საქართველოს საგზაო ქსელის ინტეგრირება საერთაშორისო საგზაო კომუნიკაციების სისტემაში, ქვეყნის საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, ავტოსატრანსპორტო დერეფნის განვითარება და საერთაშორისო სატრანზიტო ...
საქართველოს საგზაო ქსელის ინტეგრირება საერთაშორისო საგზაო კომუნიკაციების სისტემაში, ქვეყნის საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, ავტოსატრანსპორტო დერეფნის განვითარება და საერთაშორისო სატრანზიტო კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მათ შორის: 300 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა და მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა, სახელმწიფოთაშორისო და რეგიონთაშორისო ავტოსაგზაო კავშირების გაუმჯობესება, მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარერბა, კერძოდ: ბაღდათი-აბასთუმნის 45 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია; ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა; მოსახლეობის გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის, ინტენსიური ავტომობილიზაციის დონისა და გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების დონესთან საავტომობილო საგზაო ქსელის განვითარების ტემპების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019