და საგადასახადო და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; საბაჟო კონტროლის ეფექტურობის ამაღლება, საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესება/სრულყოფა; საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესში მონაწილეობის მიღება, ასოცირების დღის წესრიგით და მთავრობის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019