მოძებნე პროგრამის შედეგები

სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება (31 04)

გამოყოფილია 117.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“

პროგრამის აღწერა და მიზანი

აგრარულ სფეროში დასაქმებულთათვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; ...

აგრარულ სფეროში დასაქმებულთათვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა; საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების მიკროსასელექციო გუნდების შექმნა; ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გენოფონდის მოძიება, აღდგენა, კონსერვაცია, საკოლექციო და სადედე ნარგაობების შექმნა; ერთწლოვანი კულტურების პირველადი მეთესლეობის განვითარება; თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების შესამაბისად; ბიოაგროწარმოების დანერგვის ხელშეწყობა; სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასება; ხილისა და ბოსტნეულის შენახვის უნარიანობისა და ნედლად შენახვის ტექნოლოგიების კვლევა-შემუშავება; საქართველოს ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა რეგიონების ნიადაგების მდგომარეობის შესწავლა და სათანადო ღონისძიებების გატარება; მეღვინეობის თანამედროვე საექსპერიმენტო-საკვლევი საწარმოს მშენებლობა.

საქართველოში მოძიებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების ტიპიური სულადობის შესწავლა, მოშენება და მიკროსასელექციო ბირთვების შექმნა; ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის შესწავლილი და აპრობირებული თანამედროვე ტექნოლოგიები; ახალი ჯიშებისა და ელიტური თესლის მიღება-წარმოება; საერთაშორისო წესებით ამოქმედებული თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიცირების სისტემა; ნედლად შენახვის, შრობისა და სწრაფ გაყინვის ოპტიმალური დადდგენილი რეჟიმები; შექმნილი ნიადაგის ლაბორატორიული კვლევების ერთიანი მეთოდოლოგია.
მიმდინარეობდა კვლევები:   საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და კომერციულად სასარგებლო მწერების ადგილობრივ ჯიშებზე;   ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე;   მცენარეთა მოვლა-მოყვანის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ ტექნოლოგიებზე;   ნედლად შენახვის, შრობისა და სწრაფ გაყინვის ოპტიმალური რეჟიმების მიმართულებით;   ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის მიზნით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და კომერციულად სასრგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშების კვლევების ფარგლებში გამოცემული 14 სტატია და 12 შემუშავებული რეკომენდაცია. შედგენილი 9 მონაცემთა ბაზა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევის ფარგლებში გამოცემული 28 სტატია, 22 შემუშავებული რეკომენდაცია, 39 შედგენილი მონაცემთა ბაზა, ინტეგრირებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებზე გამოცემული - 2 ბროშურა; 4 პატენტი ბოსტნეულ-ბაღჩეულ და ტექნიკურ კულტურებზე; 1 პატენტი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებებზე; გაცემული 35 თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიკატი. ყურძნის დაბალკალორიული და ფუნქციონალური ხასიათის პროდუქტების და ნექტარისა და დეალკოჰოლიზებული ღვინის საფუძველზე სასმელების მიღების შესახებ გამოქვეყნებული 2 სტატია. ნიადაგის ნაყოფიერებასა და ინვენტარიზაციაზე , შემუშვებული 5 რეკომენდაცია; გამოცემული 1 სტატია, შედგენილი 5 რუქა; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოცემული სტატია 12; შემუშავებული რეკომენდაცია 5; განახლებული მონაცემთა ბაზა 9
საბაზისო მაჩვენებელი: ·         კვლევას დაქვემდებარებულია 78 ერთეული მსხვილი რქოსანი პირუტყვი, 120 ერთეული ღორი, ცხვარი 26 ერთეული, 500 ფრთა ქათამი, 30 ფრთა ინდაური, ქართული რუხი ფუტკარის მეგრული პოპულაციის - 30 ოჯახი. სისხლი განახლდა აბრეშუმხვიას - 10 ჯიშზე; მიღებულია კობრის პოპულაციის ლიფსიტა 40 000 ც.; ჩატარებულია საკვები კულტურების კვლევა 4 ჯიშზე; მეცხოველეობაში გამოცემული სტატია - 49; შემუშავებული რეკომენდაცია -5; სურსათის საფრთხეების რისკის შეფასებაზე შემუშავებული 3 დასკვნა /რეკომენდაცია; გამოქვეყნებული წიგნები - 10; ექსტენცია - 44; სატელევიზიო გამოსვლა - 16; შესწავლილია ერთწლოვანი კულტურების 160 ჯიში და 441 ჯიშ-პოპულაცია; მოეწყო 40 ჰა სადემონსტრაციო ნაკვეთი; კვლევას დაქვემდებარებულია ვაზის დამატებით 20 იშვიათი ჯიში; მიმდინარეობს ვაზის 80 ჯიშის ამპელოგრაფიული შესწავლა; მიმდინარეობს ხეხილის 80 ჯიშის პირველადი პომოლოგიური შესწავლა; შედგენილია აგროსატყეო კულტურების დამატებით 4 სახეობის მონაცემთა ბაზა; გამდიდრებულია აგროსატყეო კოლექცია დამატებით 10 სახეობით; შედგენილია თუთის 10 ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიში; 7 სასოფლო სამეურნეო კულტურის მავნე ორგანიზმებზე ჩატარებულია კვლევები; გამოვლენილია ვაზის 7 ჯიშის 410 და ხეხილის 6 ჯიშის 300 უვირუსო მცენარე; შესრულდა 8 სასოფლო - სამეურნეო კულტურის ბიოწარმოება; გამოცდილია 28 ბიოპრეპარატი; შემუშავებულია სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების 7 ტექნოლოგია; გამოცემულია სტატია - 76; შემუშავებულია რეკომენდაცია - 30; მიღებულია პატენტი - 2; მიღებულია 104 ჯიშის ყურძნისაგან ღვინის საკვლევი ნიმუშები; დამზადებულია გადამუშავებული პროდუქტების 56 ნიმუში; შემუშავებულია 18 რეკომენდაცია; გამოკვლეულია ნიადაგის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები  5 მუნიციპალიტეტში;  შესწავლილია 3 600 ჰა ფართობი; გამოცემულია სტატია - 5; შემუშავებულია რეკომენდაცია -12; შედგენილია მონაცემთა ბაზა - 1. მიზნობრივი მაჩვენებელი: ·         გამოცემული სტატია 12; შემუშავებული რეკომენდაცია 5; განახლებული მონაცემთა ბაზა 9. მიღწეული მაჩვენებელი ·         გამოცემული სტატია 128; ·         შემუშავებული რეკომენდაცია 63; ·         განახლებული მონაცემთა ბაზა 47, შედგენილი რუკა 6.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019