მოძებნე პროგრამის შედეგები

მართვის, კონტროლის, კავშირგაბმულობის და კომპიუტერული სისტემები (29 04)

გამოყოფილია 148.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურო

პროგრამის აღწერა და მიზანი

კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება; ...

კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება; თავდაცვის სამინისტროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების განვითარებას შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერა; კავშირგაბმულობის სერვისების, ინტერნეტისა და საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფა; საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, დამატებითი სტანდარტებისა და წესების შემუშავება და დანერგვა, ასევე ERP სისტემის მოდულებსა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის, ფინანსების, აქტივების, ავტოპარკის, ლოგისტიკური და სხვა პრიორიტეტული ბიზნეს პროცესების ელექტრონული სააღრიცხვო სისტემების შემუშავება და დანერგვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მართვისა და კონტროლის სისტემების ერთიანი ფუნქციონირებადი ქსელის, სისტემის დახვეწა, რომელიც მოიცავს ქვედანაყოფებში სიტუაციის ფლობის, ინფორმაციის გავრცელებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.
გეგმის მიხედვით განხორციელდა საქართველოს თავდაცვის ძალების სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მართვისა და კონტროლის სისტემების ერთიანი ფუნქციონირებადი ქსელის დახვეწა, რომელიც მოიცავს ქვედანაყოფებში სიტუაციის ფლობის, ინფორმაციის გავრცელებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს.
1 საბაზისო მაჩვენებელი - კრიტიკული კავშირგაბმულობის და ინფორმაციული უსაფრთხოების არსებული სისტემები ფუნქციონირებს გამართულად; მიზნობრივი მაჩვენებელი - არსებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - სისტემის ელემენტების ტექნიკური მოძველება და პროგრამული უზრუნველყოფის განუახლებლობა; შესაძლო რისკები - დამოკიდებულება (პრობლემები) სერვისის/პროდუქციის მომწოდებლებზე; ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების მაღალი ტემპის გამო არსებული სისტემების მოძველება
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი კრიტიკული კავშირგაბმულობის და ინფორმაციული უსაფრთხოების არსებული სისტემები ფუნქციონირებს გამართულად. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი არსებული კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირების შენარჩუნება/განვითარება. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი კიბერუსაფრთხოების ბიურო კომპლექტდება კვალიფიციური კადრებით; განვითარდა ინფორმაციული სისტემების მოდერნიზება და ქსელური ინფრასტრუქტურა; განხორციელდა ტაქტიკური და არატაქტიკური კავშირგაბმულობის საშუალებების შესყიდვა;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019