ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა; დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის და საპასუხო რეაგირების ...
ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა; დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის და საპასუხო რეაგირების უზრუნველყოფა; გეგმური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული, გეგმური ქირურგიული მომსახურების, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის უზრუნველყოფა; მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსება. ბენეფიციართა გარკვეული ჯუფების (სოციალურად დაუცველი, საპენსიო ასაკი, ვეტერანები) შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა; მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია; იმუნიზაცია, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა; ისეთი გადამდები დაავადებების, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოსახლეობის ამბულატორიული და სტციონარული სპეციალიზებული დახმარებით უზრუნველყოფა; დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება; თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტების დიალიზით, თირკმლის ტრანსპლანტაციითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ინკურაბელური პაციენტების მკურნალობა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამედიცინო ტრანსპორტირებისა და სოფლად ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა; რეფერალური დახმარების უზრუნველყოფა; სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება; დონორების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროგრამების ეტაპობრივად სახელმწიფოს ვალდებულებებში ასახვა; საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომისშემდგომი/სარეზიდენტო მზადების დაფინანსება მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019